შეილინ ვუდლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შეილინ ვუდლი
დაბადების სახელი შეილინ დაიენ ვუდლი
დაბადების თარიღი 15 ნოემბერი, 1991 (1991-11-15) (32 წლის)
სიმი ველი, კალიფორნია, აშშ
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1999–დღემდე

შეილინ დაიენ ვუდლი (ინგლ. Shailene Woodley დ. 15 ნოემბერი, 1991)[1]ამერიკელი მსახიობი. პირველ როლებს შორის იყო ემი ჯორგენსი სერიალში „ამერიკელი თინეიჯერის საიდუმლო ცხოვრება“ (2008–2013) და ფელისიტი მერიმენი 2005 წლის ფილმში „ფელისიტი: ამერიკელი გოგონას თავგადასავალი“.

გარღვევა მოხდა როლით ფილმში „შთამომავლები“ (2011). ალექსანდრა კინგის როლის შესრულებამ დაიმსახურა კრიტიკოსების მაღალი შეფასება და ჯილდოები, მათ შორის დამოუკიდებელი სულის ჯილდო ქალის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისთვის და ნომინაცია ოქროს გლობუსი საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მეორეხარისხოვან როლში (ფილმის კატეგორიაში). 2013 წელს მან შეასრულა ეიმი ფინეკის როლი ფილმში „წარმტაცი დრო“. მისმა შესრულებმა კვლავ დაიმსახურა კრიტკოსთა აღიარება. 2013 წლის სანდენსის კინოფესტივალზე მან შესრულებული როლისთვის მიიღო ჟიურის სპეციალური ჯილდო და ნომინირებული იქნა დამოუკიდებელი სულის ჯილდოზე ქალის წამყვანი როლისთვის.

2014 წელს ვუდლიმ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა წამყვანი პერსონაჟების როლის შესრულებით, რომანების ეკრანიზაციებში - ბეატრის პრაიორის როლით, „დივერგენტში“ და ჰეზელ გრეის ლანკასტერის როლით ფილმში „ბედის ვარსკვლავის ბრალია“. [2]

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მხატვრული ფილმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
2008–2013 ამერიკელი თინეიჯერის საიდუმლო ცხოვრება The Secret Life of the American Teenager ემი ჯორგენსი
2005 ტფ ფელისიტი: ამერიკელი გოგონას თავგადასავალი Felicity: An American Girl Adventure ფელისიტი მერიმენი
2011 შთამომავლები The Descendants ალექსანდრა კინგი
2013 წარმტაცი დრო The Spectacular Now ეიმი ფინეკი
2014 თეთრი ჩიტი ქარ­ბუ­ქში White Bird in a Blizzard კეტ კონორი
2014 დივერგენტი Divergent ბეატრის პრაიორი
2014 ბედის ვარსკვლავის ბრალია The Fault in Our Stars ჰეიზელ გრეის ლანკასტერი
2015 დივერგენტის სერია: მეამბოხე The Divergent Series: Insurgent ბეატრის პრაიორი
2016 დივერგენტის სერია: ერთგული The Divergent Series: Allegiant ბეატრის პრაიორი
2016 სნოუდენი Snowden ლინდზი მილზი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Shailene Diann Woodley, Born 11/15/1991. California Birth Index. ციტირების თარიღი: 29 April 2014.
  2. Vilkomerson, Sara. (March 19, 2013) Shailene Woodley offered lead role for 'The Fault in Our Stars'. Entertainment Weekly. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 18, 2014. ციტირების თარიღი: March 19, 2013.