ვინსონის მასივი
იერსახე
| ვინსონის მასივი | |
|---|---|
ვინსონის მასივი | |
| კოორდინატები: 78°31′31″ ს. გ. 85°37′01″ დ. გ. / 78.5254833° ს. გ. 85.6171472° დ. გ. | |
| ქვეყანა | |
| უმაღლესი წერტილი | ვინსონი |
| სიმაღლე | 4892 მ |
| სიგრძე | 21 კმ |
| სიგანე | 13 კმ |
ვინსონის მასივი (ინგლ. Vinson Massif) — ანტარქტიდის უმაღლესი მთები, ელსუორთის მთების ნაწილი. მასივის სიგრძეა 21 კმ, სიგანე 13 კმ. უმაღლესი წერტილის სიმაღლეა 4892 მ (მთა ვინსონი, ანტარქტიდის უმაღლესი მთა). აღმოჩენილი იქნა 1957 წელს ამერიკელი მფრინავების მიერ. დამახასიათებელია მკაცრი კლიმატური პირობები.