თურქესტანი (რეგიონი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თურქესტანი — ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონი ცენტრალურ აზიაში. ტერმინი გამოიყენებოდა XIX საუკუნიდან XX საუკუნის პირველი მეოთხედის ჩათვლით. მოიცავდა ჩინეთის (აღმოსავლეთით), ავღანეთისა (სამხრეთით) და რუსეთის იმპერიის (დასავლეთით) ტერიტორიებს, 3 მლნ კმ²-ზე მეტს. 1867 წელს რუსეთის თურქესტანში დაარსდა საგენერალგუბერნატორო. 1918 წელს ამ ტერიტორიაზე შეიქმნა თურქესტანის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, 1920 წელს ბუხარისა და ხორეზმის სახალხო საბჭოთა რესპუბლიკები. 1924-1925 წლებში ყოფილი რუსეთის თურქესტანის ტერიტორიაზე შეიქმნა უზბეკეთის სსრ, თურქმენეთის სსრ, ტაჯიკეთის ასსრ, ყირგიზეთის და ყარაყალპის ავტონომიური ოლქები, ხოლო რეგიონის ჩრდილოეთ ნაწილი შევიდა ყაზახეთის სსრ-ის შემადგენლობაში, როგორც სამხრეთ ყაზახეთის ოლქი. თურქესტანის ნაცვლად ამ პერიოდიდან დამკვიდრდა ტერმინი შუა აზია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]