შინაარსზე გადასვლა

გლობალური ომის პარტია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ირაკლი კობახიძე

გლობალური ომის პარტიაშეთქმულების თეორია, რომელიც საქართველოს მმართველი პოლიტიკური პარტიის, „ქართული ოცნების“ წევრების მიერ იქნა გაჟღერებული.

„გლობალური ომის პარტია“ ითვლება ახალი მსოფლიოს წესრიგის განმსაზღვრელ ჯგუფად, რომელსაც გადამწყვეტი გავლენა აქვს ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მაღალჩინოსნებზე.[1] „ქართული ოცნება“ „გლობალურ ომის პარტიას“ რუსეთ-უკრაინის ომის გახანგრძლივებასა და მისი სხვა ქვეყნებზე გავრცელების მცდელობაში,[1] სახელმწიფოთა ლიდერების მკვლელობის მცდელობაში,[2][3] მსოფლიოს მასშტაბით რევოლუციების მოწყობასა[4] და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დამხობის მცდელობაში ადანაშაულებს.[5]

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის შეფასებით „გლობალურ ომის პარტიასთან“ ბრძოლას ალტერნატივა არ აქვს და ხელისუფლების მხრიდან ამ ბრძოლის შეწყვეტის შემთხვევაში „საქართველოს უკრაინიზაცია“ მოხდება.[6]

„ქართული ოცნების“ მოსაზრებები „გლობალური ომის პარტიის“ არსებობის შესახებ აქტიურად იქნა უარყოფილი დასავლელი პოლიტიკოსების მიერ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ასისტენტმა ევროპულ და ევრაზიულ საკითხებში, ჯეიმზ ო'ბრაიენმა Reddit-ის გვერდის გაცოცხლებად შეაფასა.[7] შეთქმულების თეორიის საპასუხოდ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა რომ „ერთადერთი ომის პარტია მოსკოვშია“.[8]

დანილოვი

რუსეთის უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დააფიქსირა პოზიცია რომ საქართველო უერთდება ყველა დოკუმენტს, რომელშიც დაგმობილია უკრაინაში მიმდინარე სამხედრო აგრესია.[9] რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან მალევე, უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ალექსი დანილოვმა საქართველოს და მოლდოვას რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ მოუწოდა.[10] ამასთანავე, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, ოლექსი არესტოვიჩმა განაცხადა რომ ეს იყო „ისტორიული შესაძლებლობა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნებისთვის“.[11]

2022 წელს „ქართული ოცნების“ რიგები 9 დეპუტატმა დატოვა, რომლებმაც მოძრაობა (მოგვიანებით პარტია) „ხალხის ძალა“ დააფუძნეს. პარტიის წევრები დარჩნენ საპარლამენტო უმრავლესობის რიგებში და რჩებოდნენ „ქართული ოცნების“ პოლიტიკის მხარდამჭერად, გამოყოფის მიზეზად კი ასახელებდნენ სურვილს, თავისუფლად ესაუბრათ „სიმართლე დასავლეთის შესახებ“. მათი თქმით ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების სანაცვლოდ დასავლეთი საქართველოსგან რუსეთთან ომში ჩართვას და სუვერენიტეტის ფაქტობრივ დათმობას მოითხოვდა.[12]

მიხეილ სააკაშვილი

ირაკლი კობახიძის თქმით, არსებობს „გლობალური ომის პარტია“, რომელიც საქართველოში საომარი მდგომარეობის დაწყებას და მის „უკრაინიზაციას“ ისახავს მიზნად.[13] კობახიძე თვლის „გლობალური ომის პარტიის“ გავლენა იგრძნობა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებებში.[14] მისი განცადებით „გლობალური ომის პარტიის“ ინტერესებშია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება.[15] 2023 წლის 15 ივნისს კობახიძემ განაცხადა რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, გიორგი ვაშაძე, გიორგი გახარია, „გირჩი — მეტი თავისუფლება“ და „ლელო“ „გლობალური ომის პარტიის“ აგენტები არიან.[16] 2023 წლის 5 ივლისს ირაკლი კობახიძემ განაცხადა რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრის სტატუსის მინიჭების საკითხს რეალურად „გლობალური ომის პარტია“ წყვეტს და სურვილის შემთხვევაში ისინი კიდევ ერთხელ დაბლოკავენ საქართველოს.[17]

  1. 1.0 1.1 Georgian PM's remarks on "Global War Party" and Venice Commission's "helpless facial expression". JAMnews (23 May 2024).
  2. კობახიძე: სლოვაკეთის პრემიერზე თავდასხმის უკან გლობალური ომის პარტია დგას. Tabula (23 May 2024).
  3. „გლობალური ომის პარტია მეთოდებს არ ცვლის“ – ირაკლი კობახიძე
  4. How Georgia Sided With Its Enemy. Foreign Policy (7 May 2024).
  5. Reactions to SSSG Claims of Planned "Destabilization and Civil Unrest". Civil.ge (18 September 2023).
  6. There is no alternative to the fight against the "global war party", it is a very painful, difficult fight, including from a personal point of view - Kobakhidze. Rustavi 2 (23 May 2024).
  7. ASSISTANT SECRETARY OF STATE FOR EUROPEAN AND EURASIAN AFFAIRS JAMES O'BRIEN REMARKS TO MEDIA IN TBILISI. U.S. Embassy Tbilisi (14 May 2024).
  8. Landsbergis on the "Global War Party" Narrative: The Only War Party is in Moscow. Georgian News (16 May 2024).
  9. ირაკლი კობახიძე — მხარს ვუჭერთ ყველა დოკუმენტს, სადაც დაგმობილია უკრაინაში სამხედრო აგრესია — ამასთან, მკაფიოა პოზიცია სანქციებთან დაკავშირებით — ჩვენ არ ვუწესებთ სანქციებს რუსეთს
  10. Secretary of the National Security and Defense Council of Ukraine: If Transnistria and Georgia engage in returning their territories, it will definitely help us. Interpressnews (27 March 2022).
  11. Calls for Georgia to open a "second front" against Russia fall flat. Eurasianet (10 May 2022). ციტირების თარიღი: 6 June 2023
  12. Machaidze, Rusudan. (2 March 2023) "People's Power": anti-Western movement in the service of the ruling party of Georgia. JAM news.
  13. ირაკლი კობახიძე — არსებობს გლობალური ომის პარტია, რომელსაც აქვს ინტერესი, უკრაინაში პირველი ფრონტი გახანგრძლივდეს და საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნას — ქართული საზოგადოება უნდა იყოს ფხიზლად!
  14. ირაკლი კობახიძე — გლობალური ომის პარტიის გავლენაა პოზიცია, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი აფიქსირებს, თუმცა, პერიოდულად ჩანს, რომ საკუთარი პრინციპებიც აქვს და უკადრებელს მაინც არ იკადრებს
  15. გლობალური ომის პარტიას სააკაშვილი სჭირდება გარეთ, რადგან საქართველოში შექმნან არეულობა და ამ არეულობის საბოლოო წერტილი უნდა იყოს მეორე ფრონტი — ირაკლი კობახიძე
  16. „ნაცმოძრაობა“, „ლელო“, გახარია, „გირჩი“, ვაშაძე — ესენი ყველანი არიან „გლობალური ომის პარტიის“ საცოდავი აგენტები — ირაკლი კობახიძე
  17. ირაკლი კობახიძე — გლობალური ომის პარტიას სურვილი თუ ექნება, შეუძლია, კიდევ ერთხელ დაბლოკოს კანდიდატის სტატუსის მონიჭება, ხელისუფლება იქნება მყარად იმ პოზიციაზე, რომელიც სჭირდება ჩვენს ქვეყანას