მილეშევის მონასტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
მილეშევის მონასტერი
Mileseva Monastery 2.JPG

მონასტრის ექსტერიერი

ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა სერბეთის დროშა სერბეთი
რაიონი პრიეპოლიე
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი ბიზანტიური
თარიღდება 1236

მილეშევის მონასტერი (სერბ. Манастир Милешева, Mileševa Manastir) — სერბული მართლმადიდებლური მონასტერი, რომელიც მდებარეობს პრიეპოლიესთან ახლოს, სერბეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. მონასტერი დაარდა სტეფან ვლადისლავ I-ის მიერ[1] 1234-1236 წლებში. ეკლესიას აქვს იმ დროის ყველაზე გამოცდილი მხატვრების ფრესკა, მათ შორის სერბულ კულტურაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი „თეთრი ანგელოზი“, რომელზედაც ქრისტეს საფლავზე მჯდომი ანგელოზია გამოსახული.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონასტრის კოშკი
თეთრი ანგელოზი
საბა I-ის ფრესკა, რომელიც მისი სიცოცხლის პერიოდში შეიქმნა

მილეშევის მონასტერი დაარსდა 1234–1236 წლებში სერბეთის მეფის, ვლასილავის მიერ. მონასტერი მდებარეობს მდინარე მილეშევკას ხეობაში, პრიეპოლიეს მახლობლად. მილეშევა სერბეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სულიერი ცენტრი და წმინდა ადგილია. 1236 წელს ვლადისლავმა მისი ბიძის, წმინდა საბას ნეშტი ბულგარეთში მდებარე ველიკო-ტარნოვოდან ტაძარში გადაასვენებინა. ზოგი ისტორიკოსის აზრით, ტვრტკო I-ის სერბეთისა და ბოსნიის მეფედ კურთხევა 1377[2] წელს მილეშევაში მოეწყო.[3] XV საუკუნეში მონასტერი დაბარ-ბოსნიის მეტროპოლიტენის ნაწილი იყო. მონასტერში ასევე არსებობდა ერთ-ერთი უძველესი სასწავლებელი. მე-16 საუკუნის შუა პერიოდში, პატრიარქ მაკარიეს დროს (სერბეთის საპატრიარქო აღდგენილი იქნა 1557 წელს), მონასტერი საფუძვლიანად განახლდა. სავარაუდოდ ამავე პერიოდში მოხატა ტაძრის ინტერიერი. მოგვიანებით, ოსმალეთის იმპერიის შემოსევების შემდეგ,[4] ტაძარი განახლდა 1863 წელს.

მილეშევის მონასტერს ხშირად სტუმრობდნენ მომლოცველები და მოგზაურები, მათ შორისაა კორნელიუს დე შეპერი,[5] რომლის მოგზაურობის შესახებ მის ჩანაწერებში ვკითხულობთ.[6] მონასტერმა ასევე მიიღო შემოწირულობები რუსეთის იმპერატორების (ივანე IV) და ვლახეთისა და მოლდავეთის მმართველების მიერ. 1594 წელს ოსმალებმა წმინდა საბას სიწმინდეები მონასტრიდან გამოიტანეს და საჯაროდ დაწვეს ბელგრადში, ვრაჩარის თემში. 1941 წლის 27 ოქტომბერს მონასტერში კომუნისტები შეიჭრნენ, რომლებმაც იღუმენი ნესტორ ტრკულია მოკლეს.[7]

მილეშევის მონასტერი გამოცხადდა სერბეთის განსაკუთრებული მნიშვნელობის არქეოლოგიურ ძეგლად 1979 წელს და მას ოფიციალურად იცავს სერბეთის რესპუბლიკა.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაძარი იესო ქრისტეს ამაღლების სახელობისაა. მონასტრის არქიტექტურული სტილი რაშკას სკოლას მიეკუთვნება. ტაძრის არქიტექტურული გეგმა უნიკალურია. მისი ერთი ნავი ფართოვდება დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ, ისე, რომ აღმოსავლეთის ყურე მთლიანად გამოტოვებულია, რის შედეგადაც სამი საკურთხევლის აფსიდი პირდაპირ აღმოსავლეთ გუმბათოვან კედელს ეყრდნობა. შიგნით, გუმბათი აყვანილია კიბის მსგავსი წყობით. ნართექსი 1236 წელს დაემატა, რომელზეც მე-19 საუკუნის რესტავრაციის დროს თავზე გუმბათი დამონტაჟდა.

გაფორმება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველად ტაძარი ფრესკებით 1230-იან წლებში გაფორმდა. ოსმალთა მმართველობის პერიოდში ტაძარი კიდევ ერთხელ მოიხატა და ნამუშევრები დღესაცაა შემორჩენილი. XIII საუკუნის ეს ფრესკები შეიძლება ჩაითვალოს იმ პერიოდის ევროპის ერთ-ერთ გამორჩეულ ნამუშევრად. ნახატები მოიცავს როგორც ეპისკოპოსების (საკურთხეველი), სამხედრო წმინდანები და წამებულები (ცენტრალური ნაწილი), ასევე ბერმონაზვნები (ნართექსი). ნართექსის ზედა ნაწილში გამოსახულია ქრისტეს ხორციელი ცხოვრების ელემენტები. სამხრეთ კედელზე აღდგომის კომპოზიციის ქვემოთ, მეფე ვლადისლავია გამოსახული, რომელსაც ღვთისმშობელი ქრისტესაკენ მიუძღვის. ნემანიჩების დინასტია გამოსახულია ნართექსის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში: სტეფან ნემანია, როგორც ბერი საიმონი; წმინდა საბა, როგორც მთავარეპისკოპოსი; სტეფან ნემანია, როგორც მეფე და მისი ვაჟები რადოსლავი და ვლადისლავი. სავარაუდოდ, ნართექსისა და მიმდებარე სამლოცველოს ფრესკები მოხატული იყო 1230-იან და 1240-იან წლებში. ამ ფრესკებზე გამოსახულია განკითხვის დღე და სხვადასხვა წმინდანები. XVI საუკუნეში ეკლესიაში შეიქმნა ახალი ფრესკები, რომელთაგან შემორჩენილია მხოლოდ საიდუმლო სერობის ფრაგმენტები გუმბათის ქვეშ და ორმოცი სებასტიელი მოწამის ფრესკა ჩრდილოეთ ნაწილში. ეს ფრესკები ხანძრის შედეგად დაზიანდა, მაგრამ მოგვიანებით მათი აღდგენა შეძლეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Ćirković 2004, p. 46, 58.
  2. Ćirković 2004, p. 81.
  3. Ćirković 2014, p. 107-143.
  4. https://www.britannica.com/place/Serbia/The-disintegration-of-Ottoman-rule
  5. Dziadul, Paweł. Between destiny and reality: Prophetic and messianic ideological constructions in Serbian literature during the Ottoman period en გვ. 343.
  6. Ćirković 2004, p. 141.
  7. Živković, Milutin. Revolucionarni teror u Novovaroškom, Prijepoljskom i Pljevaljskom srezu გვ. 75–92 (2019). ციტატა: „Koji razlog je među navedenima ključan možda najbolje govori podatak da su komunističke likvidacije u Starom Rasu počele još u oktobru 1941. godine. Pripadnici Mileševske partizanske čete su, na primer, 27. oktobra upali u manastir Mileševu i zarobili tamošnjeg igumana Nestora Trkulju. Potom su ga streljali bez jasno utvrđene krivice.“ ციტირების თარიღი: 3 November 2019