გიორგი კოდაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გიორგი კოდაშვილი
დაბადების თარიღი 1903
დაბადების ადგილი ბოტკო, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 1975
გარდაცვალების ადგილი ლაფანყური, საქართველოს სსრ, სსრკ
ფსევდონიმი ტალაური
საქმიანობა პოეტი
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
ჟანრი პოეზია

გიორგი კოდაშვილი (ტალაური) (დ. 1903 — გ. 1975) — ქართველი პოეტი. დაიბადა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბოტკოში 1903 წელს. 1936 წელს მისი მშობლები თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში ჩამოსახლდნენ. 2-3 წლის ასაკში გადაიტანა მინინგიტი, რის გამოც ორივე ქვედაკიდურის დამბლა ჰქონდა. მოძრაობდა მუხლის თავებით, ჯოხზე დაყრდნობილი. მიუხედავად ამისა იყო დურგალი და მთელი სიცოცხლე შრომობდა. გარდაიცვალა ლაფანყურში 1975 წელს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]