ელ ვარნერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ელ ვარნერი

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი გაბრიელ სერენე ვარნერი
დაბ. თარიღი 12 თებერვალი, 1989 (1989-02-12) (35 წლის)
დაბ. ადგილი ლოს-ანჯელესი[1]
წარმოშობა ბრუკლინი, ნიუ-იორკის შტატი, აშშ
ჟანრ(ებ)ი რიტმ-ენდ-ბლუზი, ჰიპ-ჰოპი, ჯაზი
საქმიანობა მომღერალი, სიმღერების ავტორი
აქტიური 2009 - დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
საიტი ellevarner.com
ელ ვარნერი ვიკისაწყობში

გაბრიელ სერენე ვარნერი (ინგლ. Gabrielle Serene Varner; დ. 12 თებერვალი, 1989, ბრუკლინი, ნიუ-იორკის შტატი, აშშ) — ამერიკელი მომღერალი და სიმღერების ავტორი. დაიბადა ბრუკლინში და გაიზარდა ლოს-ანჯელესში. სწავლობდა ნიუ-იორკის უნივერსიტეტის კლაივ დევისის სახელობის მუსიკის ფაკულტეტზე. 2009 წლის ოქტომბერში ხელი მოაწერა კონტრაქტს RCA Records-თან.[2]

ვარნერმა თავისი სადებიუტო ალბომი Perfectly Imperfect გამოუშვა 2012 წლის აგვისტოში. მას წინ უძღოდა სადებიუტო სინგლი „Only Wanna Give It to You". ალბომი მეოთხე ადგილზე გავიდა ბილბორდ 200-ში. მუსიკოსის მეორე ალბომი უნდა გამოსულიყო 2012-13 წლებში, თუმცა გამოშვება გადაიდო. 2019 წელს გამოაქვეყნა სადებიუტო EP „Ellevation“.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვარნერი დაიბადა 1989 წლის 12 თებერვალს, ბრუკლინში. დედა, მიკელინ როდერიკი ბარი უაიტის ბექ ვოკალისტი იყო.[3] მიკელინმა 2007 წელს გამოუშვა ალბომი. მამა, ჯიმი ვარნერი სიმღერების ავტორი, პროდიუსერი და მულტიინსტრუმენტალისტი იყო.[4] ის თანამშრომლობდა ჯერალდ ალსტონთან, Kool & the Gang-სა და უილ დაუნინგთან. ელ ვარნერის მშობლებმა სტენ შეპარდთან ერთად ჩამოაყალიბეს ჯგუფი By All Means.

ექვსი წლის ასაკში ვარნერი მუსიკით დაინტერესდა. მან ისწავლა ფლეიტაზე, ფორტეპიანოსა და გიტარაზე დაკვრა.[5] მალევე დაიწყო სწავლა ვენდი რაკელ რობინსონის კონსერვატორიასა და ალეგზანდერ ჰამილტონის მუსიკალურ აკადემიაში. შემდეგ სწავლა განაგრძო ნიუ-იორკის უნივერსიტეტში კლაივ დევისის სახელობის მუსიკის ფაკულტეტზე.[6]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვარნერი ალეგზანდერ ჰამილტონის მუსიკალურ აკადემიაში იყო ჯაზ-ჯგუფის წევრი. შემდეგ გაწევრიანდა აკადემიის მუსიკალურ პროგრამაში. ამის საშუალებით ესტუმრა Fox Studio-ს, სადაც შეხვდა კელი ბურგოსსა და Fox Music-ის პრეზიდენტს, რობერტ კრაფტს. მან აკადემიის დასრულების შემდეგ სწავლა განაგრძო ნიუ-იორკის უნივერსიტეტში.

2008 წელს დაამთავრა ნიუ-იორკის უნივერსიტეტი. 2009 წლის ოქტომბერში ხელი მოაწერა კონტრაქტს MBK/J-RCA Records-თან.[7] სადებიუტო სინგლი „Only Wanna Give It to You" გამოვიდა 2011 წლის 6 აგვისტოს. კომპოზიცია იყო მუსიკოსის სადებიუტო სტუდიური ალბომის, „Perfectly Imperfect“ (2012) წამყვანი სინგლი. ნამუშევარმა ბილბორდის R&B/Hip-Hop სიმღერების ჩარტში 20-ე ადგილი დაიკავა. 2011 წლის ოქტომბერში მუსიკოსი მოხვდა გამომცემლობა TheBoomBox-ის სიაში „15 ახალი შემსრულებელი, რომელსაც უნდა მოუსმინოთ“.[8] იმავე წელს მონაწილეობა მიიღო BET-ის „Music Matters“-ის კამპანიაში.[9]

2011 წლის 7 ოქტომბერს ლეიბლები J Records, Arista Records, Jive Records გაუქმდა.[10][11] შესაბამისად, ვარნერი გადავიდა ახლად შექმნილ ლეიბლში RCA Records. სადებიუტო ალბომამდე მან 2012 წლის 23 იანვარს გამოუშვა მიქსტეიპი „Conversational Lush“.[12] მუსიკოსის ახალი სიგნლი „Refill" გამოვიდა iTunes-ზე 2012 წლის 31 იანვარს და ბილბორდის R&B/Hip-Hop სიმღერების ჩარტში 78-ე ადგილი დაიკავა. 2012 წლის 11 თებერვალს მუსიკოსმა ჯგუფ The Roots-თან ერთად იმღერა უიტნი ჰიუსტონისადმი მიძღვნილ საღამოზე ბლუზის სახლში, ლოს-ანჯელესში.[13]

სადებიუტო ალბომი, Perfectly Imperfect, გამოუშვა 2012 წლის 7 აგვისტოს.[14] ალბომი მეოთხე ადგილზე გავიდა ბილბორდ 200-ში და გამოსვლიდან პირველივე კვირაში მისი 33000 ასლი გაიყიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ალბომი მეორე ადგილზე მოხვდა ბილბორდის ტოპ R&B/Hip-Hop ალბომების ჩარტში. ალბომმა სულ ათი კვირა გაატარა ბილბორდ 200-ის ჩარტში. 2012 წლის სექტემბერში მუსიკოსმა დაწერა სიმღერა „Use Me", ამერიკელი რიტმ-ენდ-ბლუზ მომღერლისთვის, მიგელისთვის.[15]

ვარნერი მეორე სტუდიურ ალბომზე მუშაობდა ისეთ პროდიუსერებთან, როგორიცაა Pop & Oak, Eric Hudson, DJ Dahi, Da Internz და Hit-Boy.[16] მუსიკოსმა განაცხადა, რომ მან შექმნა საკუთარი ჟანრი ალბომის ჩაწერისას, რომელსაც „ტრაპ-ჯაზი“ დაარქვა.[17] ალბომის გამოშვებამდე გამოქვეყნდა სარეკლამო სინგლი „Rover". ლეიბლთან უთანხმოების გამო მუსიკოსის მეორე ალბომი Four Letter Word არ გამოვიდა და მან დატოვა ლეიბლი RCA Records.

2019 წელს ვარნერმა გამოუშვა მისი სადებიუტო EP „Ellevation“. ეს იყო 2012 წლის შემდეგ მუსიკოსის პირველი ნამუშევარი.

არტისტიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რამდენიმე ტაბლოიდმა ვარნერის ხმა შეადარა ბრიტანელი მომღერლის, ადელის ხმას.[18] ვარნერი არის მეცო-სოპრანო. მუსიკოსის თქმით მისი ინსპირაციის წყარო კანიე უესტი და ადელია.[19] მუსიკოსის დისკოგრაფია მოიცავს ჰიპ-ჰოპსა და სოულს. ვარნერის თქმით, მის დისკოგრაფიაზე დიდი გავლენა მოახდინეს შემდეგმა მუსიკოსებმა: N.W.A. მერაია კერი, ბრენდი, მონიკა და ელა ფიცჯერალდი.[20][21]

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Freebase Data DumpsGoogle.
  2. RCA's Peter Edge, Tom Corson on the Shuttering of Jive, J and Arista. Billboard.biz (October 7, 2011). Retrieved on 2012-05-24.
  3. Introducing Elle Varner. Mbkentertainment.com. Retrieved on May 24, 2012.
  4. Itunes Elle Varner Bio. itunes.com Retrieved on July 30, 2012
  5. Introducing Elle Varner. Mbkentertainment.com. Retrieved on May 24, 2012.
  6. Introducing Elle Varner. Mbkentertainment.com. Retrieved on May 24, 2012.
  7. Elle Varner Signs to Sony Music Publishing. KOAR: The Kings of A&R (October 5, 2011). ციტირების თარიღი: October 7, 2011
  8. Elle Varner & J. Cole 'Settle Down' in New Video. Theboombox.com (October 4, 2011). Retrieved on 2012-05-24.
  9. 10 Things You Should Know About Elle Varner. Bet.com. Retrieved on May 24, 2012.
  10. RCA's New Executive Team Named Under CEO Peter Edge Amid Layoffs (Update). Billboard.biz (August 23, 2011). ციტირების თარიღი: November 24, 2011
  11. Radio Industry News, Music Industry Updates, Arbitron Ratings, Music News and more!. FMQB. ციტირების თარიღი: November 24, 2011
  12. [მკვდარი ბმული] New Music: Elle Varner – ‘Conversational Lush’ [Mixtape]. Rap-Up.com (January 23, 2012). Retrieved on 2012-05-24.
  13. The Roots & Elle Varner's Whitney Houston Tribute (Video). 2DopeBoyz (February 12, 2012). ციტირების თარიღი: March 10, 2012
  14. Caulfield, Keith (August 15, 2012). 'Now 43' Tops Billboard 200; 16th No. 1 for Series“. Billboard. Prometheus Global Media. ციტირების თარიღი: September 9, 2012.
  15. Kaleidoscope Dream (CD liner). Miguel. RCA Records. 88725-47203-1.CS1-ის მხარდაჭერა: others (link)
  16. Elle Varner: 'My New Album Is Unbelievable'. ციტირების თარიღი: 2020-03-26
  17. Elle Varner Announces New Genre... 'Trap Jazz' - That Grape Juice. ციტირების თარიღი: 2020-03-26
  18. 10 Questions for Elle Varner. ციტირების თარიღი: 2020-03-26
  19. Elle Varner Album Review – Conversational Lush | WIUX Blog. ციტირების თარიღი: July 31, 2013
  20. Elle Varner | News, Music Performances and Show Video Clips | MTV. ციტირების თარიღი: 2020-03-26
  21. V Exclusive! Elle Varner on How She Was Discovered, Mixtape and Upcoming Debut Album (January 25, 2012). ციტირების თარიღი: 2020-03-26