იოჰან გუტენბერგი
| იოჰან გუტენბერგი | |
|---|---|
| გერმ. Johannes Gutenberg | |
|
| |
| დაბ. თარიღი | არაუადრეს 1393 და არაუგვიანეს 1406 |
| დაბ. ადგილი | მაინცი, Free City of Mainz, საღვთო რომის იმპერია[1] |
| გარდ. თარიღი | არაუგვიანეს 26 თებერვალი, 1468 |
| გარდ. ადგილი | მაინცი, Kurmainz, საღვთო რომის იმპერია[1] |
| დასაფლავებულია | მაინცი |
| მოქალაქეობა |
|
| საქმიანობა | გამომგონებელი[2] , ტიპოგრაფი, გრავიორი, ინჟინერი, მჭედელი, ოქრომჭედელი, mintmaster და book printer[3] |
| ალმა-მატერი | University of Erfurt (1392-1816) |
| მამა | Friele Gensfleisch zur Laden[4] |
| დედა | Else Wirich[4] |
იოჰან გუტენბერგი (გერმ. Johannes Gensfleisch zur Laden zum Gutenberg; დ. 1394-99 შორის (ან 1406), მაინცი — გ. 3 თებერვალი. 1468,იქვე ) — გერმანელი გამომგონებელი, ევროპის პირველი მესტამბე. გამოიგონა და დაამზადა ცალკეულ ასონიშანთა ლიტერები და მათი ზომის შესაბამისი სახარვეზო მასალა (პირველი სტანდარტული დეტალები ევროპული ტექნიკის ისტორიაში). შექმნა შრიფტის ჩამოსასხმელი და საბეჭდი დაზგები. შეიმუშავა შრიფტისათვის ლითონის შედგენილობისა და საბეჭდი საღებავის რეცეპტურა. ეწეოდა ინტენსიურ ექსპერიმენტულ მუშაობას ბეჭდვის ტექნოლოგიის დარგში. 1438 წელს სტრასბურგში შექმნა ამხანაგობა, რომლის მიზანი იყო წიგნის ბეჭდვის ორგანიზაცია. სტრასბურგის საბუთების მიხედვით, გუტენბერგის პირველი წიგნი 1440 წელს გამოუცია, რაც ნაბეჭდი პროდუქციით არ დასტურდება. მისი პირველი ნაბეჭდი პროდუქცია „ფრაგმენტი განკითხვის დღისა“ (1445) უნდა იყოს. შემდეგ გამოუცია ელიუს დონატუსის (IV ს.) ლათინური ენის გრამატიკა, თურქული კალენდარი (1454); კათოლიკური ეპარქიის ეკლესიათა სია, რამდენიმე ინდულგენცია (1456) და სხვ. მასვე მიაწერენ იოანე ბალბას (XIII ს.) ლათინური განმარტებითი ლექსიკონის (1460), 42-სტრიქონიანი ბიბლიისა (რომელიც პოლიგრაფიულ-მხატვრული შესრულების მხრივ XV საუკუნის 50-იანი წლების შედევრია) და სხვა გამოცემებს.
ხსოვნა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მის პატივსაცემად, მთვარის ერთ-ერთ კრატერს დაარქვეს გუტენბერგი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 320.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
- ↑ The Fine Art Archive — 2003.
- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #118543768 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
- 1 2 Hessische Biografie — Hessisches Institut für Landesgeschichte.