კატერინა სიენელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კატერინა სიენელი
Caterina da Siena
Catherine of Siena.jpg
დაიბადა 25 მარტი 1347
სიენა
გარდაიცვალა 29 აპრილი 1380 (33 წლის)
რომი[1]
დასაფლავებულია სანტა-მარია-სოპრა-მინერვა
ხსენების დღე 29 აპრილი
მოღვაწეობა Catholic religious, პოლიტიკოსი, ფილოსოფოსი, მწერალი და დიპლომატი
ენა იტალიური ენა

კატერინა სიენელი (იტალ. Caterina da Siena; დ. 25 მარტი, 1347, სიენა — გ. 29 აპრილი, 1380, რომი), ასევე ცნობილი, როგორც ეკატერინე სიენელირომის კათოლიკე ეკლესიის წმინდანი, დომინიკური ორდენის წევრი მონაზონი, სქოლასტიკოსი, ფილოსოფოსი, თეოლოგი და მისტიკოსი. მისტიკური ხილვების საფუძველზე აცხადებდა, რომ იესო ქრისტეს სძალი იყო, რის ნიშნადაც მისგან ბოძებულ უხილავ ბეჭედს ასახელებდა თავის წერილებში[2][3].

1939 წლის 18 ივნისიდან წმინდა კატერინა სიენელი ფრანცისკე ასიზელან ერთად იტალიის მფარველ წმინდანად არის გამოცხადებული[4]. 1970 წლის 3 ოქტომბერს პაპმა პავლე VI-მ[5] ეკლესიის მასწავლებლად გამოაცხადა, ხოლო 1999 წლის 1 ოქტომბერს პაპმა იოანე პავლე II-მ ევროპის ექვს მფარველ წმინდანთა შორის შეიყვანა ბენედიქტე ნურსიელთან, კირილე და მეთოდესთან, ბრიჯიტა შვედთან და ედით შტაინთან ერთად[6][7].

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუტილიო მანეტი. წმინდა კატერინა სიენელის სტიგმატიზაცია

კატერინა სიენელის თხზულებებს შორის დიდი ადგილი უკავია მის ტრაქტატებს, რომლებიც ექსტაზის განცდის დროს იქმნებოდა. ეს მოიცავს ოთხ დიალოგს[8]:

  • „ტრაქტატი ღვთაებრივი პროვიდენციისა“
  • „ტრაქტატი კეთილგონიერებისა“
  • „ტრაქტატი ლოცვისა“
  • „ტრაქტატი მორჩილებისა“

აქედან ყველაზე მნიშვნელოვანია „ტრაქტატი ღვთაებრივი პროვიდენციისა“, რომლის წერაც დაიწყო 1377 წლის ოქტომბერს და დასრულდა 1378 წლის ნოემბერს. წარმოადგენს ექსტაზურ დიალოგს ღმერთამდე „ამაღლებულ“ სულსა და თავად ღმერთს შორის. კატერინას თანამედროვენი ერთხმად აცხადებენ, რომ ყველა მათგანს წმინდანი თავად კარნახობდა მათ ტექსტს, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ თავადაც შეიძლებოდა შეეტანა გარკვეული ცვლილებები ნაწერებში.

კატერინას წერილები მიჩნეულია ადრეული ტოსკანური ლიტერატურის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად. მათგან დიდ ნაწილს თავად კატერინა კარნახობდა კარნახობდა, სანამ წერას ისწავლიდა. შემორჩენილია სულ 300-მდე წერილი. რომის პაპისადმი გაგზავნილ ეპისტოლეებში ხშირად მოიხსენიებს მას, როგორც „პაპას“ („Papa“) ფორმალური მიმართვის ფორმის, „უწმინდესობის“ ნაცვლად. მის ადრესატა შორის არიან რაიმონდ კაპუა, საფრანგეთისა და უნგრეთის მეფეები, მილანის ვისკონტების საგვარეულოს წევრები და არაერთი სასულიერო პირი. მის ადრესატთა ერთი-მესამედი ქალია.

შემორჩენილია კატერინა სიენელის დაწერილი 26 ლოცვა, რომელთა უმეტესი ნაწილი შესრულებული აქვს სიცოცხლის ბოლო თვრამეტი თვის განმავლობაში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]