ეკატერინე ვერულაშვილი
ეკატერინე ვარლამის ასული ვერულაშვილი (დ. 31 აგვისტო, 1917, თბილისი, — გ. 28 სექტემბერი, 1973, იქვე) — ქართველი მსახიობი. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1966). ეპიზოდური როლების ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებელი ქართულ თეატრსა და კინოში.
დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (1940). მსახიობად მუშაობდა ქუთაისის, ხაშურის, გორისა და თელავის სახელმწიფო დრამატულ თეატრებში, ხოლო 1955 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში.
შექმნა არაერთი სახასიათო და კომედიური სახე, მათ შორის ქაბატო (ა. ცაგარლის „ხანუმა”), ლამაზისეული (ი. ჭავჭავაძის „კაცია ადამიანი?!”), სოფი (ფ. შილერის „ვერაგობა და სიყვარული”), მუზა (კ. ბუაჩიძის „მკაცრი ქალიშვილები”) და სხვ. კინოფილმებში შეასრულა ოცამდე სახასიათო როლი, რომელთაგანაც განსაკუთრებით აღსანიშნავია: სასიდედრო (მ. კობახიძის „ქორწილი”, 1964), დამსვენებელი ქალი („წარსული ზაფხული”, 1959), მეზობელი („კეთილი ადამიანები”; 1961), ჭორიკანა („მალე გაზაფხული მოვა”, 1967), დედა („ალადინის ჯადოსნური ლამპარი”, 1967) და სხვ.
ფილმოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1958 — სხვისი შვილები
- 1959 — წარსული ზაფხული — დამსვენებელი ქალი
- 1961 — ერთი ცის ქვეშ — კოსმეტოლოგი
- 1961 — კეთილი ადამიანები — მეზობელი
- 1962 — მე, ბებია, ილიკო და ილარიონი — სოფლელი ქალი
- 1962 — გზაში — დარეჯანი
- 1963 — ცეროდენა რაინდები — პელაგო
- 1964 — ქორწილი — სასიდედრო
- 1965 — ვინ შეკაზმავს ცხენს — მარასა
- 1965 — მიხა — სოფლელი ქალი
- 1965 — ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი — ფოსტის თანამშრომელი
- 1965 — მე ვხედავ მზეს — თხის პატრონი
- 1966 — შეხვედრა წარსულთან — ეფროსინე
- 1967 — მალე გაზაფხული მოვა — ჭორიკანა
- 1967 — ალადინის ჯადოსნური ლამპარი — ალადინის დედა
- 1968 — განგაში
- 1969 — მოლოდინი — კატუშა
- 1969 — არ იდარდო! — თამარი
- 1969 — დიდედები და შვილიშვილები — მათიკო
- 1970 — ჩემი ქალაქის ვარსკვლავი — მამიდა
- 1971 — გელა — სპეკულანტი
- 1972 — როცა აყვავდა ნუში — მეზობელი
- 1973 — ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი(რუსული)ქართ. — მის უოტსონი („მოსფილმი“)
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 253.