ვიკიპედია:რჩეული სტატიები/არქივი 2017
2017[წყაროს რედაქტირება]
ალბერტ აინშტაინის რელიგიური შეხედულებები[წყაროს რედაქტირება]
- ✔ რჩეული გახდა 12/04/2017
(ნომინაცია) უბრალოდ საინტერესო თემა საინტერესო ადამიანზე. ამავე დროს, ჩემი საყვარელი სტატიაც :). რა თქმა უნდა, რამდენიმე პატარა შეცდომა იქნება გაპარული, მაგრამ, შესწორებას ხელს არაფერი უშლის. ველი კრიტიკას :) — UndDerDie 15:55, 2 აპრილი 2017 (UTC)
- (მომხრე) - --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 07:40, 31 აგვისტო 2017 (UTC)
- (მომხრე) --ჯაბა 1977 15:40, 22 ოქტომბერი 2017 (UTC)
ტამბორა[წყაროს რედაქტირება]
- ✔ რჩეული გახდა 10/21/2017
- (ნომინაცია) სტატია შეეხება ცნობილ ვულკანს — ტამბორას. მივიღებ კონსტრუქციულ შენიშვნებს ან წინადადებებს სტატიასთან დაკავშირებით. - OTOGI Messages 16:07, 3 აპრილი 2017 (UTC)
- (მომხრე) - წავიკითხე და მართლა კარგი სტატიაა, მადლობა. --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 07:49, 10 აპრილი 2017 (UTC)
- (მომხრე) Gobrona განხილვაწვლილი 21:20, 15 ოქტომბერი 2017 (UTC)
მარშალის კუნძულები[წყაროს რედაქტირება]
- ✔ რჩეული გახდა 09/29/2017
- (ნომინაცია) - გიორგი მეცამეტეს საინტერესო სტატია, ყურადღბას იმსახურებს. --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 08:27, 18 ივნისი 2015 (UTC)
- (მომხრე)--ILIA განხილვა 13:53, 11 ივლისი 2015 (UTC)
- (მომხრე) -- ფხოველი (გ) 14:57, 9 თებერვალი 2016 (UTC)
გრძელი დანების ღამე[წყაროს რედაქტირება]
- ✔ რჩეული გახდა 08/29/2017
- (ნომინაცია) ვთარგმნე ინგლისურიდან და შევეცადე ადრე დაშვებული შეცდომები გამეთვალისწინებინა. ველოდები თქვენს გამოხმაურებას და კრიტიკას. — UndDerDie 12:01, 24 ოქტომბერი 2016 (UTC)
- (მომხრე) ვფიქრობ, საინტერესო სტატია უნდა იყოს რჩეულობისთვის. გადავავლე თვალი და ნაკლი ვერ ვიპოვე. ♥— ~ბ.ბ.~ (მომწერეთ აქ!) 17:51, 24 ოქტომბერი 2016 (UTC)
- (მომხრე) - --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 08:39, 31 ოქტომბერი 2016 (UTC)
- (მომხრე) გრამატიკულად გამართული და საინტერესო სტატიაა, ამიტომაც იმსახურებს რჩეულის სტატუსს — დავითმათსონ 13:18, 25 ივლისი 2017 (UTC)-
გრიფინები[წყაროს რედაქტირება]
- ✔ რჩეული გახდა 07/22/2017
- (ნომინაცია) საკმაოდ საინტერესო სტატია, თავისი გალურჯებული ბმულებით, თარგებით, ეპიზოდების სიით და ა.შ. თარგმნილია რუსულიდან, იქ უკვე აქვს რჩეულის სტატუსი. Gobrona-ს, ჩემი და კიდევ სხვა რედაქტორების ნამუშევარი. ველოდებით თქვენს გამოხმაურებას. — UndDerDie (გ) 16:59, 28 იანვარი 2017 (UTC)
- (მომხრე) - OTOGI Messages 13:32, 12 მაისი 2017 (UTC)
- (მომხრე) - Gobrona განხილვაწვლილი 14:46, 12 მაისი 2017 (UTC)
- (მომხრე) --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 14:24, 26 ივნისი 2017 (UTC)
- (მომხრე) კარგია — Mehman 97 20:59, 1 ივლისი 2017 (UTC)
ადოლფ ჰიტლერი[წყაროს რედაქტირება]
- ✔ რჩეული გახდა 06/24/2017
- (მომხრე) - მიყვარს მხატვრობა :) --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 11:13, 15 სექტემბერი 2016 (UTC)
- (მომხრე) - იმსახურებს ეს შესანიშნავი მხატვარი --Jafara777 განხილვაწვლილი 19:19, 31 დეკემბერი 2016 (UTC)
- (მომხრე)--უკვდავ ავთოი 16:12, 29 მაისი 2017 (UTC)
- (მომხრე) - OTOGI Messages 12:00, 12 ივნისი 2017 (UTC)
აზია[წყაროს რედაქტირება]
- ✔ რჩეული გახდა 05/29/2017
- (ნომინაცია) გთავაზობთ სტატიას, რომელსაც საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ვარედაქტირებდი რათა მას დაეკმაყოფილებინა რჩეული სტატიის კრიტერიუმები. ვფიქრობ, რომ საბოლოოდ მიზანს მივაღწიე. ძალიან დამავალებთ თუ მიმითითებთ სტატიის ნაკლებზე რათა გავითვალისწინო და შემდეგ გამოვასწორო.--ნაპოლეონი12 განხილვაწვლილი 15:44, 15 ოქტომბერი 2014 (UTC)
- (მომხრე) – --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 12:57, 12 ნოემბერი 2014 (UTC)
(მომხრე)--მონტესუმა განხილვაწვლილი 11:32, 20 ნოემბერი 2014 (UTC)(მომხმარებელს ჯერ არ აქვს ხმის მიცემის უფლება)- (მომხრე)--SHOTHA [UT] 13:02, 7 იანვარი 2015 (UTC)
- (მომხრე)--Saliner ✉ 13:39, 4 ივნისი 2016 (UTC)
ილია II[წყაროს რედაქტირება]
- ✔ რჩეული გახდა 04/30/2017
- (ნომინაცია) - აღნიშნული სტატია წარმოდგენილია რჩეული სტატიის კანდიდატად, ვინაიდან ვფიქრობ დამუშავებულია იმ დონეზე, რომ შესაძლებელია მისი სრული სახით მკითხველისთვის წარდგენა და შესაბამისი მაღალი სტატუსის მინიჭებაც. სტატიაში წარმოდგენილია სანდო და გადამოწმებადი წყაროები, შესაბამისი აკადემიური წესებითაა გაფორმებული და ახლავს ფოტომასალა, რომელთა დიდი ნაწილი ორიგინალია, სპეციალურად ვიკიპედიის ამ სტატიისთვის შერჩეული. შესაბამისად, გთხოვთ დაუჭიროთ მხარი სტატიის რჩეულ კანდიდატად წარდგენას და თუ საჭირო იქნება გამოთქვათ კორექტული, არგუმენტირებული შენიშვნები. პატივისცემით - გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 13:47, 13 დეკემბერი 2016 (UTC)
- (წინააღმდეგი) სტატია რჩეულობის კრიტერიუმებს ამ ეტაპზე ნამდვილად ვერ აკმაყოფილებს. რამდენიმე მიზეზი შემიძლია დავასახელო: 1. სტატიის სტრუქტურა ძალიან მოუწესრიგებელია. ილია II-ის ბიოგრაფია, მოღვაწეობა სხვადასხვა სფეროში, ურთიერთობა სხვადასხვა სუბიექტებთან, ეს ყველაფერი კარგად უნდა დალაგდეს. 2. სტატიის ენა, ზოგადად, ნეიტრალურია, თუმცა არის გამონაკლისები. მათ შორის უხეში გამონაკლისებიც, მაგალითად ეს: ეს იმიტომ, რომ პატრიარქის ადამიანური განცდაც ჩვეულებრივისგან განსხვავებული და რა თქმა უნდა, რომ მასზე აღმატებულია. გარდა ამისა, ვფიქრობ არაა საჭირო ყოველ ნაბიჯში ილია მეორის ხსენებისას მისი ტიტულატურის მოხმობა, ეს სტატიის ენას არაენციკლოპედიურს ხდის. ძალიან არაენციკლოპედიურია ისეთი სიტყვები, როგორიცაა „წარმოსთქვა“ — მესმის, რომ შეიძლება ბევრისთვის ესეთი სიტყვები უხდება თემატიკას, მაგრამ ვიკიპედიაში თანამედროვე ენით ვწერთ. 3. სტატიაში თითქმის ყველა საკითხი ზედაპირულადაა განხილული. პატრიარქის განათლებაზე ბევრი არაფერია ნათქვამი. ზედმეტად ბევრი ციტატა სტატიას სძენს საგაზეთო მიმოხილვის ელფერს. ეს განსაკუთრებით იგრძნობა, მაგალითად, სხვა კონფესიებთან ურთიერთობის ქვეთავში: აქ მე ველოდი ისეთი საკითხების გაშლას, როგორიცაა დავა ტაძრების კონფესიურ კუთვნილებაზე კათოლიკურ და სომხურ ეკლესიებთან, პატრიარქის დამოკიდებულება ეკუმენიზმის მიმართ (საკმაოდ ვრცელი საკითხია ეს, რამდენადაც ამაზე ბევრი დაობს) და ა. შ. ამის ნაცვლად კი ძირითადად შეხვედრებზე წარმოთქმული სიტყვებია მოყვანილი და მცირედ განხილული. 4. ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობის ქვეთავი არ ეხება პირდაპირ ილია მეორეს. აქ უნდა იყოს განხილული ილია მეორის ურთიერთობა და არა ეკლესიისა სახელმწიფოსთან. 5. 2008 წლის ომის ცალკე ქვეთავად გამოტანა, ვფიქრობ, ზედმეტია. შეიძლება სხვაგან აღინიშნოს ერთი-ორი სიტყვით (ისედაც, ამ ქვეთავში, ომის მიმდინარეობაა მიმოხილული და ორი სიტყვითაა ნათქვამი ილია მეორის შესვლა საომარ ზონაში). 6. თუ არ ჩავთვლით საინტერესო ფაქტებში ერთ წინადადებას, არაფერია ნათქვამი ილია მეორის სოციალურ როლზე — საზოგადოების დამოკიდებულება მის მიმართ. საკმაოდ ვრცელი თემაა ეს და თავის თავში უნდა მოიცვას კრიტიკული შეფასებებიც. 7. კარგად არაა გაშლილი ილია მეორის პოლიტიკური შეხედულებები და მოღვაწეობა; ეს საკითხი ოდნავ მიკერძოებულადაცაა წარმოჩენილი, რამდენადაც მხოლოდ დასავლურ ორიენტაციაზეა საუბარი. მედიაში საკმაოდ ატაცებული თემა რუსეთთან მისი ურთიერთობისა და საეჭვო რუსული ორიენტაციისა აუცილებლად უნდა იყოს გაშლილი სტატიაშიც. მართალია, ტყუილია, დადასტურებულია თუ დაუდასტურებელი, აუცილებელია აგრეთვე სუკ-ის ხსენებაც — სხვა შემთხვევაში სტატია არ იქნება სრულყოფილი. ეს ძირითადი ხარვეზები. არის კიდევ ბევრი წვრილმანი, რაზედაც აღარ შევჩერდები. Deu. 15:01, 13 დეკემბერი 2016 (UTC)
- კომენტარი: ვრცელი კომენტარია, ამიტომ შევეცდები დეტალურად გიპასუხოთ. ვერ დაგეთანხმებით, რომ რჩეული კანდიდატის კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს, ვინაიდან საფუძვლიანად გავეცანი კრიტერიუმებს და ისე წარვადგინე. 1. გთხოვთ დააზუსტოდ რას მიიჩნევთ დაულაგებლად და შევეცდები განვმარტო რატომაა ასე. 2. პატრიარქის ტიტულატურა აუცილებელია თან ახლდეს პატრიარქის სახელს, როგორი აკადემიური სტატიაც უნდა იყოს იგი, ეს არის კანონიკური წესი და ამის დაცვა ნებისმიერი აღმსარებლობისთვისაა მისაღები, ამიტომაც ეს შენიშვნა არ მიმაჩნია არგუმენტირებულად, მითუმეტეს სტატიაში ყოველ ჯერზე არაა სრული ტიტულატურა, იგი დაფიქსირებულია მისი შემოკლებული ვარიანტებით. ციტატა, რომელიც მოიყვანეთ არის პატრიარქის შემოქმედებასთან დაკავშირებით, რომელიც კონკრეტული ხელოვნებათმცოდნის აზრს იმეორებს და მისი სანდოობა სქოლიოთია დამოწმებული. თუ ასე არ მიიჩნევს უმრავლესობა, ეს კონკრეტული ფრაზა შეგვიძლია ამოვიღოთ. 3. რაც შეეხება ზედაპირულ განხილვას, თავადაც იცით, რომ ვიკიპედია თავისუფალი ენციკლოპედიაა და წარმოდგენილი უნდა იყოს ობიექტური ენციკლოპედიური ხასიათის ფაქტები, რამაც მკითხველს უნდა მისცეს შეფასებების გაკეთების შესაძლებლობა და არა როგორც თქვენ ბრძანებთ შეფასებული მივაწოდოთ მას. რასაც თქვენ ითხოვთ ის უფრო ჰგავს საგაზეთო სტატიას და უფრო მეტიც, ის არის კვლევა, რომელიც არ აკმაყოფილებს ვიკიპედიის სტანდარტებს. აქ არ გვაქვს უფლება ჩვენი შეფასებები ვაკეთოთ. სტატიაში წარმოდგენილია უშუალოდ პატრიარქის ურთიერთობები მართლმადიდებელ და არამართლმადიდებელ კონფესიებთან და არა ზოგადად ეკლესიათაშორისი კონფლიქტები, ამის წარმოსაჩენად არსებობს სტატია ,,საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია" და ეს საკითხები იქ უნდა იქნას წარმოჩენილი. ეკუმენიზმის მიმართ გიპასუხებთ, რომ სტატიაში დაფიქსირებულია რომ პატრიარქი იყო მსოფლიო რელიგიათა საბჭოს თავმჯდომარე, სხვა შეფასებები სუბიექტურია და არაენციკლოპედიური. შეხვედრებზე წარმოთქმული სიტყვები საშუალებას გვაძლევს გავამყაროთ სტატიაში მოყვანილი ფაქტები და მკითხველს პირადი აზრის გამოტანის საშუალება მივცეთ. 4. ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობები პატრიარქის მოღვაწეობის პერიოდის მთავარი მოვლენებია და მისი უშუალო მუშაობის შედეგი, ამან განაპირობა ეკლესიის ავტორიტეტის ზრდაც, რაც ბოლო წინადადებაშია დაფიქსირებული. 5. პატრიარქის სოციალური როლის გამოტანა მკვეთრად სუბიექტური თემაა და ობიექტური ინფორმაცია უკვე წარმოდგენილია სტატიაში, სოციალური როლის გააზრება უნდა მოხდეს უკვე არსებული ტექსტიდან. 7. აქაც გავიმეორებ, პატრიარქის პოლიტიკური შეხედულებების უფრო დეტალურად განხილვა მკვეთრად სუბიექტური თემაა, ამის შეფასება შესაძლებელია საერთაშორისო ურთიერთობებით და განცხადებებით, რომელიც შესაბამის ქვეთავებში და ციტატებშია, რასაც აუცილებლად შეამჩნევდით, ალბათ არ შეგიმჩნევიათ . რაც შეეხება განათლების საკითხს, რაც შესაბამის ლიტერატურაშია დაფიქსირებული, აქაც ის ინფორმაციაა წარმოდგენილი. დავასკვნი, რომ თქვენი მოთხოვნები სცილდება ენციკლოპედიურ ხასიათს და გადადის კვლევის მოთხოვნაში, რასაც არ საჭიროებს ვიკიპედია და მითუმეტეს ეს არც კრიტერიუმებში ფიქსირდება. ამიტომ შეფასება მკვეთრად სუბიექტური მგონია და ვთხოვ გაითვალისწინონ შემდგომმა შემფასებლებმა, პატივისცემით - გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 16:56, 13 დეკემბერი 2016 (UTC)
- კომენტარი: ბატონო გიორგი, ის საკითხები, რომლებსაც თქვენ „მკვეთრად სუბიექტურობის“ გამო სტატიაში აღნიშვნის ღირსად არ თვლით (პატრიარქის დამოკიდებულება ეკუმენიზმისა და პანეკუმენიზმის მიმართ, ეჭვები მისი რუსული ორიენტაციის შესახებ, სუკ-თან დაკავშირებული საკითხები და სხვ.), თქვენი შეფასების გარეშე უნდა აღნიშნოთ სტატიაში. პატრიარქი რომ სუკ-ის აგენტია და „რუსეთუმე“, ეს ფაქტი ნამდვილად არაა. ეს ვიღაცების საკამათო შეფასებაა. თუმცა ფაქტი ისაა, რომ ასეთი შეფასებები არსებობს. თუკი თქვენ გსურთ მიუკერძოებელი და რჩეულობის ღირსი სტატიის დაწერა, მაშინ მოგიწევთ იმ ობიექტური ფაქტის აღნიშვნა, რომ ვიღაცებს პატრიარქის მიმართ სუბიექტური აზრები აქვთ. ნეიტრალური თვალსაზრისის პრინციპი გვავალებს, სტატიაში აღინიშნოს ყველა თვალსაზრისი და არ მივემხროთ არცერთს. გთხოვთ, გაეცანით ამ გვერდს. Deu. 16:27, 13 დეკემბერი 2016 (UTC)
- კომენტარი: თუ სტატიაში არ აღვნიშნავთ ავტორის შეფასებას, არც ავტორის მიერ სხვისი (უმცირესობის, თუ უმრავლესობის, ეს არავის დაუთვლია) შეფასების მითითებაც მგონია მართებული. ჭორის დონეზე, ვიღაცის სუბიექტური მოსაზრების ენციკლოპედიური ხასიათის სტატიაში დაფიქსირება, ყოველგვარი სანდო წყაროსა და შესაბამისი ლიტერატურის გარეშე იმის გარდა, რომ არაა აკადემიური, არაეთიკურიც მგონია. - გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 16:53, 13 დეკემბერი 2016 (UTC)
- (მომხრე) --Che 18:24, 13 დეკემბერი 2016 (UTC)
- (წინააღმდეგი) --ცანგალა (გ) 18:40, 13 დეკემბერი 2016 (UTC)
- (მომხრე)--Surprizi განხილვაწვლილი 07:22, 14 დეკემბერი 2016 (UTC)
- (წინააღმდეგი) — Mehman 97 20:02, 16 დეკემბერი 2016 (UTC)
(მომხრე) — საინტერესო და ინფორმაციულად დატვირთული სტატიაა, მადლობა! Surameli1986 განხილვაწვლილი 16:15, 18 დეკემბერი 2016 (UTC)(მომხმარებელს ჯერ არ აქვს ხმის მიცემის უფლება)- (მომხრე) - OTOGI Messages 17:15, 15 აპრილი 2017 (UTC)
- კომენტარი: - მოგესალმებით მეგობრებო. მე სტატია არ წამიკითხავს სრულყოფილად და ჯერ ხმას არ ვაძლევ. მაგრამ არ მომწონს ის, რომ მიუხედავად ნეიტრალური თვალსაზრისის ვალდებულებისა ზოგიერთი მონაწილე ზოგადად ეკლესიის ან პატრიარქის მიმართ დამოკიდებულებიდან აფასებს სტატიას, რაც უკიდურესად არასამართლიანია. სხვანაირად უბრალოდ ვერ ავხსნი არა-ს კომენტარის გარეშე. რამდენადაც მე ვიცი უბრალოდ არას დაწერა რჩეულის კანდიდატისთვის შესაბამისი არგუმენტების გარეშე დაუშვებელია. ასევე დათო შენგან იყო მოულოდნელი ასეთი სუბიექტური მიდგომა ამ სტატიის მიმართ, გამოხატულად ნეგატიური შეფასება ისეთ ასპექტებზე რაზეც სხვა სტატიებში არ ამახვილებ ხოლმე ყურადღებას. მაგალითისთვის პატრიარქის რუსეთუმეობა ან მსგავსი ჭორაობა ვიკიპედიის სტატიაში ჩემთვის პირადად მიუღებელია, რადგან მსგავსი პოზიცია ოფიციალურად არასოდეს დაუფიქსირებია. ხოლო ყვითელი პრესის სტატიები არ უნდა იყოს ვიკიპედიის ინფორმაციის წყარო. პატივისცემით, --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 08:44, 28 დეკემბერი 2016 (UTC)
- კომენტარი: — მე პირადათ არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს პატრიარქის და ეკლესიის, რაც ხდება ეკლესიაში ეს უკვე სასულიერო პირების საქმეა და არა ჩემი, ხოლო რაც შეეხება სტატიას, დათოს ბევრ რაღაცაში (მისი პოლიტიკაში როლი და სტატიის ენა) მართალია და საჭიროა სტატიის დამუშავება. ასევე უსაფუძვლოდ ვიღაცის კრიტიკაც არ შეიძლება. — Mehman 97 15:17, 28 დეკემბერი 2016 (UTC)
- კომენტარი: პაატა, სხვა სტატიებსაც მკაცრად ვუდგები ხოლმე . გადახედე ამ გვერდზე ჩემს კომენტარებს, აქ მგონი ყველაზე მკაცრი მე ვარ. რაც შეეხება ჩემს სუბიექტურ მოსაზრებებს, როგორც ჩანს კიდევ უნდა განვმარტო: მე არ ვთვლი, რომ პატრიარქი „რუსეთუმეა“, მაგრამ არსებობს ის მოსაზრებაც, რომ კრემლს მასზე აქვს გავლენა და თანაც ეს აზრი მხოლოდ ყვითელი პრესიდან არ მოდის. სტატია ყოველმხრივ უნდა უდგებოდეს საკითხს, სულ მცირე ახსენებდეს მაინც ამ თემას. მე სულაც არ მიმაჩნია, რომ ვეფხისტყაოსანი ღვთის გმობა ან ირონიული ნაწარმოებია, მაგრამ არსებობს ეს აზრიც და ამას მთელი ქვეთავი დავუთმე თავის დროზე, რათა სტატია ყოველმხრივი გამოსულიყო. ეკლესიის ან პატრიარქის მიმართ ჩემს დამოკიდებულებას რაც შეეხება, ვინც ახლოს მიცნობს კი მიხვდებოდა, რომ ეს აბსოლუტურად არაა ჩემი კოემენტარის საფუძველი : ). აქვე: სტატიის ერთადერთი პრობლემა ეს არაა. ბევრი კრიტერიუმია, რის გამოც რჩეულობას არ იმსახურებს (კიდევ ერთხელ: არ იმსახურებს რჩეულობას სტატია და არა ილია მეორე!). რაც შეეხება უკომენტაროდ ხმის მიცემას, ეს ჩემთვისაც გასაკვირი და მიუღებელია. თითქმის არ მეპარება ეჭვი, რომ მაგალითად ცანგალამ და Surprizi-მ ხმა ისე მისცეს, სტატია არც კი წაუკითხავთ. ეს ძალიან, ძალიან ცუდია. Deu. 10:49, 29 დეკემბერი 2016 (UTC)
- კომენტარი: Deuააა ჩემი ხმა მოგენატრათ ხოომ?? ჯერ ერთი რაც არ იცი იმაზე ნუ ლაპარაკობ! მეორეც ის რომ ცანგალა როცა რამეს აკეთებს მე ვთვლი რომ მან თავისი კუთხით სიღრმისეულად გაიარა გადაავლო რა სტატიას ერთი თვალით. თქვენ ალბათ ჯობდა გესწავლათ არა ჩვენი კრიტიკა არამედ ჩვენგან დადებითი ღირებულებების ცხოვრებაში გატარება. მოიცა რამდენი წინადადება დაწერე? ა ხო. მაშ ასე.... ჯერ ერთი მე ამ სტატიას გადავხედე და მიმაჩნია რომ ის იმსახურებს რჩეულობას. ერთადერთი რაც ვურჩიე კანდიდატობის წამომყენებელს იყო ის რომ სტატია გაბერილი იყო ფოტოებით რითაც ჩემი სტუდენტობა გამახსენდა საკურსოს წერისას. ასევე მივუთითე რომ ვიკიფიცირება გაეკეთებინა პატრიარქის "რელიგიის საბჭოს" პრეზიდენტად ყოფნაზე. მან ყველაფერი გაითვალისწინა. ეხლა და კრემლის აგენტიო და მაგდაგვარები.... მე ისიც მახსოვს უწმინდესზე დადიოდა ჭორები რომ "კლიჩკაც" ჰქონდა და მისი "ბარათის ასლიც" იყო წარმოდგენილი. ისე მაინცდამაინც თუ გინდათ რომ ეს გადაუმოწმებელი ინფორმაცია ვიკი სივრცეში "გააპრავოთ" მაშინ შემოვიღოთ ქვეთავი იძახიან რომ... რაც შეეხება ჩემი აზრს. მე ჩემი შეხედულება გამოვხატე თარგთან დაკავშირებით ვიკის ფეისბუკ გვერდზე. ასევე ჩემი დამსახურებაა ის რომ დღეს ამ განხილვის გვერდზე გადავდივართ არა "ილია"-ზე არამედ "ილია II". დარწმუნებული ვარ არანაკლებ ტექსტს მოგიწერსთ ამხანაგი ცანგალაც. ილიას კაგებეშნიკობას რაც შეეხება ალბათ უპრიანი იქნება აღნიშNული მასალა დოკუმენტების მითითებიით თავად კაგებესგან მოითხოვოთ ან საქართველოს ან რუსეთის. ჩემი აზრით სტატია მშვენივრად გამოიყურება და იმსახურებს "ჰო"-ს. მე ასევე იმიტომ არ დავაკომენტარე აქ რომ სასულიერო პირებზე სტატიებს, ეგზარქოსები და საეპისკოპოსო-ეპისკოპოსებითურთ ჩემი ძიების საგანია და შესაბამისად სტატია "ილიაII" მე არაერტხელ მაქვს ნანახ-გადახედილი... ასე რომ სანამ ჩემს სახელს ახსენებთ ჯობია თქვენ არა გაქვთ გაკეთებული იმაზე იფიქროთ!--Surprizi განხილვაწვლილი 11:24, 29 დეკემბერი 2016 (UTC)
- კომენტარი: ძალიან კარგი იქნება, თუ ავტორი დაამატებს სექციას ე.წ „ციანიდის საქმეზე“. ზოგიერთი მედიასაშუალება (და მგონი პროკურატურაც კი) წერდა, რომ დეკანოზი პატრიარქის მკვლელობასაც კი აპირებდა. — UndDerDie 14:07, 22 თებერვალი 2017 (UTC)
- (მომხრე) --— Davitamat 21:24, 12 აპრილი 2017 (UTC)
- კომენტარი: @Deu: @Zangala: @Mehman97: @UndDerDie: @პაატა შ: მაშ ასე, ეს სტატია ავიღე საკუთარ თავზე. უნდა გვესმოდეს, რომ უწმიდესი და უნეტარესი ილია II იმდენად დიდი ფიგურაა, რომ მის შესახებ ამომწურავი ბიოგრაფია ვერ შეიქმნება, მით უმეტეს ენციკლოპედიაში. მასთან არის დაკავშირებული უამრავი ფაქტი და მოვლენა. ჩვენ ვერ დავწერთ თითოეულ მათგანზე. მოწინააღმდეგეებს ნაწილობრივ ვეთანხმები. ზედა შენიშვნები მინდა განვიხილო. 1). სტატიის სტრუქტურა ამჟამად არის მოწესრიგებული; 2). სტატიის ენა გასწორებულია; 3). საკითხები ენციკლოპედიურ სტილშია წარმოდგენილი, ამასთან დაემატა უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის განათლების საკითხი; უადგილო ციტატები კი ამოღებულია; 4). ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობის ქვეთავი სწორედ, რომ ილია II-ს შეეხება; 5) 2008 წლის ომის ცალკე ქვეთავი საჭიროა, ვინაიდან საქართველოს ცხოვრებაში ეს იყო მნიშვნელოვანი მოვლენა და გაკვრით მასზე სიტყვა არ უნდა იყოს ნათქვამი; 6). სოციალური როლი ისედაც ჩანს სტატიაში; 7). სუკ-ს რაც შეეხება, მსგავსი ნაბოდვარი სერიოზულ ენციკლოპედიაში როგორ უნდა დაიწეროს, არც კი ვიცი. აქ ენციკლოპედია გვაქვს, სადაც აჯობებს ფაქტებზე ვილაპარაკოთ და არა გონებრივად და სულიერად გარყვნილი ხალხის ნაბოდვარზე. სუკ-ი საკითხი არის პატრიარქის წინააღმდეგ არსებული მიზანმიმართული ინსინუაცია. როდემდე! ყველამ თავის გულში ჩაიხედოს! ციანიდის საქმეს რაც შეეხება, ფაქტი ის არის, რომ ვერც სასულიერო პირებს გაუგიათ რაიმე და ვერც საზოგადოებას. ეს აბდაუბდა საკითხი როგორ უნდა გავაშუქო ენციკლოპედიაში არც კი ვიცი. გაურკვეველი საკითხია და არაერთგვაროვანი. გულწრფელი მადლობა მინდა გადავუხადო @გიორგი ჩუბინიძე:-ს!. - OTOGI Messages 17:07, 15 აპრილი 2017 (UTC)
- კომენტარი: დიდი მადლობა თქვენ ნდობისთვის და ასეთი ამომწურავი პასუხისთვის უადგილო შენიშვნებზე. მეც მიკვირს რომ ასეთი უცნაური განხილვა გამოიწვია და კარგა ხანს ვფიქრობდი აქ აღარასდროს არაფერს დავწერდი. ცხადია, სტატიაზე მონოპოლია არ მაქვს, გავამდიდროთ იმდენად, რომ რჩეულის სტატუსამდე მივიყვანოთ, მოგვწონს თუ არა ამ პერსონაზე სტატიას რჩეულის სტატუსი სჭირდება, ზოგს რატომღაც ჰგონია თავად პიროვნებას ვანიჭებთ ამ სტატუსს, ამას არავის ვთხოვთ, ეს ინდივიდუალურია. - გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 18:15, 15 აპრილი 2017 (UTC)
გალაქტიკა[წყაროს რედაქტირება]
- ✔ რჩეული გახდა 04/10/2017
- (ნომინაცია) — სტატია გალაქტიკაზე, რომელიც თითქმის ყველაფერს მოიცავს გალაქტიკაზე. ასევე სტატიაში არის ორი ინფოგრაფიკი, რომელიც მე გავაკეთე (გადავთარგმნე): გიგაგალაქტიკური ზუმი და სამყაროს მასშტაბები.--Hubble განხილვაწვლილი 21:22, 14 სექტემბერი 2014 (UTC)
კომენტარი: – სქოლიოში ბევრი ლინკებია ინგლისურ ენოვანი ვიკიპედიიდან. --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 08:32, 8 დეკემბერი 2014 (UTC)
- (მომხრე)--Surprizi განხილვაწვლილი 15:20, 11 იანვარი 2015 (UTC)
- (მომხრე) -- ფხოველი (გ) 14:55, 9 თებერვალი 2016 (UTC)
- (მომხრე) — Mikheil მიწერა 12:45, 24 ოქტომბერი 2016 (UTC)
- (მომხრე) - OTOGI Messages 11:20, 2 აპრილი 2017 (UTC)
კასპიის ზღვა[წყაროს რედაქტირება]
- ✔ რჩეული გახდა 03/19/2017
- (ნომინაცია) სტატია შეეხება უნიკალურ გაუდინარ წყალსატევს — კასპიის ზღვას. მივიღებ კონსტრუქციულ შენიშვნებს ან წინადადებებს სტატიასთან დაკავშირებით. - OTOGI Messages 11:26, 23 ოქტომბერი 2016 (UTC)
- (მომხრე) — ორივე ხელით — Mehman 97 20:18, 23 ოქტომბერი 2016 (UTC)
- (მომხრე) — --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 08:39, 31 ოქტომბერი 2016 (UTC)
- (მომხრე) — Gobrona განხილვაწვლილი 22:16, 1 იანვარი 2017 (UTC)
- (მომხრე)--Saliner ✉ 18:53, 8 თებერვალი 2017 (UTC)
- (მომხრე)--გიო ოქრო განხილვა 14:55, 18 მარტი 2017 (UTC)
ნევილ ჩემბერლენი[წყაროს რედაქტირება]
- ✔ რჩეული გახდა 02/24/2017
- (ნომინაცია) ბოლო ერთი კვირა მარტო ამაზე ვმუშაობდი. გადათარგმნილია ინგლისური ვიკიდან, რომელზეც მან უკვე მიიღო რჩეულის სტატუსი. დიდი მადლობა ბექას და ილიას დახმარებისთვის. — UndDerDie 17:55, 27 აგვისტო 2016 (UTC)
- (მომხრე) გადავიკითხე მთლიანი სტატია და ძალიან მომეწონა. საინტერესო საკითხავი და, როგორც დავინახე, სრულყოფილია, რადგან ყველაფერი დეტალურადაა. ამასთან, ვიცი რამდენს მუშაობდა ნიკა ამ სტატიაზე და ვიცი, რომ მთელი გული და სული ჩადო, ეს კი ყოველთვის მნიშვნელოვანია. წარმატებები!-- ~ბ.ბ.~ (მომწერეთ აქ!) 06:19, 31 აგვისტო 2016 (UTC)
- (მომხრე) - OTOGI Messages 12:09, 1 სექტემბერი 2016 (UTC)
- (მომხრე) შესანიშნავი სტატიაა. ვიმედოვნებ, რომ ßurduli ასეთივე ენთუზიაზმით გააგრძელებს მუშაობას და მომავალშიც არ მოგვაკლებს ასეთ სტატიებს.--ILIA მომწერეთ 12:19, 1 სექტემბერი 2016 (UTC)
- (მომხრე) ---პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 11:09, 15 სექტემბერი 2016 (UTC)
- (მომხრე) — Mehman 97 06:31, 28 დეკემბერი 2016 (UTC)
როზეტის ქვა[წყაროს რედაქტირება]
- ✔ რჩეული გახდა 01/30/2017
- (ნომინაცია) სტატია მაინცდამაინც დიდი არაა, თუმცა თემას ამომწურავად მოიცავს. ნათარგმნია ინგლისური ვერსიიდან, რომელიც რჩეული სტატიაა. შეაფასეთ :)--ILIA მომწერეთ 11:38, 9 მარტი 2016 (UTC)
- (მომხრე) --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 10:28, 28 აპრილი 2016 (UTC)
- (მომხრე) ნამდვილად იმსახურებს. — ßurduli // განხილვა 12:20, 31 აგვისტო 2016 (UTC)
- (მომხრე) - OTOGI Messages 12:02, 1 სექტემბერი 2016 (UTC)
- (მომხრე) რამდენიმე უმნიშვნელო ხარვეზი იყო გაპარული ენობრივი და მთარგმნელობითი თვალსაზრისით. სხვა ამ სტატიას დასაწუნი არაფერი აქვს! Deu. 11:24, 21 სექტემბერი 2016 (UTC)
- (მომხრე) --Saliner ✉ 21:06, 10 იანვარი 2017 (UTC)
- (მომხრე)--ჯაბა 1977 07:06, 11 იანვარი 2017 (UTC)
ახალი ათონის მღვიმე[წყაროს რედაქტირება]
- ✔ რჩეული გახდა 01/06/2017
- (ნომინაცია) — სტატია შეეხება შესანიშნავ კარსტულ სიღრუეს. მივიღებ კონსტრუქციულ შენიშვნებს ან წინადადებებს სტატიასთან დაკავშირებით. - OTOGI Messages 21:36, 28 ივლისი 2016 (UTC)
- (მომხრე)— ßurduli // განხილვა 07:56, 28 აგვისტო 2016 (UTC)
- (მომხრე) ნამდვილად იმსახურებს რჩეულობას.--ILIA მომწერეთ 12:21, 1 სექტემბერი 2016 (UTC)
- (მომხრე) --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 08:37, 8 სექტემბერი 2016 (UTC)
- (მომხრე) — Lika Kharazishvili 19:24, 21 სექტემბერი 2016 (UTC)
- (მომხრე) — Mehman 97 21:16, 5 ნოემბერი 2016 (UTC)
- (მომხრე)--Saliner ✉ 19:54, 14 ნოემბერი 2016 (UTC)
- (მომხრე) — Gobrona განხილვაწვლილი 19:23, 15 დეკემბერი 2016 (UTC)
- (მომხრე) --Zangala განხილვაწვლილი 06:51, 19 დეკემბერი 2016 (UTC)