ემილ ავდალიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ემილ ავდალიანი
დაბადების თარიღი 11 მაისი, 1990 (1990-05-11) (33 წლის)
თბილისი, საქართველო
მოქალაქეობა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ოქსფორდის უნივერსიტეტი
პროფესია ისტორიკოსი
აღმოსავლეთმცოდნე

ემილ ავდალიანი (დ. 11 მაისი, 1990, თბილისი) ― ქართველი ისტორიკოსი, ევროპის უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ქართული ანალიტიკური ცენტრის, „ჯეოქეისის“ აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულების დირექტორი.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ემილ ავდალიანი 1990 წლის 11 მაისს თბილისში დაიბადა. 2011 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ისტორიის ბაკალავრის ხარისხით. 2011-2012 წლებში სწავლობდა ოქსფორდის უნივერსიტეტში ისტორიის სამაგისტრო პროგრამაზე. 2016 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის სადოქტორო პროგრამა. სადოქტორო ნაშრომი „რომი და ბიზანტია ბარბაროსთა მიგრაციის წინააღმდეგ: დუნაის და პონტოს საზღვრების შედარებითი ანალიზი (IV-VII სს.)“ დაიცვა თედო დუნდუას ხელმძღვანელობით.

2013-2014 წლებში Forbes Georgia-ს თანარედაქტორად, ხოლო 2015-2020 წლებში ქართულ-უკრაინულ ჟურნალ „საქართველოს“ აღმასრულებელ რედაქტორად მუშაობდა. იყო საქართველოს უნივერსიტეტისა (2014-2018) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (2014-2019) მოწვეული ლექტორი. 2014 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, ხოლო 2019 წლიდან ― ევროპის უნივერსიტეტის პროფესორია. 2020 წლიდან მუშაობს „ჯეოქეისის“ აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულების დირექტორად.

სხვადასხვა დროს მუშაობდა ევრაზიის ანალიტიკოსის პოზიციაზე საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიებში. რეგულარულად აქვეყნებს სტატიებს ადგილობრივ ქართულ და უცხოურ გამოცემებში (Center for European Policy Analysis, Royal United Services Institute და ა.შ.).[1]

ძირითადად მუშაობს სამხრეთ კავკასიასა და ევრაზიაში მიმდინარე პოლიტიკურ და სამხედრო საკითხებზე.[2] იკვლევს ირანის, თურქეთის და ჩინეთის საგარეო პოლიტიკას.[1]

ფლობს ინგლისურ, რუსულ, ფრანგულ, სპარსულ, ჩინურ და ქურთულ ენებს.[1]

ნაშრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონოგრაფიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Geocase. Emil Avdaliani - Director of Middle East Studies დაარქივებული 2022-11-09 საიტზე Wayback Machine. . Retrieved November 8, 2022.
  2. The Caspian Post. Emil Avdaliani დაარქივებული 2022-11-09 საიტზე Wayback Machine. . Retrieved November 8, 2022.