საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტთან არსებული პარტიული სკოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტთან არსებული პარტიული სკოლა — პარტიულ, საბჭოთა და კომკაშირულ მუშაკთა კადრების მოსამზადებელი სასწავლებელი. გაიხსნა 1921 წლის 19 ივნისს თბილისში. პარტიულ სკოლაში იღებდნენ 18—25 წლამდე ასაკის კომუნისტებსა და კომკავშირლებს პარტიული და კომკავშირული კომიტეტების რეკომენდაციით. სკოლაში 2 განყოფილება იყო — პროპაგანდისა და პსარტიულ-საორგანიზაციო მუშაობისა (ქართული და რუსული სექტორები). თავდაპირველად სკოლაში სწავლების ვადა 2—3 თვე იყო, შემდეგ სასწავლო პროგრამები გაფართოვდა და სწავლების ვადა ჯერ 1, შემდეგ 2 და 3 წელი გახდა. სკოლაში მუშაობდა პროპაგანდის, პირველადი პარტიული ორგანიზაციის მდივნების, პროფკავშირული მუშაკებისა და სხვათა კურსები. 1937 წელს იგი გადაკეთდა პროპაგანდისტტა სკოლად, 1938 — ერთლიან რესპუბლიკურ პარტიულ კურსებად, 1946 წლიდან — ორწლიან, ხოლო 1952 წლიდან — სამწლიან პარტიულ სკოლად, რომელმაც 1958 წლის აგვისტომდე იარსება. აღნიშნულ სკოლაში იყომარქსიზმ-ლენინიზმის, ეკონომიკური მეცნიერებათა, დიალექტიკური და ისტორიული მატერიალიზმის, ისტორიის მეცნიერებათა , ენებისა და ლიტერატურის კათედრები. ცალკე თემებზე ლექციებს კითხულობდნენ პასუხისმგებელი პარტიული მუშაკები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]