შინაარსზე გადასვლა

ვინსონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვინსონი
კოორდინატები: 78°31′31″ ს. გ. 85°37′02″ დ. გ. / 78.52528° ს. გ. 85.61722° დ. გ. / -78.52528; -85.61722
ქვეყანა ანტარქტიდის დროშა ანტარქტიდა
სიმაღლე 4892 (ან 5140 მ) 
პირველი ასვლა 1966 წ.
ვინსონი — ანტარქტიდა
ვინსონი

ვინსონი (ინგლ. Vinson) — მთა ანტარქტიდაში. ანტარქტიდის უმაღლესი მწვერვალი. მდებარეობს ვინსონის მასივზე. სიმაღლე 4892 მ (ზოგჯერ აღინიშნება 5140 მ-ით). სამხრეთი პოლუსიდან დაშორებულია 1200 კმ-ით. მწვერვალი გამოირჩევა მკაცრი კლიმატური პირობებით. აღმოჩენილი იქნა 1957 წელს ამერიკელი მფრინავების მიერ. სახელი დაერქვა ცნობილი ამერიკელი სენატორის კარლ ვინსონის პატივსაცემად. პირველად დაიპყრეს 1966 წელს. ქართველთაგან ვინსონი დალაშქრა ბენო ქაშაკაშვილმა (2002 წელი), რომელმაც ამ ასვლით „შვიდი მწვერვალის“ პროგრამა დაასრულა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]