არსენ პავლოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
არსენი პავლოვი
რუს. Арсений Сергеевич Павлов
19832016
2014-12-25. Открытие новогодней ёлки в Донецке 030 (cropped).JPG
მეტსახელი მოტოროლა
დაბადების თარიღი 2 თებერვალი, 1983
დაბადების ადგილი უხტა, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 16 ოქტომბერი, 2016
გარდაცვალების ადგილი დონეცკი
კუთვნილება რუსეთის დროშა რუსეთი
დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დროშა დონეცკის სახალხო რესპუბლიკა
სამხედრო სამსახურის წლები რუსეთის დროშა რუსეთი (უცნობია)
დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დროშა დონეცკის სახალხო რესპუბლიკა (20142016)
მეთაურობდა ტანკსაწინააღმდეგო ბატალიონი „სპარტა“
ბრძოლები/ომები

ჩეჩნეთის მეორე ომი
შეიარაღებული კონფლიქტი უკრაინის აღმოსავლეთში

არსენ პავლოვი, ასევე ცნობილია როგორც მოტოროლა (რუს. Арсений Сергеевич Павлов; დ. 2 თებერვალი, 1983, უხტა, სსრკ — გ. 16 ოქტომბერი, 2016, დონეცკი[1]) — უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში განვითარებული სამხედრო კონფლიქტის მონაწილე, რომელიც იბრძოდა არაღიარებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მხარეზე. ცნობილია გახდა მას შემდეგ, რაც გამოჩნდა სლავიანსკის ბრძოლის პირდაპირ ტრანსლიაციაში.[2] იყო პირველი, ვინც პირველად ოფიციალურად დაქორწინდა დსრ-ში.

2015 წლის აპრილში, გაზეთმა „Kyiv Post“-მა გაავრცელა ჩანაწერი, რომელშიც პავლოვი განიხილავდა 15 უკრაინელი სამხედრო ტყვის მკვლელობას.[3] ის და მისი ბატალიონი ბევრმა არასამთავრობო ორგანიზაციამ დაადანაშაულა ტყვეების დახვრეტაში და წამებაში.[4][5]

2016 წლის 16 ოქტომბერს, „მოტოროლა“ საკუთარი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობით ააფეთქეს.[6] სეპარატისტული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენლების განცხადებით, აფეთქება დისტანციურად განხორციელდა უკრაინელთა მხარის მიერ.[7]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]