ვარსკვლავური ომები: კლონების ომები (ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ვარსკვლავური ომები: კლონების ომები“
რეჟისორი დეივ ფილონი
პროდიუსერი კეთრინ უინდერი
ეფუძნება „ვარსკვლავური ომები“ს პერსონაჟები
ჯორჯ ლუკასი
მთხრობელი ტომ კეინი
მუსიკა
მონტაჟი ჯეისონ ტაკერი
მწარმოებელი კომპანია
დისტრიბუტორი Warner Bros. Pictures
პრემიერა
  • 10 აგვისტო, 2008 (2008-08-10) (პრემიერა ჰოლივუდში)
  • 15 აგვისტო, 2008 (2008-08-15)
ხანგრძლივობა 98 წთ.[1]
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 8.5 მილიონი აშშ დოლარი[2]
შემოსავალი 68.3 მილიონი აშშ დოლარი[3]

ვარსკვლავური ომები: კლონების ომები“ (ინგლ. Star Wars: The Clone Wars) — 2008 წლის 3D ანიმაციური კოსმოსური ოპერის ჟანრის ფილმი. მისი მოქმედება მიმდინარეობს „ვარსკვლავური ომების“ სამყაროში. ფილმი არის ამავე სახელწოდების ტელესერიალის წინარეისტორია. მასში მოთხრობილია ფილმის II და III ეპიზოდებს შორის განვითარებული მოვლენების შესახებ. ფილმის დისტრიბუტორია Warner Bros. Pictures, რომელიც ასევე ფლობს უფლებას სერიალის პირველ ხუთი სეზონზე.

ფილმის პრემიერა გაიმართა ჰოლივუდში 2008 წლის 10 აგვისტოს. ავსტრალიის კინოგაქირავებაში იგი გამოვიდა 14, ხოლო აშშ-ში, ბრიტანეთში და კანადაში – 15 აგვისტოს. მიუხედავად იმისა, რომ ფილმის კრიტიკული შეფასებები უარყოფითი იყო, მან კომერციულ წარმატებას მიაღწია და 8.5 მილიონი აშშ დოლარის ბიუჯეტით მსოფლიოში 68.3 მილიონი შეაგროვა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. STAR WARS – THE CLONE WARS (PG). British Board of Film Classification (July 18, 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 23, 2016. ციტირების თარიღი: November 9, 2015.
  2. David Germain (October 17, 2008). 'Thunder' rumbles past 'Dark Knight' with $26M“. Box Office Mojo. დაარქივებულია ორიგინალიდან — August 21, 2008. ციტირების თარიღი: August 17, 2007.
  3. Star Wars: The Clone Wars (2008). Box Office Mojo. ციტირების თარიღი: June 21, 2012.