აბესალომ ვეკუა
| აბესალომ ვეკუა | |
|---|---|
| დაბ. თარიღი | 1 ნოემბერი, 1925[1] |
| დაბ. ადგილი | ფოთი, საქართველოს სსრ |
| გარდ. თარიღი | 19 თებერვალი, 2014[1] (88 წლის) |
| გარდ. ადგილი | თბილისი |
| მოქალაქეობა |
|
| საქმიანობა | პალეონტოლოგი და პალეოათროპოლოგი[1] |
| ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
| სამეცნიერო ხარისხი | გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი |
| ჯილდოები | ღირსების ორდენი |
აბესალომ კაპიტონის ძე ვეკუა (დ. 1 ნოემბერი, 1925, ფოთი — გ. 19 თებერვალი, 2014) — ქართველი მეცნიერი, პალეონტოლოგი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია–გეოლოგიის ფაკულტეტი 1956 წელს. 1956-1957 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პალეობიოლოგიის ინსტიტუტის მხაზველი; უმცროსი, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, 1957-1979 წლებში დირექტორის მოადგილე, 1979 წლიდან ხერხემლიანთა განყოფილების ხელმძღვანელი; საქართველოს ეროვნული მუზეუმის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი. გამოქვეყნებული აქვს 229 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 10 მონოგრაფია.
განუზომელია აბესალომ ვეკუას წვლილი ქართული პალეონტოლოგიის განვითარებაში. მისი ნაშრომები გამოქვეყნებულია აშშ-ის, ინგლისის, ესპანეთის, რუსეთის, გერმანიის, იტალიის, საფრანგეთისა და სხვა ქვეყნების მეცნიერულ გამოცემებში, მათ შორის მსოფლიოს უმაღლესი რეინტიგის მქონე სამეცნიერო ჟურნალებში Nature-სა და Science-ში. მან აღმოაჩინა და შეისწავლა მეცნიერებისთვის მანამდე უცნობ ცხოველთა სახეები. ვეკუა არის საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი მეცნიერების დარგში (2004), ღირსების ორდენის კავალერი (2001), ქ. ფოთის საპატიო მოქალაქე (2003).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სამუშია ჯ., ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი „ისტორიანი“, №3 (39), 2014, მარტი. — გვ. 11.
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 237.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 3 საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — 2001.