ვილჰელმი
იერსახე
ვილჰელმი | |
---|---|
![]() ვილჰელმი | |
კოორდინატები: 05°48′ ს. გ. 145°02′ ა. გ. / 5.800° ს. გ. 145.033° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
სიმაღლე | 4509 მ |
ქედი | ბისმარკის ქედი |
პირველი ასვლა | 1938 |
ვილჰელმი (ინგლ. Mount Wilhelm) — პაპუა-ახალი გვინეის უმაღლესი წერტილი. სიმაღლე — 4509 მ.[1] მდებარეობს ბისმარკის ქედზე, პაპუა-ახალი გვინეის სამი პროვინციის: სიმბუს, უესტერნ-ჰაილენდსისა და მადანგის შესაყარზე. ადგილობრივ, კუმანა ენაზე მწვერვალი ცნობილია „ენდუვა-კომბუგლუს“ სახელწოდებით. 1944 წლის 22 მაისს მწვერვალის კალთებზე ავიაკატასტროფა განიცადა ამერიკულმა თვითმფრინავმა, რის შედეგადაც ეკიპაჟის ყველა წევრი დაიღუპა. პირველი ასვლა განხორციელდა 1938 წელს. მწვერვალმა სახელი მიიღო 1888 წელს ოტო ფონ ბისმარკის შვილის პატივსაცემად. ვილჰელმი პოპულარული ადგილია ფეხით მოგზაურობის მოყვარულთათვის და ალპინისტებისათვის.[2]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|