დარეჯან ბუკიკაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დარეჯან ბუკიკაშვილი
დაბადების თარიღი 1908
დაბადების ადგილი ბუჭყინტა, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების ადგილი ლაფანყური
საქმიანობა პოეტი და მწერალი
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
ჟანრი პოეზია

დარეჯან ბუკიკაშვილი (დ. 1908 - გ. უცნობია) — ქართველი პოეტი. დაიბადა 1908 წელს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუჭყინტაში. დარეჯანმა ბავშვობა მწყემსობაში გაატარა. წერა-კითხვა სიპის ქვაზე ისწავლა. 1923 წელს ცოლად გაჰყვა ალექსი ბოძაშვილს, რომელსაც „გაკრულას“ ეძახდნენ. ამის შემდეგ დარეჯანს მეტწილად „გაკრულათ დარეჯანის“ სახელით იხსენიებდნენ. 1935-1936 წლებში „გაკრულას“ ოჯახი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში ჩამოსახლდა. ბუკიკაშვილი ლექსები ფშაურ მოტივზეა დაწერილი, ასევეა მისი კაფიათა დიდი ნაწილიც.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]