დამოუკიდებლობის დღე: აღზევება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან დამოუკიდებლობის დღე: აღორძინება)
„დამოუკიდებლობის დღე: აღზევება“
რეჟისორი როლანდ ემერიხი
პროდიუსერი
სცენარის ავტორი
როლებში
მუსიკა
მწარმოებელი კომპანია
დისტრიბუტორი 20th Century Fox
გამოსვლის თარიღი
  • 20 ივნისი, 2016 (2016-06-20) (TCL Chinese Theatre)
  • 24 ივნისი, 2016 (2016-06-24)
ხანგრძლივობა 120 წუთი[1]
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 165 მილიონი აშშ დოლარი[2]
შემოსავალი 389.7 მილიონი აშშ დოლარი[3]

დამოუკიდებლობის დღე: აღზევება (ინგლ. Independence Day: Resurgence) — 2016 წლის სამეცნიერო ფანტასტიკური ფილმი, რომლის რეჟისორი, თანასცენარისტი და თანაპროდიუსერია როლანდ ემერიხი. იგი არის 1996 წელს გამოსული ფილმის „დამოუკიდებლობის დღე“ გაგრძელება. მონაწილეობენ: ლიამ ჰემსვორთი, ჯეფ გოლდბლუმი, ბილ პულმენი, მაიკა მონრო, ჯესი აშერი, უილიამ ფიხტნერი, შარლოტ გენსბური, ბრენტ სპაინერი, ტრევის ტორე და სელა უორდი.

სიუჟეტი მიმდინარეობს პირველი ნაწილის მოვლენებიდან 20 წლის შემდეგ, სადაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, უცხოპლანეტელთა ტექნიკის გამოყენებით, იქმნება დედამიწის დაცვის პროგრამა, რომლის მიზანია უცხოპლანეტელთა შემოსევისგან თავის დაცვა.

სიკველზე მუშაობა შემქმნელებმა ჯერ კიდევ 2001 წელს დაგეგმეს.[4] გადაღებები დაიწყო 2015 წლის აპრილში[5][6] და მიმდინარეობდა ნიუ-მექსიკოსა და იუტაში.

„დამოუკიდებლობის დღის“ მსოფლიო პრემიერა გაიმართა 2016 წლის 20 ივნისს ლოს-ანჯელესში. აშშ-ში გამოვიდა იმავე წლის 24 ივნისს,[7] პირველი ნაწილის გამოცემიდან 20 წლის თავზე, 2D, 3D და IMAX 3D ფორმატებში. ფილმის ბიუჯეტმა შეადგინა 165 მილიონი აშშ დოლარი, შემოსავალმა — 389.7 მილიონი, გამომდინარე აქედან, მიიჩნევა კომეციულ იმედგაცრუებად.[8][9][10][11] იგი უარყოფითად მიიღეს როგორც კინოკრიტიკოსებმა, ასევე მაყურებლებმა. მიუხედავად ამისა, 2017 წელს გადაეცა იუპიტერის ჯილდო.[12], ამას გარდა ფილმი ნომინირებული იყო სატურნის,[13] Teen Choice Awards-ისა[14] და ვიზუალური ეფექტების საზოგადოების დაჯილდოებებზე.[15] საერთო განხილვების აგრეგატორ Rotten Tomatoes-ზე, მისი საერთო რეიტინგია 29% (215 მიმოხილვაზე დაყრდნობით).[16]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Independence Day: Resurgence (12A). British Board of Film Classification (9 ივნისი, 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-06-13. ციტირების თარიღი: 9 ივნისი, 2016.
  2. Faughnder, Ryan (21 ივნისი, 2016). 'Independence Day' to challenge 'Finding Dory' in box office battle of the sequels“. Los Angeles Times. ციტირების თარიღი: 22 ივნისი, 2016. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  3. Independence Day: Resurgence (2016). IMDb. ციტირების თარიღი: 29 ოქტომბერი, 2016.
  4. ID4 II Is In The Works“. Syfy. 6 მაისი, 2002. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 აპრილი, 2009. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date= და |archivedate=-ში (დახმარება)
  5. Joey King on Twitter. twitter.com. ციტირების თარიღი: 28 აპრილი, 2015.
  6. Dean Devlin on Twitter. twitter.com. ციტირების თარიღი: 28 აპრილი, 2015.
  7. Chitwood, Adam (14 ოქტომბერი, 2014). „INDEPDENDENCE DAY 2 Release Date Moved Up a Week; HITMAN: AGENT 47 Moved to Summer 2015; PADDINGTON Pushed to January“. Collider. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  8. Setoodeh, Ramin. (27 ივნისი, 2016) 3 Reasons Why 'Independence Day: Resurgence' Bombed at the U.S. Box Office. ციტირების თარიღი: 7 ივლისი, 2016.
  9. Independence Day: Resurgence review. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 აგვისტო, 2016. ციტირების თარიღი: 27 ივნისი, 2016.
  10. Doty, Meriah. (26 ივნისი, 2016) 5 Reasons Why 'Independence Day: Resurgence' Bombed. ციტირების თარიღი: 27 ივნისი, 2016.
  11. Mendelson, Scott. Box Office: 'Independence Day: Resurgence' Bombs With Extinction-Level $41M Weekend. Forbes.
  12. Jupiter Award für Mila Kunis und Denzel Washington. ციტირების თარიღი: 6 აპრილი, 2017.
  13. McNary, Dave. (2 მარტი, 2017) Saturn Awards Nominations 2017: 'Rogue One,' 'Walking Dead' Lead. Variety. ციტირების თარიღი: 3 მარტი, 2017.
  14. Vulpo, Mike. (24 მაისი, 2016) Teen Choice Awards 2016 Nominations Announced: See the "First Wave" of Potential Winners. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 მაისი, 2016. ციტირების თარიღი: 25 მაისი, 2016.
  15. Giardina, Carolyn. (10 იანვარი, 2016) 'Rogue One' Leads Visual Effects Society Feature Competition With 7 Nominations As 'Doctor Strange,' 'Jungle Book' Grab 6 Each. The Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: 10 იანვარი, 2016.
  16. Independence Day: Resurgence (2016). Fandango Media. ციტირების თარიღი: 27 მაისი, 2019.