ნაციონალ-სოციალისტური პარტიის ოქროს პარტიული ნიშანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ოქროს პარტიული ნიშანი

„ნაციონალ-სოციალისტური პარტიის ოქროს პარტიული ნიშანი“ (გერმ. Das Goldene Parteiabzeichen der NSDAP), ოფიციალურად „NSDAP-ეს ოქროს ღირსების მედალი“ (გერმ. Goldene Ehrenmedaille der NSDAP) — მესამე რაიხის უმაღლესი სამოქალაქო ჯილდო. იგი დაარსებულ იქნა 1933 წელს ადოლფ ჰიტლერის მიერ.

„ოქროს პარტიული ნიშანი“ პიროვნებას მიენიჭებოდა შემდეგ შემთხვევაში:

  1. თუ პიროვნება „NSDAP-ში“ გაწევრიანდა 1933 წლის მარტამდე და ატარებდა პარტიულ ნომერს „1“-დან „100 000“-მდე. პიროვნების პარტიული ნომერი მედალის რევერსზე იყო ამოგრავირებული.
  2. თუ პიროვნებას რაიმე დიდი დამსახურება მიუძღოდა სამშობლოს წინაშე. ამ შემთხვევაში რევერსზე ამოგრავირებული იყო ჰიტლერის ინიციალები „A.H.“ და მედლის გაცემის თარიღი.

არსებობდა მედალის 2 ვარიანტი: „დიდი“ და „პატარა“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]