დაღესტანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან დაღესტნის რესპუბლიკა)
Jump to navigation Jump to search
დაღესტნის რესპუბლიკა
Республика Дагестан
Дагъистаналъул Республика
დაღესტანი
დაღესტნის
დედაქალაქიმახაჩყალა
ოფიციალური ენა რუსული, აღულური, ხუნძური, აზერბაიჯანული, ჩეჩნური, დარგუული, ყუმუხური, ლაკური, ლეზგიური, ნოღაიური, რუთულური, თაბასარანული, თათური, წახური[1][2]
მთავრობა
 -  პრეზიდენტი მაგომედსალამ მაგომედოვი[3]
ფართობი
 -  სულ 50 300 კმ2 (52-ე)
მოსახლეობა
 -  2010 შეფასებით 2 977 419 (12-ე)
 -  სიმჭიდროვე 59,19 კაცი/კმ2 
დროის სარტყელი (UTC +3)
 -  ზაფხულის (DST) (UTC +4) (UTC)
დაღესტანი

დაღესტანი, სრული სახელწოდება დაღესტნის რესპუბლიკა (რუს. Респу́блика Дагеста́н) — რუსეთის ფედერაციის სუბიექტი, შედის ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოკრუგის შემადგენლობაში.[4]

დედაქალაქი — ქალაქი მახაჩყალა.

ძირითადი ტერიტორია ესაზღვრება სამხრეთით აზერბაიჯანს, სამხრეთ-დასავლეთით — საქართველოს, აგრეთვე დასავლეთით — ჩეჩნეთს, ჩრდილო-დასავლეთით — სტავროპოლის მხარეს და ჩრდილოეთით — ყალმუხეთის რესპუბლიკას.

შეიქმნა 1921 წლის 20 იანვარს.

რუსეთის უდიდესი რესპუბლიკა ჩრდილოეთ კავკასიაში, როგორც მოსახლეობის, ისე ტერიტორიის მხრივ.

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიტყვა „დაღესტანი“, ან „დაღსტანი“ ნიშნავს „მთების ქვეყანას“, მომდინარეობს თურქული სიტყვისგან dağ („დაღ“), რაც ნიშნავს მთას და სპარსული სუფიქსის მნიშვნელობიდან — „ქვეყანა“. სპარსულად და არაბულად მისი სახელია داغستان‎ („დაღსთან“).

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხალხი მოსახლეობა 2002 წელს,
ად.[5]
მოსახლეობა 2010 წელს
ად.[6][7]
ხუნძები Increase2.svg 758 400 (29,4 %) 900 000
დარგუელები Increase2.svg 425 500 (16,5 %) 700 000
ყუმუხები Increase2.svg 365 800 (14,2 %) 600 000
ლეზგები Increase2.svg 336 300 (13,1 %) 550 000
ლაკები Increase2.svg 139 700 (5,4 %) 210 000
თაბასარანელები Increase2.svg 110 200 (4,3 %) 155 672
ნოღაელები Increase2.svg 36 200 (1,4 %) 40 400
აღულები Increase2.svg 23 300 (0,9 %) 28 100
რუთულელები Increase2.svg 24 300 (0,9 %) 27 800
წახები Increase2.svg 8200 9800
თათები Decrease2.svg 1100 500

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ხუციშვილი ნ., დაღესტანი, „კავკასიური სახლი“, თბილისი, 2002
  • Народы Дагестана, Издательство Академии Наук СССР, Москва, 1995

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]