ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები
ჟანრი
ავტორი
ეფუძნება ვარსკვლავური ომები
ჯორჯ ლუკასი
გახმოვანება
კომპოზიტორ(ებ)ი
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
სეზონი 4
ეპიზოდი 75 (ეპიზოდების სია)
წარმოება
აღმასრულებელი პროდიუსერ(ებ)ი
პროდიუსერ(ებ)ი
  • კირი ჰარტი
  • ათენა ივეტ პორტილო
  • კერი ბეკი
ხანგრძლივობა დაახლ. 22 წთ.
კომპანია
დისტრიბუტორი Disney–ABC Domestic Television
ეთერი
ორიგინალური არხი Disney XD
აუდიო ფორმატი Dolby Digital 5.1
ეთერში 3 ოქტომბერი, 2014 (2014-10-03) — მარტი 5, 2018
ქრონოლოგია
წინა ვარსკვლავური ომები: კლონების ომები
დაკავშირებული შოუები Rebels Recon
რესურსები ინტერნეტში
ოფიციალური საიტი
წარმოების საიტი


ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები“ — ამერიკული 3D ანიმაციური ტელესერიალი, შექმნილი Lucasfilm Animation-ის მიერ. მისი მოქმედება მიმდინარეობს ვარსკვლავური ომების სამყაროში, ფრენჩაიზის III და IV ფილმების მოვლენებს შორის. სიუჟეტის მიხედვით, გალაქტიკური იმპერია ამაგრებს პოზიციებს. იმპერიული ძალები ეძებენ უკანასკნელ ჯედაებს, ხოლო მათ უპირისპირდება ამბოხებულების ალიანსი, რომელიც ნელ-ნელა ფორმას იძენს. სერიალის ვიზუალური სტილი ეფუძნება რალფ მაკ-კუორის ორიგინალურ მხატვრობას.[1]

ტელესერიალამდე გამოვიდა ერთსაათიანი სატელევიზიო ფილმი „აჯანყების ნაპერწკალი“. მისი პრემიერა გაიმართა 2014 წლის 3 ოქტომბერს, Disney Channel-ზე. ტელესერიალის ჩვენება დაიწყო Disney XD-ზე, 13 ოქტომბერს.[2][3] მისი პირველი სეზონი შედგებოდა 16 ეპიზოდისგან. სულ გამოვიდა ოთხი მოკლე ეპიზოდი, თავად ფილმი „აჯანყების ნაპერწკალი“ და 13 სტანდარტული ხანგრძლივობის ეპიზოდი. სერიალში ჩნდებიან როგორც ორიგინალური ტრილოგიის პერსონაჟები, ასევე ახალი გმირები.[4][5] მეორე სეზონი, შემდგარი 22 ეპიზოდისგან, გამოვიდა 2015 წლის 20 ივნისს. მასში შედის ერთსაათიანი „ლოთალის ალყა“. მესამე სეზონი, შემდგარი 22 ეპიზოდისგან, გამოვიდა 2016 წლის 24 სექტემბერს, კიდევ ერთი ერთსაათიანი ეპიზოდით, „ნაბიჯები წყვდიადში“. მეოთხე სეზონი, 16 ეპიზოდით, გამოვიდა 2017 წლის 16 ოქტომბერს. მასში შედის ერთსაათიანი „მანდალორის გმირები“.[6] აგრეთვე ცნობილი გახდა, რომ ეს იქნებოდა სერიალის უკანასკნელი სეზონი.[7]

სერიალის პირველი სეზონის აღმასრულებელი პროდიუსერები არიან საიმონ კინბერგი, დეივ ფილონი და გრეგ უაისმენი. ამ სეზონის შემდეგ უკანასკნელმა პროექტი დატოვა.[8] ფილონი აგრეთვე პირველი ორი სეზონის ხელმძღვანელი იყო, მაგრამ თანამდებობა დატოვა მას შემდეგ, რაც მისი როლი Lucasfilm Animation-ის ყველა მომავალ პროექტში გაფართოვდა. ფილონის სანაცვლოდ ადგილი დაიკავა ჯასტინ რიჯმა და მუშაობდა მესამე სეზონზე.[9]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Hibberd, James. (January 23, 2014) 'Star Wars Rebels' interview: New series goes to dark places, embraces 1977 film's spirit. Entertainment Weekly. დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 5, 2014. ციტირების თარიღი: May 5, 2014.
  2. McLean, Thomas. (February 12, 2014) 'Star Wars Rebels' Unveils Kanan, the Cowboy Jedi. Animation Magazine. ციტირების თარიღი: February 14, 2014.
  3. Star Wars Rebels: Spark of Rebellion Premieres Friday, October 3 on Disney Channel. StarWars.com. ციტირების თარიღი: December 29, 2014.
  4. Eric. (May 9, 2014) Simon Kinberg: Star Wars Rebels Season Will Be 16 Episodes. TheForce.net. ციტირების თარიღი: May 9, 2014.
  5. Goldberg, Matt. (May 9, 2014) Writer-Producer Simon Kinberg Talks STAR WARS REBELS, His Duties on the Show, and the Thrill of Writing for Original Trilogy Characters. Collider. ციტირების თარიღი: May 9, 2014.
  6. Star Wars Rebels to return for fourth season. StarWars.com (March 3, 2017).
  7. Yee, Lawrence. (April 15, 2017) ‘Star Wars Rebels’ Ending After Season 4. Variety. ციტირების თარიღი: May 1, 2017.
  8. Greg Weisman Leaves Star Wars Rebels. IGN.com (October 2, 2014). ციტირების თარიღი: October 2, 2014.
  9. Dave Filoni Now Overseeing Creative Development of New Lucasfilm Animation Projects (26 September 2016).