შინაარსზე გადასვლა

გორაჟდეს სტამბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გორაჟდეს სტამბა

გორაჟდე ფსალმუნების გვერდი (1521)
სტატუსი გაუქმებული (1523)
დამაარსებელი ბოჟიდარ გორაჟდანინი
ქვეყანა ოსმალეთის იმპერია
გამოცემები სერბულია

გორაჟდეს სტამბა (სერბ. Горажданска штампарија ან Goraždanska štamparija) — ერთ ერთი უძველესი ბეჭდური გამოცემმცემლობა სერბულ ენაზე[1][2] და დღევანდელი ბოსნია და ჰერცეგოვინის ტერიტორიაზე პირველი.[3][4] თავდაპირველად 1519 წელს დაარსდა ვენეციაში, თუმცა ამლევე სერბეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ გადაიტანა სოფელ სოპოტნიკაში სოპოტნიკის წმინდა გიორგის ეკლესიაში, გორაჟდეს მახლობლად.[5] ეს ტერიტორია იმ დროს შედიოდა ოსმალეთის იმპერიის ჰერცეგოვინის სანჯაკში. სტამბა დააფუძნა და მართავდა ბოჟიდარ გორაჟდანინი, ასევე ცნობილი როგორც ბოჟიდარ ლუბიავიცი, რომელიც გორაჯდელი წარმატებული ვაჭარი იყო. მისი ვაჟი თეოდორ ლუბიავიცი მილეშევის მონასტერის მღვდელმონაზონი მართავდა სტამბის საქმიანობას. გამომცემლობამ 1523 წლამდე იმუშავა.[4][5] გამოსცეს სამი წიგნი, რომლებიც ადრეულ სერბულ გამოცემებს შორის საუკეთესოებად მიიჩნევა.[6]

1450 წელს გერმანიაში, კონკრეტულად მაინცში, იოჰან გუტენბერგის მიერ საბეჭდი მანქანის გამოგონების შემდეგ წიგნის ბეჭდვის ხელოვნება დანარჩენ ევროპაშიც მალევე გავრცელდა. XV საუკუნის ბოლოსთვის ვენეცია წიგნის ბეჭდვის მსხვილ ცენტრად იქცა. 1493 წელს ზეთას სამთავროს (დღევანდელი მონტენეგრო) მმართველმა ჯურაჯ კრნოევიჩმა ბერმონაზონი მაკარი ვენეციაში საბეჭდი მანქანის შესაძენად და ბეჭდვის შესასწავლად გააგზავნა. 1994 წელს ზეტას იმჟამინდელ დედაქალაქ ცეტინიეში მაკარმა გამოსცა ციტინიეს რვათავი რომელიც საეკლესიო სლავურზე დაბეჭდილი პირველი სერბული ტექსტია. კრნოევიჩის სტამბა 1496 წელს ოსმალების მიერ ზეტას დაპყრობამდე მუშაობდა.[1][7] 1518 წელს ბოჟიდარ ლუბავიჩი მილეშევას მონასტერში ცხოვრობდა,[5] რომელიც სერბეთის მართლმადიდებლური ეპარქიის კათედრა იყო და 1373 წლიდან ბოსნიის სამეფოს ეკუთვნოდა.[8] მილეშევა და მისი ეპარქიის სხვა დასახლებული პუქტები, მათ შორის ქალაქი გორაჟდეც,[7] მდებარეობდა ჰერცეგოვინას რეგიონში, რომელიც ოსმალეთის იმპერიამ 1465-1481 წლებში დაიპყრო.

ბეჭდვითი საქმიანობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სოპოტნიკის წმინდა გიორგის ეკლესია

1518 წლის მეორე ნახევარში ბოჟიდარ ლუბავიჩმა თავისი ვაჟები, ჯურაჯი და მღვდელმონაზონი თეოდორი გაგზავნა ვენეციაში სტამბის საყიდლად და ბეჭდვის შესასწავლად. ძმებმა ლუბავიჩებმა შეიძინეს საბეჭდი დაზგა და დაიწყეს კონდაკის (მღვდლმსახურების წიგნი) ბეჭდვა, რომლის ასლები დასრულებული იყო 1519 წლის 1 ივლისისთვის ვენეციაში ან გორაჟდეს მახლობლად მდებარე წმინდა გიორგის ეკლესიაში. მას შემდეგ, რაც ჯურაჯ ლუბავიჩი 1519 წლის 2 მარტს ვენეციაში გარდაიცვალა, უცნობია მისმა ძმამ საბეჭდი დანადგარი გორაჟდეში იერატიკონზე მუშაობის დასრულებამდე გადაიტანა თუ მის შემდეგ. თეოდორმა წმინდა გიორგის ეკლესიაში მოაწყო გორაჟდეს სტამბა, სადაც სერბულ საეკლესიო სლავურ ენაზე იერატიკონის გარდა კიდევ ორი ​​წიგნი გამოსცა: ფსალმუნნი 1521-ში და ეუხოლოგია 1523-ში.[5] გორაჟდეს ფსალმუნნი გამოცემულ წიგნებში ყველაზე დიდია და 352 ფურცლისგან შედგება.[4] სტამბაში აკინძვა არ ხდებოდა, რადგან ეს წიგნების გამყიდველების საქმე იყო. გორაჟდეში ვაჭრობა კარგად იყო განვითარებული, რადგან ის სამი მნიშვნელოვანი გზის შესაყარზე იყო განთავსებული, რომლებიც აკავშირებდნენ: დუბროვნიკთან, ვრჰბოსნასთან (სარაევო) და კოსოვოსთან.

  • Mitar Pešikan. Serbian Printing. The History of Serbian Culture. Project Rastko (1995).
  1. 1.0 1.1 Biggins & Crayne 2000, pp. 85–86
  2. Fotić 2005, p. 66
  3. Benac & Lovrenović 1980, p. 145
  4. 4.0 4.1 4.2 Kajmaković 1982, pp. 155–58
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 Barać 2008, pp. 41–44
  6. Barać 2008, pp. 46–47
  7. 7.0 7.1 Barać 2008, pp. 27–29
  8. Fine 1994, pp. 392–93, 484