ენსელ ელგორტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ენსელ ელგორტი
დაბადების თარიღი 14 მარტი 1994
ნიუ-იორკი

ენსელ ელგორტი (დ. 14 მარტი, 1994)[1] — ამერიკელი მსახიობი, მომღერალი და დიჯეი (სახელწოდებით Ansølo).[2][3]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელგორტი დაიბადა ნიუ-იორკში,[4] ფოტოგრაფ არტურ ელგორტისა[5][6] და ოპერის რეჟისორ გრეტ ბარეტ ჰოლბის ოჯახში.[7][8][9] ჰყავს ძმა უორენი და და სოფი.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელგორტის, როგორც მსახიობის კარიერა 2013 წელს დაიწყო. მისი სადებიუტო ფილმი იყო „Carrie“, სტივენ კინგის წიგნის რიგით მესამე კინოადაპტაციაში ელგორტმა ითამაშა ტომი როსის მეორეხარისხოვანი როლი. გადასაღებ მოედანზე მისი კოლეგები იყვნენ ქლოი გრეის მორეცი და ჯულიანა მური. ფილმის მსოფლიო პრემიერა შედგა 2013 წლის ოქტომბერში. მისი რიგით მეორე ფილმი იყო „დივერგენტი“ (2014), სადაც ენსელმა ითამაშა კალებ პრიორის ბეატრისის ძმის (მთავარ როლს შაილენ ვუდლი ასრულებს) როლი. 2014 წელს ელგორტმა ითამაშა მამაკაცის მთავარი როლი ფილმში „ბედის ვარსკვლავის ბრალია“, რომელშიც მას პარტნიორობა კვლავ შაილენ ვუდლიმ გაუწია.[10] ფილმი დაფუძნებულია ჯონ გრინის იგივე სახელწოდების წიგნზე. 2014 წელს ელგორტმა ითამაშა ასევე ტიმ მუნის როლი ფილმში „მამაკაცები, ქალები და ბავშვები“.[11]

2015 წლის 19 მარტს შედგა ფილმის „დივერგენტი, თავი 2: ინსურგენტი“ პრემიერა. მსახიობმა ასევე ითამაშა „Baby Drive“-სა და „The Billionaires Club“-ში, რომლებიც მსოფლიომ იხილა, 2017 და 2018 წლებში. 2018 წლის ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ ენსელ ელგორტი შეასრულებს მთავარ როლს ფილმში, რომელსაც საფუძვლად უდევს ბროდვეის მიუზიკლი „West Side Story“.[12] ფილმის რეჟისორი იქნებოდა სტივენ სპილბერგი და გადაღებები დაიწყებოდა 2019 წლის გაზაფხულზე.[13]

2019 წლის სექტემბერში ეკრანზე გამოვიდა ფილმი „ჩიტბატონა“ დონა ტარტის რომანის მიხედვით, სადაც ენსელ ელგორტი მთავარ როლს ასრულებს.[14]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012 წელს ელგორტმა რომანი გააბა ბალერინა ვაიოლეტ კომიშანთან, რომელსაც ის სკოლაში სწავლის პერიოდში შეხვდა.[15] ისინი დაშორდნენ 2014 წლის აგვისტოში, მაგრამ 2015 წლის იანვარში აღადგინეს ურთიერთობა.[16]

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ქართულად ორიგინალი სახელწოფება როლი
2013 კერი Carrie ტომი როსი
2014 დივერგენტი Divergent კალებ პრაიორი
2014 ბედის ვარსკვლავის ბრალია The Fault in Our Stars ოგასტუს უოტერსი
2015 მამაკაცები, ქალები და ბავშვები Men, Women & Children ტიმ მუნი
2015 დივერგენტი, თავი 2: ინსურგენტი The Divergent Series: Insurgent კალებ პრაიორი
2016 ქაღალდის ქალაქები Paper Towns მეისონი
2017 დივერგენტი, თავი 3: კედლის მიღმა The Divergent Series: Allegiant კალებ პრაიორი
2017 ბეიბი დრაივერი Baby Driver ბეიბი/მაილსი
2018 დუბლიკატი Jonathan ჯონათანი
2018 მილიარდერების კლუბი Billionaire Boys Club ჯო ჰანტი
2019 ჩიტბატონა The Goldfinch თეოდორ დეკერი
2020 ვესტსაიდის ამბავი West Side Story ტონი

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Ward, Timothy Jack (1997-08-14). „Family Albums: A Pro's Take (With Tips)“. The New York Times. 0362-4331. ციტირების თარიღი: 2020-08-03.
  2. Ansel Elgort to Release Electronic Dance Music Record 'Unite' in April (Audio) (ინგლისური). The Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: 2020-08-03.
  3. Ansel Elgort Breaks Out With 'Baby Driver' and a Frank Ocean-Approved Singing Career: 'I'm Hopefully Going to Pull It All Off'. Billboard (2017-06-15). ციტირების თარიღი: 2020-08-03.
  4. Ansel Elgort - Page - Interview Magazine. interviewmagazine.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-06-09. ციტირების თარიღი: 2020-08-03.
  5. Look Back at Arthur Elgort’s Most Stunning Fashion Photos (ინგლისური). The Cut (2015-01-15). ციტირების თარიღი: 2020-08-03.
  6. Mark Holgate. Photographer Arthur Elgort To Be Given the CFDA Board of Directors Award Tonight (ინგლისური). Vogue. ციტირების თარიღი: 2020-08-03.
  7. Liesl Schillinger. Breaking Out: Ansel Elgort Goes from High School to Off Broadway in Regrets (ინგლისური). Vogue. ციტირების თარიღი: 2020-08-03.
  8. At Home With the Elgort Family (ინგლისური). PAPER (2014-09-04). ციტირების თარიღი: 2020-08-03.
  9. Paid Notice: Deaths HOLBY, AASE, GRETHE (ინგლისური). query.nytimes.com. ციტირების თარიღი: 2020-08-03.
  10. Movies (ინგლისური). EW.com. ციტირების თარიღი: 2020-08-03.
  11. Jason Reitman's 'Men, Women & Children' Adds Emma Thompson, Judy Greer, Dean Norris (ინგლისური). The Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: 2020-08-03.
  12. Dave McNary, Dave McNary. (2018-10-01) Ansel Elgort to Star in Steven Spielberg’s ‘West Side Story’ (ინგლისური). Variety. ციტირების თარიღი: 2020-08-03.
  13. СМИ: главную роль в "Вестсайдской истории" Стивена Спилберга сыграет Энсел Элгорт (რუსული). tass.ru. ციტირების თარიღი: 2018-10-03.
  14. Justin Kroll, Justin Kroll. (2017-10-04) Ansel Elgort Offered Lead Role in ‘Goldfinch’ Adaptation (ინგლისური). Variety. ციტირების თარიღი: 2020-08-03.
  15. Harrison, Lily (27 августа 2014). „Ansel Elgort and High School Sweetheart Violetta Komyshan Break Up“. E! News (ინგლისური). შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  16. Petit, Stephanie (14 марта 2018). „Ansel Elgort & Violetta Komyshan's Relationship“. People (ინგლისური). შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)