Star Wars (Main Title)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„Star Wars (Main Title)“
სინგლიჯონ უილიამსი
B-მხარე „Cantina Band“
გამოსვლის თარიღი ივლისი 1977
ჩაიწერა 1977
ჟანრი პოპი
ხმისჩამწერი ლეიბლი 20th Century Records
ავტორ(ებ)ი ჯონ უილიამსი
ჯონ უილიამსი — სინგლების ქრონოლოგია
„Main Title (Theme from Jaws)“
(1975)
Star Wars (Main Title)
(1977)
„Theme from Close Encounters of the Third Kind“
(1977)

Star Wars (Main Title)“ — 1977 წლის ინსტრუმენტული კომპოზიცია და სინგლი. მისი ავტორია ჯონ უილიამსი. იგი არის „ვარსკვლავური ომების“ ფილმების სერიის მთავარი მუსიკალური თემა. კომპოზიცია შესრულებულია ლონდონის სიმფონიური ორკესტრის მიერ. იგი იქცა ჰიტად აშშ-ში (#10) და კანადაში (#13) იმავე წლის შემოდგომაზე.

სინგლის B-მხარეზე შეტანილია „Cantina Band“, კიდევ ერთი კომპოზიცია ფილმების სერიიდან, კერძოდ – პირველი ფილმიდან.

იმავე, 1977 წელს, მეკოს მიერ გამოშვებული კომპოზიციის საკუთარი, დისკო ვერსია მოხვდა ჩარტებში იმავე პერიოდში, რაც უილიამსის ორიგინალური ვერსია.

ჩარტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პატრიკ გლისონის ვერსია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„ვარსკვლავური ომების“ მთავარი თემის საკუთარი ვერსია პატრიკ გლისონმა გამოუშვა ორიგინალური საუნდტრეკის გამოსვლის შემდეგ.[9] ეს ვერსია გამოვიდა საფრანგეთში.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]