ვლადიმერ კანდელაკი
ვლადიმერ არკადის ძე კანდელაკი (დ. 29 მარტი, 1908, თბილისი — გ. 10 მარტი, 1994, მოსკოვი) — ქართველი მომღერალი (ბანი-ბარიტონი) და რეჟისორი, სსრკ-ის სახალხო არტისტი (1970).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1928 წელს და მოსკოვის თეატრალური ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტი 1933 წელს. 1929 წლიდან იყო კ. სტანისლავსკისა და ვლადიმერ ნემიროვიჩ-დანჩენკოს სახელობის მუსიკალური თეატრის მსახიობი და მთავარი რეჟისორი. პარალელურად, 1954-64 წლებში მოსკოვის ოპერეტის თეატრის რეჟისორი და მსახიობი იყო. მან შექმნა კომედიური და დრამატული სახეები: სტეფანი (შტრაუსის „ბოშათა ბარონი“), საქო (ვიქტორ დოლიძის „ქეთო და კოტე“), სულთან–ბეგი (ჰაჯიბეკოვის „არშინ მალ ალან“), ტარასი (კაბალევსკის „ტარასის ოჯახი“). 1943 წლიდან მოღვაწეობდა როგორც რეჟისორი.
გადაღებულია ფილმებში: „გოგონა გიტარით“ (1958), პიერი მილიციის თანამშრომელი (1965) და სხვა.
1952 წლიდან იყო სკკპ-ის წევრი.
ჯილდოები და აღიარება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 364.
- მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 127
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დაბადებული 29 მარტი
- დაბადებული 1908
- გარდაცვლილი 10 მარტი
- გარდაცვლილი 1994
- თბილისში დაბადებულები
- თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კურსდამთავრებულები
- კანდელაკები
- ქართველი მომღერლები
- საბჭოთა საოპერო მომღერლები
- საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტები
- სსრკ-ის სახალხო არტისტები
- საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრები
- ნოვოდევიჩიეს სასაფლაოზე დაკრძალულები