გალაქტიკური იმპერია (ვარსკვლავური ომები)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გალაქტიკური იმპერია
ვარსკვლავური ომები
Galactic Empire emblem.svg
ემბლემა
ტიპი აბსოლუტური მონარქია, ერთპარტიანი სამხედრო დიქტატურის რეჟიმში
პირველად 19 იბ
დაარსდა 5 იბშ
ბედი გარდაიქმნა პირველ ორდენად (34 იბშ)
ადგილმდებარეობა კორუსანტი (იმპერიული ცენტრი), სიკვდილის ვარსკვლავი, თიფერა, ბისი, ორდ კანტრელი, ბასტიონი
ლიდერი იმპერატორი პალპატინი
წამყვანი პიროვნებები დართ ვეიდერი, მოფ ტარკინი
ოფიციალური ენა ძირითადი

გალაქტიკური იმპერია, აგრეთვე ცნობილი როგორც უბრალოდ იმპერია — გამოგონილი დიქტატორული რეჟიმი ვარსკვლავური ომების გამოგონილ სამყაროში. პირველად გამოჩნდა 1977 წლის ფილმში ვარსკვლავური ომები.

ვარსკვლავური ომების მიხედვით, იმპერიამ ჩაანაცვლა გალაქტიკური რესპუბლიკა კლონების ომის დასრულების შემდეგ. მის სათავეში იდგა პალპატინი, რესპუბლიკის უმაღლესი კანცლერი. იგი აგრეთვე იყო სითთა მბრძანებელი, დართ სიდიუსი. მიზნად ისახავდა ჯედაების განადგურებას და სითების ძალაუფლების აღდგენას. იგი ამტკიცებდა, რომ ჯედაებმა უღალატეს რესპუბლიკას, ცდილობდნენ მის მოკვლას და გალაქტიკური სენატის ჩამოგდებას. მისივე თქმით, სეპარატისტებთან სამოქალაქო ომისთვის რესპუბლიკა უნდა გარდაქმნილიყო ისეთ ფორმად (გალაქტიკურ იმპერიად), რომელიც სტაბილურობას და მშვიდობას უზრუნველყოფდა - მისი ლიდერობით. სენატი, რომელსაც იგი მანიპულირებდა, პალპატინის გადაწყვეტილებას მხარს უჭერს.

იმპერატორი იწყებს ჯედაების განადგურებას, რომლებიც მანამდე ძველ რესპუბლიკაში მშვიდობას და სამართლიანობას უზრუნველყოფდნენ. მათ იგი სითებით ანაცვლებს. პალპატინის, როგორც სითის, ვინაობა, უმეტესობისთვის უცნობი რჩება. მისი მოწაფე, დართ ვეიდერი, სითების მხარეს მოქცეული ჯედაი, იმპერატორს ეხმარება მიზნების მიღწევაში. ფილმის ახალი იმედია მოვლენების დროს იმპერია უკვე მთლიანად არის გარდაქმნილი ტოტალიტარული რეჟიმის ფორმად, რომელსაც მეამბოხეთა ალიანსი ეწინააღმდეგება.

გალაქტიკური იმპერია ვარსკვლავური ომების სხვადასხვა მედიაში აღწერილია, როგორც დიქტატურა, რომელიც ეფუძნება „ტირანიას, არა-ადამიანების ზიზღს, მომაკვდინებელ ძალას და, გარდა ყველაფრისა, შიშს.“[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "Palpatine, Emperor," in Stephen J. Sansweet, Star Wars Encyclopedia (New York: Del Rey, 1998), p. 224, ISBN 0-345-40227-8