დიეგო ლოპესი
|
| |||
| პირადი მონაცემები | |||
|---|---|---|---|
| სრული სახელი | დიეგო ლოპეს როდრიგესი | ||
| დაბადების თარიღი | 3 ნოემბერი, 1981 | ||
| დაბადების ადგილი | პარადელა, ესპანეთი | ||
| სიმაღლე | 196 სმ | ||
| სათამაშო პოზიცია | მეკარე | ||
| ახალგაზრდული კარიერა | |||
| 1994-1999 | ლუგო | ||
| პროფესიონალური კარიერა* | |||
| წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
| 1999–2000 | ლუგო | 0 | (0) |
| 2000–2003 | რეალ მადრიდი C | 57 | (0) |
| 2001–2002 | → ალკორკონი | 0 | (0) |
| 2003–2005 | რეალ მადრიდი B | 41 | (0) |
| 2005–2007 | რეალ მადრიდი | 2 | (0) |
| 2007–2012 | ვილიარეალი | 172 | (0) |
| 2012–2013 | სევილია | 8 | (0) |
| 2013–2014 | რეალ მადრიდი | 52 | (0) |
| 2014–2017 | მილანი | 36 | (0) |
| 2016–2017 | → ესპანიოლი | 35 | (0) |
| 2017–2022 | ესპანიოლი | 160 | (0) |
| ეროვნული ნაკრები | |||
| 2009 | ესპანეთი | 1 | (0) |
| 2005 | გალისია | 3 | (0) |
|
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება | |||
დიეგო ლოპეს როდრიგესი (ესპ. Diego López Rodríguez; დ. 3 ნოემბერი, 1981; პარადელა, ლუგო, გალისია, ესპანეთი) — ესპანელი ფეხბურთელი, საფეხბურთო კლუბ „ესპანიოლის“ მეკარე.
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საკლუბო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლოპესი არის „მადრიდის რეალის“ აკადემიის აღზრდილი. მცირე სათამაშო დროის გამო ის გადაბარგდა „ვილიარეალში“, სადაც 2007-2012 წლებში თამაშობდა. 2012 წლის 22 მაისს, გააფორმა კონტრაქტი „სევილიასთან“. 2013 წლის 26 იანვარს კი დაბრუნდა თავის მშობლიურ კლუბში, „რეალში“, რადგან კასილიასმა ხელზე მძიმე დაზიანება მიიღო[1][2]. დიეგომ 25 ნომერი აიღო. ამჟამად იგი ირიცხება მილანის შემადგენლობაში, 1 ნომრიანი მაისურით.
სანაკრებო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დიეგო ლოპესი ნაკრებში 2009 წელს გამოიძახეს, კონფედერაციის თასზე სათამაშოდ, თუმცა მას არც ერთ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია. ერთადერთი შეხვედრა ნაკრებში, მან, მაკედონიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართა სკოპიეში (2-3). მეორე ტაიმის შუაში ის პეპე რეინას ნაცვლად შევიდა მოედანზე და გოლი არ გაუშვია[3].
ტიტულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საკლუბო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ესპანეთის ჩემპიონი: 2006/07
- ესპანეთის თასის გამარჯვებული: 2013/14, ფინალისტი: 2012/13
- ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული: 2013/14
სანაკრებო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კონფედერაციის თასი: მე-3 ადგილი, 2009
ინდივიდუალური
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ესპანეთის პრიმერა დივიზიონის თვის ფეხბურთელი: ნოემბერი, 2016
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-26. ციტირების თარიღი: 2013-02-24.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-25. ციტირების თარიღი: 2013-02-24.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2013-02-24.
| |||||
- დაბადებული 1981
- ესპანელი ფეხბურთელები
- ლუგოს ფეხბურთელები
- მადრიდის რეალის ფეხბურთელები
- ალკორკონის ფეხბურთელები
- ვილიარეალის ფეხბურთელები
- სევილიის ფეხბურთელები
- მილანის ფეხბურთელები
- ესპანიოლის ფეხბურთელები
- ესპანეთის პრიმერა დივიზიონის ფეხბურთელები
- დაბადებული 3 ნოემბერი
- უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული მოთამაშეები
- ცოცხალი ადამიანები