შინაარსზე გადასვლა

დიმიტრი გაბუნია

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დიმიტრი გაბუნია
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
18 დეკემბერი, 2018 – 31 მარტი, 2021
პრეზიდენტი  სალომე ზურაბიშვილი
პრემიერ-მინისტრი  მამუკა ბახტაძე
გიორგი გახარია
ირაკლი ღარიბაშვილი
წინამორბედიანა ნაცვლიშვილი
მემკვიდრეთამარ ტყეშელაშვილი

დაბადებული10 თებერვალი, 1977 (1977-02-10) (47 წლის)
მოქალაქეობასაქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
განათლებათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
პროფესიაიურისტი
ჯილდოები2006 წლის ადვოკატი

დიმიტრი გაბუნია (დ. 10 თებერვალი, 1977) — ქართველი იურისტი, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანი 2018-2021 წლებში.

დიმიტრი გაბუნიას მამა ერთ-ერთია იმ 2300 ადამიანიდან, რომელთა უმრავლესობა, 90-იანი წლების კონფლიქტისა და 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, დაკარგულად ითვლება.[1]

დიმიტრი გაბუნიამ პროფესიული მოღვაწეობა სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტისა და ამავე ფაკულტეტის სამოქალაქო სამართლის კათედრის ასპირანტურის დამთავრების შემდგომ, 1998 წელს, საჯარო სამსახურით — საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტში დაიწყო და 2000 წლიდან გაგრძელდა იურიდიულ ფირმა „კორძაძე და სვანიძე – ადვოკატებში“. [2]

დიმიტრი გაბუნიას პროფესიული მოღვაწეობის სფერო მოიცავდა სამოქალაქო, სახელშეკრულებო, ადმინისტრაციულ, კორპორაციულ და ინტელექტუალურ სამართალს. ამასთანავე, მისი საქმიანობის სფერო მოიცავდა ისეთი საკითხების დარეგულირებას, რაც დაკავშირებულია უძრავ ქონებასთან, შრომისა და საგადასახადო სამართალთან.[2]

2003–2007 წლებში დიმიტრი ხელმძღვანელობდა თბილისის საარბიტრაჟო პალატას და ამასთანავე იგი ავიაკომპანია „სქაი ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრია.[2]

კარიერის მანძილზე მიღებული აქვს სხვადასხვა ჯილდო, მათ შორის 2006 წელს იგი დასახელდა წლის ადვოკატად.[2]

2018 წელს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიმიტრი გაბუნია საპარლამენტო მდივნად დანიშნა. სალომე ზურაბიშვილის მიერ ამ პოსტზე გაბუნიას შესაძლო დანიშვნის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაციებმა ამ გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდეს. [3]

განცხადების ავტორები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო სამსახურში ასეთ მაღალ თანამდებობას არ უნდა იკავებდეს ადამიანი, რომელიც გენდერულად არამგრძნობიარეა და და რომელმაც „სექსუალური შევიწროება ლამის ნორმად და მისსავე პირად პრაქტიკად წარმოგვიჩინა“; დიმიტრი გაბუნია სექსუალურ შევიწროებაში მხილებული ზვიად დევდარიანის უფლებების დამცველია.[2] 2021 წლის 31 მარტს გაბუნიამ პირადი განცხადების საფუძველზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის პოსტი დატოვა.

ფლობს გერმანულსა და რუსულ ენებს.[2][4]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]