შინაარსზე გადასვლა

დავით ბეგიაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დავით ბეგიაშვილი (დ. 31 მაისი, 1991, სიღნაღი) — ქართველი რეკორდსმენი.

დაიბადა 1991 წლის 31 მაისს სიღნაღის მუნიციპალიტეტში. დამყარებული აქვს 4 მსოფლიო რეკორდი.[1] 2006 წლიდან საცხოვრებლად გადადის ახმეტაში და ამთავრებს ახმეტის მეორე საჯარო სკოლას. სწავლობს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

დავით ბეგიაშვილმა პირველი მსოფლიო რეკორდი 2009 წლის 28 ოქტომბერს დაამყარა თბილისში, გიორგი კანდელაკის კრივის დარბაზში,1 საათის განმავლობაში 3203 მუცლის პრესის ვარჯიში შეასრულა[2][3].

მეორედ 2010 წლის 18 მაისს 3 საათში მუცლის პრესის ვარჯიშის 7236 მოძრაობა შეასრულა[4][5].

მესამედ 54 მუცლის პრესი გააკეთა 1 წუთში, 2011 წლის 24 ივლისს ახმეტაში, ზურაბ ზვიადაურის სახელობის ძიუდოს სკოლაში, შეტანილია მსოფლიო რეკორდების ხელშეწყობის ფონდში[6][7].

მეოთხედ 2011 წლის 25 ივლისს მოხსნა ამერიკელი რეკორდსმენის გაი სკოტის რეკორდი (1337 პრესი ნახევარ საათში) და ზურაბ ზვიადაურის სახელობის ძიუდოს სკოლაში, ნახევარ საათში 1430 ვარჯიში შეასრულა[8][9].

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. დავით ბეგიაშვილის ბიოგრაფია[მკვდარი ბმული]
  2. კახეთის საინფორმაციო ცენტრი: 18 წლის დავით ბეგიაშვილი საგინესო-სარეკორდო ასპარეზობას გამართავს. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-14. ციტირების თარიღი: 2012-02-08.
  3. David Begiashvili - I world record (TV "Alania"). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-03-02. ციტირების თარიღი: 2012-02-10.
  4. 18 წლის დავით ბეგიაშვილი გინესის რეკორდსმენი გახდა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2012-02-08.
  5. David Begiashvili - II world record (TV "Imedi"). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-03-02. ციტირების თარიღი: 2012-02-10.
  6. David Begiashvili - III World Record. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-03-02. ციტირების თარიღი: 2012-02-10.
  7. recordsetter.com - David Begiashvili
  8. 20 წლის დავით ბეგიაშვილმა მსოფლიო რეკორდი მოხსნა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-15. ციტირების თარიღი: 2012-02-08.
  9. David Begiashvili - IV world record (TV Imedi). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-03-02. ციტირების თარიღი: 2012-02-10.