შინაარსზე გადასვლა

დივერგენტი (ფილმი)

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„დივერგენტი“
ინგლ. Divergent
ჟანრი უტოპიური
სამეცნიერო ფასტატიკა
მძაფრ-სიუჟეტიანი
რეჟისორი ნილ ბურგერი
პროდიუსერი

დაგლას ვიკი

ლუსი ფიშერი
ეფუძნება „დივერგენტი“
ვერონიკა როთი
როლებში
კომპოზიტორი თომას ჰოლკენბორგი
სტუდია Red Wagon Entertainment
Summit Entertainment
დისტრიბუტორი Lionsgate Films
ხანგრძლივობა 140 წუთი
ქვეყანა აშშ-ის დროშა ამერიკის შეერთებული შტატები
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 85 მილიონი აშშ დოლარი
შემოსავალი 288.9 მილიონი აშშ დოლარი

დივერგენტი (ინგლ. Divergent) — 2014 წლის ამერიკული უტოპიური სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის მძაფრ-სიუჟეტიანი ფილმი, რომლის რეჟისორია ნილ ბურგერი. ფილმი გადაღებულია ვერონიკა როტის 2011 წლის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით. ფილმი დივერგენტის სერიის პირველი ნაწილია. დივერგენტის პროდიუსერი იყო ლუსი ფიშერი, პუია შაჰბაზიანი და დუგლას ვიკი, ხოლო სცენარის ავტორები: ევან დაუერტი და ვანესა ტეილორი.[1] ფილმში მასში მონაწილეობენ მსახიობები: შეილნ ვუდლი, თეო ჯეიმზი, ეშლი ჯადი, ჯეი კორტნი, რეი სტივენსონი, ზოი კრავიცი, მაილს ტელერი, ტონი გოლდვინი, ანსელ ელგორტი, მეგი ქიუ და ქეით უინსლეტი.[2][3] სიუჟეტი ვითარდება უტოპიურ და პოსტპოკალიპტურ ჩიკაგოში [4] სადაც ადამიანები ფრაქციებში არიან განაწილებული და ჯგუფებად იყოფიან. ბეატრის პრიორი (შეილნ ვუდლი) აღმოაჩენს, რომ ის განსხვავებულია და არც ერთ ჯგუფს არ ეკუთვნის. იგი გაიგებს, რომ ერთი შეხედვით სრულყოფილ საზოგადოებაში ბოროტი შეთქმულება მძვინვარებს.

ფილმის განვითარება დაიწყო 2011 წლის მარტში, როდესაც Summit Entertainment– მა რომანზე ფილმის გადაღების უფლებები მიიღო დუგლას ვიკთან და ლუსი ფიშერთან საპროდიუსერო კომპანია Red Wagon Entertainment-თან ერთად. ძირითადი გადაღებები დაიწყო 2013 წლის 16 აპრილს და დასრულდა 2013 წლის 16 ივლისს. გადასაღები მოედანი მეტწილად ჩიკაგოში იყო მოწყობილი.

დივერგენტის პრემიერა 2014 წლის 21 მარტს, შეერთებულ შტატებში შედგა. ფილმს კრიტიკოსების მხრიდან არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. ისინი აქებდნენ ფილმის მოქმედებათა თანმიმდევრობას და შესრულებებს (განსაკუთრებით ვუდლის შესრულება). ფილმმა მთელს მსოფლიოში 288 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა, ხოლო მისი ბიუჯეტი 85 მილიონი დოლარი იყო.[5][6] იგი გამოვიდა DVD-სა და Blu-ray-ზე 2014 წლის 5 აგვისტოს.[7]

წარმოებამდელი პერიოდი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2011 წლის მარტში, Summit Entertainment– მა მიიღო დივერგენტის გადაღების უფლებები დუგლას ვიკთან და ლუსი ფიშერის მწარმოებელ კომპანიასთან Red Wagon Entertainment– თან.[8] ნილ ბურგერი ფილმის რეჟისორად გამოცხადდა 2012 წლის 23 აგვისტოს. [9] ევან დოგერტიმ, რომელიც სცენარის ავტორია ვანესა ტეილორთან ერთად, თქვა: „ფილმის სიმძიმე ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ აღსანიშნავია ტრისისა და ფორის სიყვარულის ისტორიაც. ეს არსებითად და განუყოფელად უკავშირდება ტრისის პერსონაჟის მოგზაურობას.”[10]

ჩიკაგოს ეშმაკის ბორბალი. ადგილი, სადაც ფილმის სცენებია გადაღებული

გადაღებები დაიწყო ჩიკაგოში 2013 წლის 16 აპრილს და დასრულდა 2013 წლის 16 ივლისს. [11] [12] [13] პრაქტიკულად, ყველა სცენა ჩიკაგოში გადაიღეს. Cinespace Chicago Film Studios- ში ასევე გადაიღეს ზოგიერთი სცენა[14] გადაღებები ასევე შედგა საზღვაო ძალების პიერ ფერის ეშმაკის ბორბალზე. მთელ ტერიტორიას სპეციალურად აბინძურებდნენ და ჟანგს უკეთებდნენ, სხენები რომ მეტად უტოპიური გამოჩენილიყო.[15] დამატებითი სცენები გადაღებულია 57-ე ქუჩაზე და ელისის გამზირზე ჩიკაგოს უნივერსიტეტის მახლობლად, [16] ფედერალურ ქუჩაზე[17] და მიჩიგანის გამზირზე.[18] სცენები გადაიღეს ჩიკაგოს უნივერსიტეტის ჯოსა და რიკა მანსუეტოს ბიბლიოთეკაშიც.[19]

დივერგენტის შემოსავალმა ჩრდილოეთ ამერიკაში 150,9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, სხვა ქვეყნებში კი 137,9 მილიონი დოლარი სხვა ქვეყნებში, რამაც მთლიანი შემოსავალი, 288,9 მილიონი აშშ დოლარი განაპირობა. ყველა ხარჯის გაანგარიშებით, Deadline Hollywood-მა დაადგინა, რომ ფილმის მოგებამ 71,77 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.[20]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Adam Chitwood. (July 20, 2013) Neil Burger's DIVERGENT Starring Shailene Woodley, Theo James, and Kate Winslet to Be Released in IMAX. Collider.com. ციტირების თარიღი: March 25, 2013
  2. Schillaci, Sophie (May 15, 2013). 'Divergent': Shailene Woodley Braves Initiation in New Film Still (Photo)“. The Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: June 6, 2013.
  3. Hillary Busis. (May 1, 2013) 'Divergent': The movie's most highly anticipated scenes—and a few we're worried about. Entertainment Weekly. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 5, 2013. ციტირების თარიღი: June 6, 2013
  4. Business Done by Divergent on 5th Day | Tuesday Box Office Income (March 24, 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 2, 2014. ციტირების თარიღი: დეკემბერი 31, 2020.
  5. Gregg Kilday (September 12, 2012). „Summit Sets Release Date for Film Adaptation of 'Divergent'. The Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: March 25, 2013.
  6. Weekend Wrap-Up.
  7. DIVERGENT- Look For it On Blu-ray & DVD August 5!.
  8. „Summit Entertainment's Post-'Twilight' Plans Are 'Divergent'. ციტირების თარიღი: June 6, 2013. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  9. Eisenberg, Eric. (August 23, 2012) 'Limitless' Director Neil Burger Drops 'Uncharted: Drake's Fortune', Is In Talks For 'Divergent'. ციტირების თარიღი: February 27, 2020
  10. 'Divergent' Movie Scoop: Screenwriter Evan Daugherty Spills on the Adaptation“. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 3, 2013. ციტირების თარიღი: დეკემბერი 31, 2020. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  11. Picture and video from 'Divergent' movie set in Chicago: Houses in Abnegation? What do you think this is?. ციტირების თარიღი: May 24, 2013
  12. „First Look: Shailene Woodley faces knives in 'Divergent' -- Exclusive Photo“. ციტირების თარიღი: May 24, 2013. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  13. Comic-Con 2013: Shailene Woodley Says 'Divergent' Is Not a Superhero Movie. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 20, 2013. ციტირების თარიღი: July 20, 2013
  14. Gomez, Luis (June 23, 2013). „Blockbuster summer awaits movie-set fans Divergent, Jupiter Ascending and Transformers bring Hollywood to Chicago“. Chicago Tribune. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 24, 2014. ციტირების თარიღი: July 20, 2013.
  15. 'Divergent' movie set photos: Hugely anticipated ferris wheel scene being filmed on Navy Pier. ციტირების თარიღი: July 20, 2013
  16. 'Divergent' filming around the University of Chicago & 600 S Wells St this weekend. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 11, 2020. ციტირების თარიღი: დეკემბერი 31, 2020.
  17. New photos and videos of 'Divergent' filming in Chicago this weekend!. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 11, 2020. ციტირების თარიღი: დეკემბერი 31, 2020.
  18. Update New 'Divergent' filming locations spotted in Chicago for May 24, 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 11, 2020. ციტირების თარიღი: დეკემბერი 31, 2020.
  19. Students learn about feature filmmaking with 'Divergent' internships. ციტირების თარიღი: March 22, 2015
  20. No. 17 'Divergent' – 2014 Most Valuable Movie Blockbuster Tournament. ციტირების თარიღი: March 21, 2015