ემანუელ შარპენტიე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ემანუელ შარპენტიე
Emmanuelle Charpentier
Emmanuelle Charpentier.jpg
ჯენიფერ დუდნა 2015 წელს.
დაბ. თარიღი 11 დეკემბერი, 1968
დაბ. ადგილი ჟიუვიზი-სიურ-ორჟი, საფრანგეთი
მოქალაქეობა Flag of France.svg საფრანგეთი
სამეცნიერო სფერო ბიოქიმიკოსი
მუშაობის ადგილი Hannover Medical School, უმეოს უნივერსიტეტი, Max Planck Institute for Infection Biology და ვენის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი Pierre and Marie Curie University და Pasteur Institute
სამეცნიერო ხარისხი ფილოსოფიის დოქტორი
ჯილდოები ასტურიის პრინცესის პრემია სამეცნიერო და ტექნიკური აღმოჩენებისათვის[1] , Breakthrough Prize in Life Sciences[2] , ლორეალისა და იუნესკოს პრემია „მეცნიერი ქალებისთვის“, მასრაის პრემია, Eric K. Fernströms Svenska Pris[3] , დოქტორ პოლ იანსენის პრემია ბიომედიცინის კვლევისთვის, Louis-Jeantet Prize for Medicine, Gruber Prize in Genetics, ოტო ვარბურგის მედალი[4] [5] , Hansen Family Prize[6] , ლაიბნიცის სახელობის პრემია[7] , პოლ ერლიხისა და ლუდვიგ დარმშტედტერის პრემია, გაირდნერის ფონდის საერთაშორისო პრემია, ტანის პრემია, კარუსის მედალი, BBVA ფონდის საზღვრების ცოდნის ჯილდო, Ernst-Jung-Preis für Medizin, Meyenburg Prize, Science Award of Lower Saxony, Alexander von Humboldt Professorship, გაბაის პრემია, უორენ ალპერტის ფონდის პრემია, კავლის პრემია ნანოტექნოლოგიის დარგში, honorary doctor of the Catholic University of Louvain, Honorary doctor of the Katholieke Universiteit Leuven, უმეოს უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, იაპონიის პრემია, Aachener Ingenieurpreis[8] , ორდენი ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროებში შეტანილი წვლილისათვის, Fellow of the AACR Academy, honorary doctor of the École polytechnique fédérale de Lausanne, ვილჰელმ ექსნერის მედალი, EMBO-ს წევრობა, Göran Gustafsson Prize for molecular biology, ვოლფის პრემია მედიცინაში, ჰარვის პრემია, Bijvoet Medal და დიდი ოფიცრის ჯვარი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისთვის
საიტი emmanuelle-charpentier-lab.org

ემანუელ მარი შარპენტიე (ფრანგ. Emmanuelle Marie Charpentier; დ. 11 დეკემბერი, 1968, ჟიუვიზი-სიურ-ორჟი, საფრანგეთი) — ფრანგი მეცნიერი მიკრობიოლოგიის, გენეტიკის და ბიოქიმიის დარგში. 2012 წელს ამერიკელ ბიოქიმიკოს ჯენიფერ დუდნასთან ერთად აღმოაჩინა დეზოქსირიბონუკლეინის მჟავის (დნმ) მოლეკულაში სპეციალური მექანიზმი — მოკლე პალინდრომული განმეორებები რეგულარულად განლაგებული ჯგუფებით (CRISPR-Cas9). 2015 წელს გახდა მაქს-პლანკის ინფექციური ბიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი ბერლინში (გერმანია). 2018 წელს დაფუძნა დამოუკიდებელი კვლევითი ინსტიტუტი — მაქს-პლანკის პათოგენების მეცნიერული შესწავლის დანაყოფი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ემანუელ მარი შარპენტიე 1968 წელს დაიბადა ქალაქ ჟიუვიზი-სიურ-ორჟში (18 კმ პარიზის სამხრეთ-აღმოსავლეთით). ბიოქიმიას, მიკრობიოლოგიასა და გენეტიკას სწავლობდა პარიზში, პიერ და მარი კიურების სახელობის უნივერსიტეტში (ამჟამად სორბონის უნივერსიტეტის მეცნიერებათა ფაკულტეტი). ბაკალავრიატის შემდგომი განათლება პასტერის ინსტიტუტში განაგრძო (1992-95), სადაც დოქტორის ხარისხი მიიღო. იქვე მუშაობდა 1996 წლამდე, როცა შარპენტიე ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-იორკის როკფელერის უნივერსიტეტში გადავიდა დოქტურანტურის შემდგომი ეტაპის გასავლელად. მუშაობდა ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ასისტენტ მეცნიერ-თანამშრომლად (1997-99 და ასოცირებულ მკვლევარად სენტ-ჯუდის ბავშვთა კვლევით ჰოსპიტალსა და ნიუ-იორკში სკირბოლის ბიომოლეკულური მედიცინის ინსტიტუტში (1999-2002). ევროპაში დაბრუნების შემდეგ დაინიშნა ვენის უნივერსიტეტის მიკრობიოლოგიისა და გენეტიკის ინსტიტუტის ლაბორატორიის ხელმძღვანელად და მოწვეულ პროფესორად (2002-04), შემდეგ კი — მიკრობიოლოგიისა და იმუნობიოლოგიის დეპარტამენტის ლაბორატორიის ხელმძღვანელად და ასისტენტ-პროფესორად (2004-06). 2006 წელს გახდა მიკრობიოლოგიის პრივატ-დოცენტი და მიიღო ჰაბილიტაცია მოლეკულური ბიოლოგიის ცენტრში. 2006-2009 წლებში მუშაობდა მაქს პერუცის ლაბორატორიის ასოცირებულ პროფესორად. შემდეგ შვედეთში გადავიდა უმეოს უნივერსიტეტის მოლეკულური ინფექციების ლაბორატორიის ხელმძღვანელად და ასოცირებულ პროფესორად (2009-2014). 2013-15 წლებში იყო გერმანიაში ბრაუნშვაიგის ჰელმჰოლცის ინფექციების კვლევითი ცენტრის და ჰანოვერის სამედიცინო სკოლის პროფესორი. 2014 წელს მიიღო ალექსანდრ ფონ ჰუმბოლდტის სახელობის პროფესორის წოდება. 2015 წელს, გერმანიის მაქს-პლანკის საზოგადოების მიწვევით, გახდა ამ ორგანიზაციის წევრი-მეცნიერი და ბერლინის მაქს-პლანკის ინფექციური ბიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, 2016 წელს — ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი. 2018 წელს გახდა მაქს-პლანკის პათოგენების მეცნიერული შესწავლის დანაყოფის დამფუძნებელი და დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. მიღებული აქვს არაერთი ჯილდო და საპატიო წოდება.[9]

CRISPR-Cas9 სისტემის აღმოჩენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

CRISPR-Cas9 კომპლექსი

შარპენტიე განსაკუთრებით ცნობილია 2012 წელს ამერიკელ ბიოქიმიკოს ჯენიფერ დუდნასთან ერთად გაკეთებული აღმოჩენით, რომელსაც გარდამტეხი ეფექტი ჰქონდა გენური ინჟინერიის განვითარებაზე. ორმა ქალმა მეცნიერმა შეძლო გაერკვია დეზოქსირიბონუკლეინის მჟავის (დნმ) მოლეკულაში სპეციალური მექანიზმი — მოკლე პალინდრომული განმეორებები რეგულარულად განლაგებული ჯგუფებით (CRISPR-Cas9). ამ აღმოჩენამ საფუძველი ჩაუყარა გენომის რედაქტირების შესაძლებლობას, რაც დნმ მოლეკულის სტრუქტურაში სპეციფიკური ცვლილებების განხორციელების უფრო ეფექტიანი და ტექნიკურად მარტივი გზაა, ვიდრე უფრო ადრე ცნობილი მეთოდები. CRISPR-Cas9 სისტემის გამოყენებით მეცნიერებს მიეცათ საშუალება დნმ-ს შემადგენლობაზე ზემოქმედების გზით მოეხდინათ ცხოველებში გენეტიკური დეფექტების კორეგირება და ემბრიონულ ღეროვან უჯრედებში დნმ თანმიმდევრობების მოდიფიცრება. ამან, თავის მხრივ, გააჩინა ადამიანის სასქესო უჯრედების — სპერმატოზოიდის და კვერცხუჯრედის გენური სტრუქტურის შეცვლის შესაძლებლობა.[10]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]