დჰარამსალა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასახლებული პუნქტი
დჰარამსალა
ჰინ. धर्मशाला
ტიბ. དྷ་རམ་ས་ལ་
ინგლ. Dharamsala
ქვეყანა ინდოეთის დროშა ინდოეთი
კოორდინატები 32°12′55″ ჩ. გ. 76°19′07″ ა. გ. / 32.21528° ჩ. გ. 76.31861° ა. გ. / 32.21528; 76.31861
ფართობი 29.51 კმ²
ცენტრის სიმაღლე 1457±1 მეტრი
მოსახლეობა 19 034 (2001)
სასაათო სარტყელი UTC+05:30
სატელეფონო კოდი 1892
საფოსტო ინდექსი 176215
ოფიციალური საიტი https://himachaltourism.gov.in/destination/dharamshala/
დჰარამსალა — ინდოეთი
დჰარამსალა
დაჰარამსალას ხედები

დჰარამსალა (ჰინდიधर्मशाला, ტიბეტური དྷ་རམ་ས་ལ་) — ქალაქი ინდოეთში, ჰიმაჩალ-პრადეშის შტატშის კანგრას ოლქში.

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დჰარამსალას დასახელება წარმოდგა სანსკრიტული სიტყვების დჰარმასა (धर्म) და შალასაგან (शाला), რომელიც ითარგმნება დაახლოებით, როგორც „სულიერი საცხოვრებელი“ ან უფრო ზუსტად, როგორც „საკურთხეველი“.

ჰინდი ენაზე დჰარამსალა ნიშნავს თავშესაფარს ან სასტუმრო სახლი მომლოცველთათვის. ტრადიციულად, ასეთი „დჰარამსალები“ შენდებოდა სასულიერო ცენტრებთან ახლოს (ჩვეულებრივ, მოშორებულ ადგილებში), რათა უზრუნველეყოთ დასასვენებელი ადგილი მომლოცველთათვის. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ქალაქმა დასახელება მიიღო ერთ-ერთი ასეთი ცნობილი დჰარამშალას სიახლოვესთან მდებარეობის გამო.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დჰარამსალას ისტორია უძველესი დროიდან დაკავშირებულია ინდუიზმთან და ბუდიზმთან.

XVIII სს. ტიბეტიდან დევნილები აშენებდნენ აქ მრავალ მონასტერს, თუმცა ითვლება, რომ მონასტრებს ტრადიციული ინდუსური შენობების სახე ჰქონდა. აქ ადგილობრივი მოსახლეობა (ე.წ. გადები) თითქმის მთლიანად ინდუსია. აქ გავრცელებულია ძირითადად შივას და დურგას კულტები.

1848 წელს ეს რაიონი დაიპყრეს ინგლისელებმა და ერთი წლის შემდეგ ქალაქში განლაგდა სამხედრო გარნიზონი. 1852 დჰარამსალა გახდა კანგრის ოლქის ადმინისტრაციული დედაქალაქი და ბრიტანელთა შორის პოპულარული სამთო სადგური (კურორტი).

1905 წელს ძლიერი მიწისძვრის შედეგად ქალაქი მთლიანად დაინგრა, დაახლოებით 20 000 ადამიანი გარდაიცვალა. მიწისძვრის შემდეგ, სამთავრობო დაწესებულებები გადავიდა ქალაქ შიმლაში, რომელიც ტექტონიკური ძვრების ზოლზე არ მდებარეობს და აქ სეისმოსაშიშროების საფრთხე ნაკლებია. დჰარრამსალაში ამჯამადაც ხდება მცირე სიმძლავრის მიწისძვრები.

1959 წელს დალაი ლამა XIV დატოვა ტიბეტი, ხოლო 1960 წელს ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ჯავაჰარლალ ნერუსგან მიიღო მიწვევა - დჰარამსალაში ტიბეტის ხელისუფლების სამუშაოდ და საცხოვრებლად. დღემდე აქვე ტარდება ტიბეტის საკანონმდებლო ორგანოს - ტიბეტის სახალხო დეპუტატთა ასამბლეის სესიები.

მას შემდეგ მრავალი ტიბეტელი დევნილი დასახლდა ქალაქში. მათი უმრავლესობა ცხოვრობს ქალაქის ზედა ნაწილში, ზემო დჰარამსალაში (მაკლეოდ-განჯში). აქ მათ დააფუძნეს მონასტრები, ეკლესიები, სკოლები. ქალაქს ზოგჯერ „მცირე ლჰასას“ უწოდებენ, ის აგრეთვე გახდა ტურისტული და კომერციული ცენტრი.

2002 წლიდან დჰარამსალაში ტარდება კონკურსი „მის ტიბეტი“.

ფიზიკურ-გეოგრაფიული დახასიათება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დჰარამსალას ხედი მაკლეოდ-განჯიდან

ქალაქი მდებარეობს ზღვის დონიდან საშუალოდ 1457 მ. სიმაღლეზე, მისი ფართობი შეადგენს — 8,51 კმ². დჰარამსალა განლაგებულია კანგრის ხეობაში, დაულადარის ქედის ძირში. ქალაქი მკვეთრად არის გაყოფილი ორ ნაწილად: ქვედა დჰარამსალა (ადმინისტრაციული და საქმიანი ცენტრი) და ზედა დჰარამსალა (მაკლეოდ-განჯი). მაკლეოდ-განჯი მდებარეობს გზიდან 9 კმ. ის მოშორებით 460 მ. სიმაღლეზე. აქ მდებარეობს დალაი-ლამას რეზიდენცია. ქალაქის ეს უბანი ქვედა ნაწილს უკავშირდება მხოლოდ ვიწრო გზით, რომელზე მგზავრობაც შესაძლებელია მხოლოდ ტაქსით ან მცირე ზომის ავტომობილით. მაკლეოდ-განჯი მდებარეობს ფიჭვნარში, ჰიმალაის მუხებსა და როდოდენდრონთა გარემოცვაში. ხეობის ქვედა ნაწილში გავრცელებულია ბრინჯის, ჩაის და მარცვლეული კულტურების პლანტაციები.

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქის კლიმატი სუბტროპიკულია. განიცდის მუსონების გავლენას. ზაფხული იწყება აპრილის დასაწყისში და გრძელდება ივნისის შუა რიცხვებამდე. მაქსიმალური საშუალო ტემპერატურა ივნისის დასაწყისში არის 36 °C. ივლისიდან სექტემბრამდე გრძელდება მუსონური სეზონი. ამ პერიოდში ნალექების რაოდენობა შეადგენს 3000 მმ. რაც დჰარამსალას შტატის ერთ-ერთ ყველაზე ტენიან ადგილად აქცევს. შემოდგომა გრძელდება ოქტორმბრიდან ნოემბრის ბოლომდე. შემოდგომაზე საშუალო ტემპერატურა უტოლდება 16-17 °C-ს. ზამთარი იწყება დეკემბერში და გრძელდება თებერვლის ბოლომდე. ზედა დჰარამსალისთვის თოვლი ჩვეულებრივი მოვლენაა, ქალაქის ქვედა ნაწილში კი თოვლი თითქმის არ მოდის. ზამთრის მიწურულს კი კვლავ იწყება მოკლე და სასიამოვნო გაზაფხული. დაულადარის ქედი ჩვეულებრივ, მთელი წლის მანძილზე დაფარულია თოვლით, თუმცა უკანასკნელ დროს ის კარგავს თოვლის საბურველს გამომშრალ პერიოდებში.

ქალაქში სტუმრობისათვის საუკეთესო პერიოდია გაზაფხული და შემოდგომა.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2001 წლის აღწერების მიხედვით, ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 19 034. აქედან, მამაკაცი — 55 %, ქალი — 45 %. განათლების დონე — 77 %, რაც განათლების საერთო-ეროვნული დონის 59,5 % მაჩვენებელია. დჰარამსალაში განათლების დონე მამაკაცთა შორის — 80 %, ქალთა შორის — 73 %, მოსახელობის 9 % 6 წელზე უმცროსი ასაკისაა.

ქალაქში ცხოვრობს დაახლოებით 5000 ტიბეტელი დევნილი.

ტრანსპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უახლოესი აეროპორტი მდებარეობს დჰარამსალადან 20 კმ. ქალაქ კანგრის სიახლოვეს. ტურისტების უმრავლესობა მოძრაობს რკინიგზის და ავტობუსების საშუალებით.

დელიდან ყოველდღიურად გამოდის ტურისტური ავტობუსები, ავტობუსის გასვლა ხდება დაახლოებით საღამოს 19 სთ-ზე და მაკლეოდში ჩადის დაახლოებით დილის 6-7 სთ-ზე.

3,5 სთ სჭირდება ტაქსით დჰარამსალადან უახლოეს რკინიგზის სადგურამდე ჩოკი-ბანკამდე მისვლას.

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დალაი-ლამა XIV-ს რეზიდენცია.
  • რეზიდენციის სიახლოვეს ცუგლაკანგის მონასტერი.
  • ბაგსუს დასახლებასთან მდებარე ჩანჩქერი.
  • ბიბლიოთეკა, ტიბეტური წიგნების დიდი საცავი.
  • საჰაჯი-იოგის ტაძარი. მის გზაზე მდებარეობს წმინდა ტბა.
  • დჰარამკოტი, მდებარეობს 14 კმ. სიმაღლეზე.
  • კარმაპის რეზიდენცია.
  • ტიბეტური მედიცინისა და ასტროლოგია მენ-ცი-კანის ინსტიტუტი.
  • ტიბეტური ენისა და კულტურის შენარჩუნების ნორბულინკის ინსტიტუტი.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]