დიდი მეფისკალო
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
დიდი მეფისკალო | |
---|---|
![]() | |
კოორდინატები: 42°31′43″ ჩ. გ. 44°22′32″ ა. გ. / 42.528722° ჩ. გ. 44.375639° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | ყაზბეგის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 3694 მ |
მთის მასივი | ყელის ზეგანი |
დიდი მეფისკალო — მთა საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ცენტრალურ კავკასიონზე, ყელის ვულკანურ ზეგანზე, მდინარეების დიდი ლიახვისა და მთიულეთის არაგვის სათავეებში. სიმაღლე 3694 მ. აღმართულია ყელის ზეგნის ჩრდილოეთ ნაწილში. აგებულია ანდეზიტებითა და ლიპარიტ-დაციტური ლავებით. კარგად არის გამოხატული მეოთხეული გამყინვარების კვალი. კალთები მოკლებულია მცენარეულ საფარს.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- მარუაშვილი ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 623.