ჰაინრიხ ჰიმლერი
![]() |
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. ენციკლოპედიური სტატია უნდა იყოს გამყარებული სანდო და გადამოწმებადი წყაროებით - გთხოვთ გამართოთ ეს სტატია შესაბამისი წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:წყაროს მითითება|ჰაინრიხ ჰიმლერი}} |
ჰაინრიხ ჰიმლერი | |
---|---|
Heinrich Himmler | |
![]() | |
დაბ. თარიღი | 1900 წლის 7 ოქტომბერი |
გარდ. თარიღი | 1945 წლის 23 მაისი |
ეროვნება | გერმანელი |
პარტია | ნაცისტური პარტია |
საქმიანობა | პოლიტიკოსი |
ჰაინრიხ ჰიმლერი (გერმ. Heinrich Himmler; 1900 წლის 7 ოქტომბერი — 1945 წლის 23 მაისი) — გერმანელი პოლიტიკური მოღვაწე, ნაცისტური პარტიის წევრი, შუცშტაფელის რაიხსფიურერი, მესამე რაიხში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირი, ჰოლოკოსტზე პასუხისმგებელი ერთ-ერთი პირი.
პირველი მსოფლიო ომში ჰიმლერს მონაწილეობა არ მიუღია. ომის დასრულების შემდეგ უნივერსიტეტში აგრონომია შეისწავლა. 1923 წელს გახდა ნაცისტური პარტიის წევრი, ხოლო 1925 წელს გაწევრიანდა შუცშტაფელში. 1929 წელს ჰიტლერმა ის შუცშტაფელის რაიხსფიურერად დანიშნა. შემდეგი 16 წლის განმვავლობაში ჰიმლერმა 290-წევრიანი ორგანიზაცია გერმანიის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ძალოვან სტრუქტურად აქცია. ჰიმლერი ასევე დაინტერესებული იყო მისტიკით.
1945 წლის აპრილში ჰიმლერმა ჰიტლერის ზურგსუკან მოკავშირეებთან მოლაპარაკება სცადა, რის გამოც ჰიტლერმა ის ყველა თანამდებობიდან გადააყენა და მისი დაპატიმრების ორდერიც გასცა. ჰიმლერმა გერმანიიდან გაქცევა სცადა, მაგრამ ის ბრიტანულმა ჯარმა დაიჭირა. 1945 წლის 23 მაისს ჰიმლერმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.