შინაარსზე გადასვლა

ერიკა სალუმიაე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ერიკა სალუმიაე (ესტ. Erika Salumäe, დ. 11 ივნისი, 1962, Pärnu) — საბჭოთა და ესტონელი ველოსიპედისტი (სპეციალიზაცია: სპრინტი), ოლიმპიური ჩემპიონი სეულსა და ბარსელონაში, მსოფლიო ჩემპიონი და 19-გზის მსოფლიო რეკორდსმენი. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი (1987).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერიკა დაბადებისთანავე მიატოვა მისმა ბიოლოგიურმა დედამ და გოგონა გაგზავნეს ქალაქ ელვაშის ბავშვთა სახლში. ის შვიდი წლის ასაკში იშვილეს. სალუმიაე სწავლობდა სკოლაში ჰუმანიტარული მიმართულების, წერდა ლექსებს,მონაწილეობას იღებდა ლიტერატურულ ოლიმპიადებში და წარმატებებსაც აღწევდა. იგი მისდევდა სპორტის სხვადასხვა სახეობას: მძლეოსნობას, კალათბურთს და სწრაფ სრიალს. პარალელურად კი დადიოდა მუსიკალურ სკოლაში, მაგრამ 18 წლის ასაკში მან არჩევანი სპორტულ კარიერაზე გააკეთა. 1980 წელს, მწვრთნელმა იური კალმუსმა, შესთავაზა ვარჯიშის დაწყება ველოსპორტში, რადგან სპორტის ეს სახეობა პირველად ჩართეს ოლიმპიურ თამაშებში. გაზაფხულზე პირველი შეჯიბრებები ჩატარდა ლატვიაში, სადაც ერიკამ პირველი გამარჯვება მოიპოვა.

პროფესიული კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სსრკ-ს ჩემპიონატის ერთ-ერთი გამარჯვების შემდეგ სპრინტში, დევნაში და ჯგუფურ რბოლაში, სალუმიაე შეხვდა მწვრთნელს სტანისლავ სოლოვიოვს, რომელმაც შესთავაზა ტალინში გადასვლა და ველოსპორტი ტრასაზე სახეობაში ვარჯიში. ერიკას ვარჯიში მამაკაცებთან ერთად უწევდა, რადგან მაშინ ესტონეთში ქალები სპორტის ამ სახეობით არ იყვნენ დაკავებული. მან თავისი დროის უმეტეს ნაწილი მოსკოვში გაატარა მწვრთნელ ვლადიმერ ლეონოვთან ერთად. სსრკ ჩემპიონატში გალინა ცარევაზე გამარჯვებამ სალუმიაეს გზა გაუხსნა 1983 წლის უნივერსიადამდე — ის პირველად გაემგზავრა საზღვარგარეთ, იქ დაამყარა თავისი პირველი მსოფლიო რეკორდი და მოიგო სპრინტი. სსრკ ჩემპიონატის ფარგლებში, იგი თამაშობდა ტალინის გუნდებში „კალევი“ და „დინამო“.

1987 წლიდან 1989 წლამდე მან მოიპოვა სამი ოქროს მედალი საერთაშორისო შეჯიბრებებში: ორი მსოფლიო ჩემპიონატზე და ერთი სეულის ოლიმპიადაზე. ასეთი წარმატების შემდეგ დაღლილობის მიუხედავად, სალუმიაემ კარიერა განაგრძო და ბარსელონაში მეორე ოლიმპიური ოქრო მოიგო. მას ავადმყოფობის გამო შეეძლო არ წასულიყო ბარსელონაში ოლიმპიადაზე (იგი მკურნალობას გადიოდა ორი თვის განმავლობაში), მაგრამ სიჩქარის სისუსტე სპრინტერისთვის ტაქტიკური სვლებით იყო კომპენსირებული, რამაც სპორტსმენს ოლიმპიური ოქრო მოუტანა, პირველი დამოუკიდებელი ესტონეთისთვის, სსრკ-ს დაშლის შემდეგ.

წლების განმავლობაში სალუმიაეს ჯანმრთელობა გაუარესდა, მას შვიდი ოპერაცია ჩაუტარდა და გერმანელმა ექიმებმა სპორტიდან წასვლა ურჩიეს, მაგრამ დაპირება, რომ მონაწილეობას მიიღებდა ატლანტას ოლიმპიადაში, შეასრულა და მეექვსე ადგილი დაიკავა. მისი ბოლო ჯილდო იყო ბრინჯაოს მედალი 1995 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. ოლიმპიადის შემდეგ იგი პენსიაზე გავიდა.

კარიერის შემდგომი პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2004 წლიდან ის იყო ესტონეთის სასკოლო სპორტული კავშირის ხელმძღვანელი. ის ასევე ორჯერ იყო არჩეული ესტონეთის რიიგიკოგუში (1999 [1] და 2007 [2]). ერიკა სალუმიაე გაწეული ღვაწლისთვის და საქმიანობისთვის, დაჯილდოვდა ესტონეთის წითელი ჯვრის ორდენით.[3] ის არის ესტონეთის ოლიმპიური კომიტეტის საპატიო წევრი.

2008 წელს მონაწილეობა მიიღო სატელევიზიო გადაცემა „ცეკვავენ ვარსკვლავები“ ესტონურ ვერსიიის მესამე სეზონში, სადაც მან და მისმა პარტნიორმა რვა წყვილს შორის მეშვიდე ადგილი დაიკავეს.

2024 წლის მარტში ცნობილი გახდა, რომ რეჟისორი გერმან გოლუბი იღებს მხატვრულ ფილმს ერიკა სალუმიაეს ცხოვრებაზე.[4]

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ოლიმპიური ჩემპიონი 1988 და 1992 წლებში [5]
  • მსოფლიო ჩემპიონი 1987 და 1989 წლებში
  • 1984 და 1986 წლების მსოფლიო ჩემპიონატების ვერცხლის მედალოსანი
  • 1995 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი
  • 1983 წლის უნივერსიადის ორგზის ჩემპიონი
  • სსრკ-ს 16-გზის ჩემპიონი
  • ესტონეთის საუკეთესო სპორტსმენის ტიტულის 9-გზის მფლობელი[8]
  • მოხსნა 16 მსოფლიო რეკორდი

იგი შეტანილია მე-20 საუკუნის ესტონეთის 100 დიდი მოღვაწეთა სიაში, რომელიც შედგენილია 1999 წელს წერილობითი და ონლაინ კენჭისყრის შედეგების საფუძველზე.[6]

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მისი ჰობია მუსიკა და კითხვა. [7] ჰყავს ქალიშვილი, სერლი. ერიკა 2010 წლიდან ცხოვრობს ესპანეთში [8] და დაკავებულია ბიზნესით. მან დაწერა ავტობიოგრაფია "Staying Alive".

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Varasemad valimised - Arhiiv - Vabariigi Valimiskomisjon. ციტირების თარიღი: 2024-04-10
  2. Varasemad valimised - Arhiiv - Vabariigi Valimiskomisjon. ციტირების თარიღი: 2024-04-10
  3. Bearers of decorations — Erika Salumäe. ციტირების თარიღი: 2011-10-22
  4. ERR, Kristjan Pihl |. (2024-03-13) Karolin Jürise tulevasest filmirollist Erika Salumäena: see on suur füüsiline pingutus. ციტირების თარიღი: 2024-04-10
  5. Олимпийские медали.. ციტირების თარიღი: 2021-01-22
  6. Sajandi sada Eesti suurkuju / Koostanud Tiit Kändler. — Tallinn: Eesti Entsüklopeediakirjastus, 2002. — 216 lk. ISBN 998570102X.
  7. Эрика Салумяэ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-06. ციტირების თარიღი: 2011-10-22.
  8. Эрика Салумяэ покидает Эстонию. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2011-10-22