ვიკიპედია:ეს ორიგინალური კვლევის ადგილი არ არის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ვიკიპედია:არაორიგინალური კვლევა)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Green check.png ეს გვერდი წარმოადგენს ვიკიპედიის ოფიციალური პოლიტიკის ნაწილს. მასზე შეთანხმება არსებობს რედაქტორებს შორის და ის ითვლება სტანდარტად, რომელიც ყველა მომხმარებელმა უნდა დაიცვას. ამ გვერდის რედაქტირებისას გაითვალისწინეთ, რომ თქვენი ცვლილებები არ უნდა არღვევდეს კონსენსუსს. მნიშვნელოვანი ცვლილებები თავდაპირველად მოათავსეთ განხილვის გვერდზე.
მალხმობები:
ვპ:კვლევა
ვპ:აოკ
Nutshell.png ორი სიტყვით:
  • ვიკიპედიის სტატია თხზულება არ არის
  • ვიკიპედიის სტატია უკვე დამკვიდრებული ფაქტების და მოვლენების აღწერაა.
ვიკიპედიის სახელმძღვანელოები
შინაარსი

ავტობიოგრაფია
ნუ გადაიწერთ წყაროდან
მრავალმნიშვნელოვნება

კლასიფიკაცია

ქვეგვერდები
კატეგ., სიები, დაფები
სიები
კატეგორიზაცია

რედაქტირება

იყავი გაბედული
აშენე ქსელი
რეზიუმე
სტატიის ზომა

განხილვა

განხილვის გვერდები
ხელმოწერა განხილვაში
კონსენსუსი
ინტერესთა კონფლიქტი

ქცევა

ეტიკეტი
აბდაუბდა
იყავით თავაზიანი ახალბედებთან
მომხმარებლის გვერდი

სტილი
სტილის სახელმძღვანელო

იხ. ასევე დებულებები

ორიგინალური კვლევა არის ტერმინი, რომელიც ვიკიპედიაში გამოიყენება გამოუქვეყნებელი ფაქტების, არგუმენტების, კონცეფციების, მტკიცებებისა და თეორიების მიმართ. ეს ტერმინი ასევე ეხება ყველა გამოუქვეყნებელ ანალიზს ან გამოქვეყნებული მასალის სინთეზს, რომელიც ადრე მიღებულ პოზიციას განავრცობს, ან ვიკიპედიის თანადამფუძნებელ ჯიმი უელსის სიტყვებით, განიხილება, როგორც „ახალი განსაზღვრება ან ისტორიული ინტერპრეტაცია“.

ვიკიპედია არ არის ადგილი ორიგინალური კვლევის ნებისმიერი სახით გამოქვეყნების, პუბლიკაციის ან პოპულარიზაციისთვის. „არა ორიგინალური კვლევა“ ასევე ქვაკუთხედად უდევს ვიკიპედიის ორ სხვა პრინციპს:

  • ჩვენი მთავარი შინაარსის პოლიტიკა, ნეიტრალური თვალსაზრისი რედაქტორებს მოუწოდებს მოიყვანონ არასაკამათო ფაქტები, მათ შორის სხვადასხვა ადამიანის თვალთახედვის მიუკერძოებელი აღწერა. ტრადიციულად რედაქტორებს ეკრძალებათ სტატიებში საკუთარი თვალთახედვის ჩამატება, მათ ასევე მოეთხოვებათ დააბალანსონ სხვადასხვა თვალსაზრისების ციტირება ყველა შესაძლო თვალსაზრისისთვის ადეკვატური ადგილის გამოყოფით, შესაბამის დარგში მათი მიღებულობის მიხედვით.
  • ჩვენი გადამოწმებადობის პოლიტიკა მოითხოვს, რომ სტატიებში მოყვანილი ინფორმაცია და გამორჩეული თვალსაზრისები ეყრდნობოდეს სანდო, თვალსაჩინო წყაროებს.
  • შესაბამისობა ჩვენს გადამოწმებადობის პოლიტიკასა და წყაროების მოყვანის სახელმძღვანელოსთან არის საუკეთესო გზა იმისთვის, რომ თავი დაიზღვიოთ ორიგინალური კვლვევის პოლიტიკის დარღვევისგან. მოკლედ, ერთადერთი გზა იმის დემონსტრაციისთვის, რომ თქვენ ორიგინალურ კვლევას არ წარმოადგენთ, არის სარწმუნო წყაროების დამოწმება, რომლებშიც პირდაპირ არის მოყვანილი თქვენს თემასთან დაკავშირებული ინფორმაცია; ერთადერთი გზა იმისათვის, რომ დაგვარწმუნოთ, რომ თქვენ სტატიაში თქვენს საკუთარ აზრს არ წერთ, არის ამ წყაროებისა და მოსაზრებების აკურატული ციტირება, წყაროებზე ბმულების მოყვანა.

NPOV (ნეიტრალური თვალსაზრისი), V (გადამოწმებადობა), და NOR (არა ორიგინალური კვლვევა) არის ვიკიპედიის სამი პრინციპული შინაარსის პოლიტიკა. ვინაიდან ეს სამი პრინციპი ერთმანეთს ავსებს, ისინი ერთმანეთისგან განცალკევებულად არ უნდა მოიაზრებოდეს და ყველა რედაქტორი საფუძვლიანად უნდა გაეცნოს თითოეულის არსს.