რევაზ მირზაშვილი
იერსახე
რევაზ მირზაშვილი | |
---|---|
დაიბადა | 1 დეკემბერი, 1901 |
დაბადების ადგილი | გორი, რუსეთის იმპერია |
გარდაიცვალა | 7 მაისი, 1988 (86 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
ეროვნება | ქართველი |
სფერო | კინომხატვრობა |
ჯილდოები | საქართველოს სსრ-ის სახალხო მხატვარი |
რევაზ ივანეს ძე მირზაშვილი (დ. 1 დეკემბერი, 1901, გორი — გ. 7 მაისი, 1988, თბილისი) — ქართველი მხატვარი, საქართველოს სსრ-ის სახალხო მხატვარი (1979), საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი.
დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1931 წელს. 1930-იან წლების დასაწყისში ერთხანს თეატრში მუშაობდა, მაგრამ ბოლოს კინომხატვრობა აირჩია. იგი ერთ-ერთი პირველი ქართველი კინომხატვარია, რომელმაც დიდი როლი ითამაშა ქართული კინომხატვრობის განვითარებაში.[1] თბილისში მოღვაწეობის დროს მისი გაფორმებულია: „ქაჯეთი“ (1932), „ქაჯანა“ (1941), „გიორგი სააკაძე“ (1943), „შერეკილები“ (1973), „ნატვრის ხე“ (1976) და სხვა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გ. კალანდია, „ქართველი მხატვრები და თბილისი“, თბ., 2014, გვ. 164
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 11.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- რევაზ მირზაშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- რევაზ მირზაშვილი — ეროვნული ფილმოგრაფია
- რევაზ მირზაშვილი კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ რევაზ მირზაშვილი. ციტირების თარიღი: 13 ივნისი, 2019.