ერნსტ კალტენბრუნერი
![]() |
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. ენციკლოპედიური სტატია უნდა იყოს გამყარებული სანდო და გადამოწმებადი წყაროებით - გთხოვთ გამართოთ ეს სტატია შესაბამისი წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:წყაროს მითითება|ერნსტ კალტენბრუნერი}} |
![]() |
ეს ბიოგრაფიული სტატია ან განყოფილება დაწერილია რეზიუმეს სტილში. გთხოვთ დაგვეხმაროთ და ჩაასწოროთ იგი მიუკერძოებლობის და ენციკლოპედიურობის პრინციპების გათვალისწინებით. |
ერნსტ კალტენბრუნერი (გერმ. Ernst Kaltenbrunner) (დ. 4 ოქტომბერი, 1903, რიდი, ავსტრია — გ. 16 ოქტომბერი, 1946, ნიურნბერგი, გერმანია) — ნაცისტური გერმანიის სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე.
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კალტენბრუნერი დაიბადა 1903 წლის 4 ოქტომბერს, მოსამართლის ჰუგო კალტენბრუნერის და მისი მეუღლის, თერეზე უდვარდის ოჯახში.
1918 წელს სასწავლებლად გადავიდა ლინცის გიმნაზიაში, სადაც გაიცნო ადოლფ აიხმანი.
1921 წელს გიმნაზიის დამთავრების შემდეგ კალტენბრუნერი სწავლას აგრძელებს გრაცის ტექნიკურ ინსტიტუტში ქიმიის ფაკულტეტზე.
1923 წელს კალტენბრუნერი იცვლის ფაკულტეტს. ქიმიის ნაცვლად იგი ეუფლება სამართალმცოდნეობას.
1928 წელს ამთავრებს ინსტიტუტის და მუშაობას იწყებს ადვოკატად ლინცის საადვოკატო კანტორაში.
1930 წლის 18 ოქტომბერს კალტენბრუნერი ხდება ავსტრიის ნაციონალ-სოციალისტური მუშათა პარტიის წევრი.
- 1931 - 8 აგვისტო: კალტენბრუნერი სს-ის წევრი ხდება.
- 1932 - ისი სამუშაოდ გადადის მამამისის საადვოკატო კანტორაში და ამიერიდან უფასოდ ემსახურება ნაციონალ-სოციალისტებს.
- 1934- კალტენბრუნერი ქორწინდება ელისაბეთ ედერზე (გერმ: Elisabeth Eder). იმავე წელს ნაციონალ-სოციალისტების მიერ ვენაში მოწყობილ პუტჩში მონაწილეობისათვის იგი დააპატიმრეს და 6 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს კაიზერშტაინბრუხის ციხეში. სასამართლოს ძალით მას ჩამოერთვა ადვოკატის უფლებებიც.
- 1937 - იანვარი: ჰიმლერის ბრძანებით იგი ინიშნება ავსტრიის სს-ის შეფად და ხდება ბრიგადენფიურერი.
- 1938 - 12 მარტი: ავსტრიის ანშლუსის შემდეგ არტურ ზაის-ინკვარტის მთავრობაში იგი უშიშროების მთავარი მდივანი და რაიხსტაგის წევრი ხდება. 11 სექტემბერი: კალტენბრუნერი დააწინაურეს გრუპენფიურერად.
- 1938-1939 - კალტენბრუნერი ორგანიზირებას უკეთებს ავსტრიაში გესტაპოს აპარატის ჩამოყალიბებას. აქტიურად მოანაწილეობს საკონცენტრაციო ბანაკ მაუტჰაუზენის შექმნაში და კურირებს "ებრაულ საკითხს".
- 1939 - კალტენბრუნერი ინიშნება ავსტრიის სს-ის და ვენის პოლიციის უფროსად.
- 1943 - 30 იანვარი: ჰაიდრიხის მკვლელობის შემდეგ იგი SD-ს და რაიხის უშიშროების მთავარი სამმართველოს შეფი ხდება. 21 ივნისი: ჰიტლერის ბრძანებით მას მიენიჭა ობერგრუპენფიურერის და პოლიციის გენერლის ჩინი.
- 1944 - კანარისის დათხოვნის შემდეგ "აბვერი" კალტენბრუნერის კონტროლის ქვეშ ექცევა.
- 1945 - ომის მიწურულს მას შტაბი ავსტრიაში, შტაიერმარკში გადააქვს, სადაც ამერიკელების მიერ დაპატიმრებულ იქნა. ნოემბერი: სამხედრო ტრიბუნალზე კალტენბრუნერი მთავარ დამნაშავეთა სიაში მოხვდა.
- 1946 - 1 ოქტომბერი: ტრიბუნალმა იგი დამნაშავედ ცნო სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში და სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. 16 ოქტომბერი. 01:30: ერნსტ კალტენბრუნერი ნიურნბერგის ციხეში ჩამოხრჩობილ იქნა.
მისი ბოლო სიტყვები იყო: "მე ჩემ ხალხს და სამშობლოს წრფელი გულით ვემსახურე და სამშობლოს კანონების მიხედვით ჩემი ვალი მოვიხადე. მე ვწუხვარ რომ დანაშაული ჩადენილ იქნა, თუმც მე მასში წვლილი არ მიმიძღვის. მე ღირსეულად ვიბრძოდი. ბედნიერებას გისურვებ გერმანიავ! " - (გერმ."Ich habe meinem Volk und meinem Vaterland mit heißem Herz gedient. Ich habe nach den Gesetzen meines Vaterlands meine Pflicht getan. Ich bedaure, dass Verbrechen begangen worden sind, ich hatte keinen Anteil an ihnen, ich kämpfte ehrenhaft. Deutschland, Glück auf!"
კალტენბრუნერის ფერფლი ამერიკელმა პილოტებმა ცაში მიმოაბნიეს.