შინაარსზე გადასვლა

ღეროვანი უჯრედი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ღეროვანი უჯრედი (ინგლ. stem cell) — უჯრედი, რომელსაც აქვს როგორც თვითგანახლების, ასევე მომწიფებული სპეციალიზებული უჯრედების წარმოქმნის უნარი. მისი დანიშნულებაა საჭიროებისას ორგანიზმის რეგენერაცია. წყაროს მიხედვით ღეროვანი უჯრედები იყოფა ემბრიონულ, ემბრიონულ და მოზრდილთა ღეროვან უჯრედებად. განვითარების რაც უფრო ადრეულ ეტაპზე იმყოფება წყარო, მით უფრო მეტი ტიპის უჯრედს უდებს დასაბამს ღეროვანი უჯრედი. ემბრიონული ღეროვანი უჯრედები მიიღება 5–14 დღის ემბრიონიდან. მათ აქვთ პოტენციალი წარმოშვან ყველა ტიპის (ან თითქმის ყველა ტიპის) უჯრედები ლაბორატორიულ პირობებში კულტურაში, თუმცა ასევე შეუძლიათ გამოიწვიონ ტერატოკარცინომა. ეს პრობლემა შესაძლოა უჯრედების წინასწარი ლაბორატორიულ პირობებში დიფერენცირებით გადაიჭრას. მოზრდილთა ღეროვანი უჯრედები კი ძირითადად იმ ქსოვილს აღადგენენ, საიდანაც წარმოიშვნენ. მათი პოტენციალი საგრძნობლად ჩამოუვარდება ემბრიონულ ღეროვანი უჯრედების პოტენციალს, თუმცა მოზრდილთა სისხლმბადი ღეროვანი უჯრედები უკვე მე–20 საუკუნის 60–იანი წლებიდან წარმატებით გამოიყენება კლინიკაში ლეიკემიების, ლიმფომების, თანდაყოლილი იმუნოდეფიციტებისა და ანემიების, ლიზოსომური დაავადებების სამკურნალოდ. ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია და პერიფერიული სისხლიდან მობილიზებული სისხლმბადი ღეროვანი უჯრედების გადანერგვა არის მოზრდილთა სისხლმბადი ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციის ორი მეთოდი. ფეტალური ღეროვანი უჯრედები მიიღება აბორტირებული ნაყოფის ქსოვილებიდან ან მშობიარობის შემდგომ პლაცენტაში დარჩენილი სისხლიდან. ეს უკანასკნელი ცნობილია ასევე ჭიპლარის ვენის სისხლის სახელით.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]