ლევან ტვირთაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლევან ტვირთაშვილი
დაბადების თარიღი 15 აგვისტო 1926(1926-08-15)
დაბადების ადგილი ლაფანყური, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 5 მარტი 1975(1975-03-05) (48 წლის)
გარდაცვალების ადგილი ლაფანყური, საქართველოს სსრ, სსრკ
ფსევდონიმი ტყიურა
საქმიანობა პოეტი
ეროვნება ქართველები
მოქალაქეობა Flag of the Soviet Union.svg სსრკ
ჟანრი პოეზია

ლევან ტვირთაშვილი (დ. 15 აგვისტო, 1926, სოფ. ლაფანყური, თელავის მუნიციპალიტეტი, საქართველოს სსრ — გ. 5 მარტი, 1975, იქვე) — ქართველი პოეტი. დაიბადა 1926 წლის 15 აგვისტოს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში. მისი მშობლები ივრის ხეობიდან, სოფელ არტანიდან ჩამოსახლდნენ XX საუკუნის ათიან წლებში. ლევანი მათი მეორე შვილი იყო. მან დაამთავრა სამკლასიანი სკოლა და დაიწყო შრომითი საქმიანობა კოლმეურნედ. გარდაიცვალა 1975 წლის 5 მარტს. დაკრძალულია ლაფანყურში. მისი ლექსები 1991 წელს დაიბეჭდა იოსებ მთიბელაშვილის წიგნში „ლაფანყურელი მოლექსეები“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]