შინაარსზე გადასვლა

გრიგოლ ჩაბრაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გრიგოლ ჩაბრაძე
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
გრიგოლ ჩაბრაძე
დაბადების
თარიღი
20 აპრილი, 1996 (1996-04-20) (30 წლის)
დაბადების
ადგილი
თბილისი, საქართველო
სიმაღლე 176 სმ
სათამაშო
პოზიცია
მცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
დილა გორი
ნომერი 35
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2013–2019 საბურთალო 137 (5)
2020   თელავი 15 (0)
2021–2024 დინამო ბათუმი 89 (2)
2024–2025 ზობ აჰანი 37 (0)
2025– დილა გორი 4 (0)
ეროვნული ნაკრები
2012–2013 საქართველო 17-წლ. 3 (1)
2014–2015 საქართველო 19-წლ. 5 (0)
2016–2017 საქართველო 21-წლ. 6 (0)
2021–2022 საქართველო 9 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 6 დეკემბერი, 2025
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 29 მარტი, 2022

გრიგოლ ჩაბრაძე (დ. 20 აპრილი, 1996, თბილისი, საქართველო) — ქართველი ფეხბურთელი, გორის „დილას“ მცველი.[1]

2013–2019 წლებში თამაშობდა საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ შემადგენლობაში, სადაც ეროვნული ლიგის 137 (გაიტანა 5 გოლი) და საქართველოს თასის გათამაშების ექვსი შეხვედრა ჩაატარა.

2020 წელს იჯარით „თელავის“ რიგებში იასპარეზა, სადაც ეროვნული ლიგის 15 და საქართველოს თასის გათამაშების სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

2021–2024 წლებში იცავდა ეროვნული ლიგის მონაწილე საფეხბურთო კლუბ ბათუმის „დინამოს“ ღირსებას.[2]

2024–2025 წლებში ირანულ საფეხბურთო კლუბ „ზობ აჰანის“ რიგებში ასპარეზობდა.[3][4] პირველი შეხვედრა 28 თებერვალს გიორგი გველესიანის „პერსეპოლისთან“ ითამაშა. მატჩი „პერსეპოლისმა“ გიორგი გველესიანის მიერ შეხვედრის მე-9 წუთზე გატანილი თერთმეტმეტრიანით 1–0 მოიგო.[5]

ჩაბრაძე საქართველოს 17, 19 და 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების წევრი იყო. ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში პირველად 2021 წლის 25 მარტს, შვედეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შეხვედრაში ითამაშა. მატჩი სტოკჰოლმში გაიმართა და შვედების გამარჯვებით, ანგარიშით 1–0 დასრულდა.[6]

სანაკრებო სტატისტიკა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
განახლდა: 29 მარტი, 2022
ეროვნული ნაკრებიწელიმატჩიგოლი
საქართველოს დროშა
საქართველო
202170
202220
ჯამში90
საქართველოს დროშა საბურთალო
ეროვნული ლიგა
  • ჩემპიონი: 2018
საქართველოს თასი
  • თასის მფლობელი: 2019
საქართველოს სუპერთასი
  • ფინალისტი: 2019
საქართველოს დროშა დინამო ბათუმი
ეროვნული ლიგა
  • ჩემპიონი: 2021, 2023
  • ვიცე-ჩემპიონი: 2022
საქართველოს თასი
  • ფინალისტი: 2023
საქართველოს სუპერთასი
  • თასის მფლობელი: 2022
  • ფინალისტი: 2023

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
თემატური საიტები
AFS · National Football Teams.com · Soccerway · Transfermarkt · WorldFootball.net
მედია
1tv.ge · Crystalsport.ge · Lelo.ge დაარქივებული 2025-01-26 საიტზე Wayback Machine. · Sportall.ge