აშელის კულტურა
აშელის კულტურა — ქვედა პალეოლითის პერიოდის პირველი ადამიანური კულტურა (1,7–0,1 მლნ წლის წინ), რომელიც გავრცელებული იყო აფრიკაში, დასავლეთ აზიასა და ევროპაში. აერთიანებდა ქვის ხანის ადამიანებს, ჰომო-ერექტუსსა და ჰომო-ჰაბილისს. სახელწოდება მიიღო საფრანგეთში პიკარდიის ქალაქ ამიენის მახლობლად მდებარე სენტ-აშელის კომუნის მიხედვით სადაც აღმოჩენილია კულტურის პირველი ნამოსახლარები. ევროპაში იგი შეცვალა მუსტიეს კულტურამ, ხოლო აფრიკაში სანგოის კულტურამ.
საქართველოს ტერიტორიაზე აშელის კულტურის 50-მდე ნამოსახლარია აღმოჩენილი, მათ შორის აღსანიშნავია იაშთხვა და ბირცხა სოხუმთან, ლაშე-ბალთა ისტორიულ შიდა ქართლში, სარბები და ჯოყოეთი ჭიათურის რაიონში. განსაკუთრებით საყურადღებოა მრავალფენიანი ძეგლები — კუდარო I და წონა. აშელის კულტურის ნამოსახლარები ცნობილია სომხეთში (სატანი-დარი, არზნი, ჯრაბერი), აზერბაიჯანში (აზიხის მღვიმე), ჩრდილოეთ კავკასიაში (აბაძეხსკაია), უკრაინაში (ლუკა-ყრუბლევეცკაია) და სხვა ადგილებში. აშელის კულტურა შეცვალა მუსტიეს კულტურამ.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- თუშაბრამიშვილი დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, გვ. 67, თბ., 1977 წელი.