დავით იმნაიშვილი
იერსახე
დავით სილიბისტროს ძე იმნაიშვილი (დ. 18 მარტი, 1914, სოფ. შუხუთი, ლანჩხუთის რაიონი — გ. 21 აგვისტო, 1978, თბილისი) — ქართველი ენათმეცნიერი, კავკასიოლოგი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1964).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1937 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი (1941), იკვლევდა ნახურ (ჩაჩნურ, ინგუშურ, ბაცბურ) და დიდოურ ენებს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 117.