შინაარსზე გადასვლა

დიდი პოლარული თოლია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დიდი პოლარული თოლია

მოზრდილი და ბარტყი
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Larus hyperboreus (Gunnerus, 1767)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22694343
გავრცელების არეალი

  გამრავლება
  მთელი წლის განმავლობაში
  გამრავლების პერიოდის გარდა

დიდი პოლარული თოლია,[1] ბურგომისტრი[2] (ლათ. Larus hyperboreus) — ფრინველი თოლიასებრთა ოჯახისა.

მისი სხეულის სიგრძეა 62–68 სმ, მასა 2250 . მოზრდილ ფრინველებს (5–6 წელზე უფროსებს) ზურგი და ფრთების მფარავი ბუმბული მოცისფრო-რუხი აქვთ, დანარჩენი შებუმბვლა თეთრი; ახალგაზრდები მორუხო-მურები არიან, მოყვითალო და მუქი ფხაჭებით. ფეხები ვარდისფერია.

ბინადრობს ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის ზღვების სანაპიროებზე, იშვიათად ტუნდრის ზღვისპირა ნაწილებში; ზამთარში მომთაბარეობს სამხრეთით.

ყოვლისმჭამელია; იკვებება კვერცხებით, ბარტყებითა და მოზრდილი ფრინველებით, თევზით, თევზის სარეწის ნარჩენებით, ზღვის გამონატანით, მძორით, ზღვის უხერხემლოებით, აგრეთვე კენკრით.

მონოგამური ფრინველია. ბუდობს ცალკეულ წყვილებად ან შეთხელებულ კოლონიებად (10–15 წყვილი), ჩვეულებრივ ფრინველთა ბაზრებთან ახლოს. ბუდე მცენარეული მასალისაგან აგებული ნაგებობაა, მიწიდან 20 მეტრამდე სიმაღლეზე. დედალი 2–3 კვერცხს დებს 48 საათის შუალედით. ინკუბაცია პირველივე კვერცხის დადებიდან იწყება და 27–30 დღე-ღამე გრძელდება, კრუხობს ორივე მშობელი. 45–50 დღის ასაკში ბარტყები ფრენის უნარს იძენენ.