სოლომონ ზალდასტანიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ზალდასტანიშვილი, სოლომონ)
Jump to navigation Jump to search

სოლომონ ზალდასტანიშვილი (დ. 4 დეკემბერი, 1891 — გ. 5 დეკემბერი, 1941) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული არმიის პოლკოვნიკი; მონაწილეობდა საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის „სამხედრო ცენტრის“ მუშაობასა და 1924 წლის აგვისტოს აჯანყებაში საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ. აჯანყების დამარცხების შემდეგ ემიგრაციაში წავიდა. მისი მემუარები „საქართველოს 1924 წლის ამბოხება: მოგონებები“ 1990 წელს გამოიცა თბილისში. ძველი თბილისის ერთ-ერთი ქუჩა სოლომონ ზალდასტანიშვილის სახელს ატარებს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]