ილო მთიბელაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ილო მთიბელაშვილი
დაბადების თარიღი 1901
დაბადების ადგილი ჩარგალი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 1953
გარდაცვალების ადგილი ლაფანყური, საქართველოს სსრ, სსრკ
საქმიანობა პოეტი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
ჟანრი პოეზია

ილო მთიბელაშვილი — ქართველი პოეტი. დაიბადა 1901 წელს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩარგალში. მცირე ხანში მისი მშობლები საცხოვრებლად ჯერ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქედში გადასულან, შემდეგ - ყვარლის მუნიციპალიტეტში. საბოლოოდ კი ლაფანყურში დამკვიდრებულან. ილო მთიბელაშვილს სკოლაში არ უვლია, წერა-კითხვა მწყემსობაში ისწავლა. თითქმის მთელი სიცოცხლე ცხვარში გაატარა. იყო ფერმის გამგეც. 1953 წელს, როცა კოლმეურნეობის მანქანით ზამთრის საძოვრებიდან სოფელში ბრუნდებოდა, მანქანა გადავარდა და დაიღუპა. დაკრძალულია ლაფანყურში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]