გიორგიწმინდის ღვთისმშობლის მეორე ეკლესია
გიორგიწმინდის ღვთისმშობლის მეორე ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგიწმინდის ჩრდილოეთით, სასაფლაოზე. თარიღდება XVIII-XIX საუკუნეებია მიჯნით. 2007 წელს ადგილობრივმა მოსახლეობამ ძეგლი სპეციალისტებთან შეთანხმების გარეშე გაარემონტეს, რის შედეგადაც მას თავდაპირველი სახის განმსაზღვრელი არაერთი საყურადღებო დეტალი დაკარგული აქვს.
ეკლესია დარბაზულია (8,2×5,5 მეტრი) ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის ქვითა და მოყვითალო ფერის კირის დუღაბით. კუთხეებში შედარებით უფრო მოზრდილი ქვებია გამოყენებული კარ-სარკმლების წირთხლები, კამარა, კონქი. საბჯენი თაღები მთლიანად აგურისაა. წყობა ირეგულარულია, ტლანქია.
ერთ-ერთი შესასვლელი ეკლესიას სამხრეთიდან აქვს. იგი გარედან შეისრულთაღოვანი, შიგნით კი ხის მსხივილი ძელით იყო გადახურული შემორჩენილი (შემორჩენილია კვალი და ძვლის მცირე ნაწილი). აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რომელში გაჭრილია დაბალი, ბრტყლად გადახურული სარკმელი. სარკმლის ორ მხარეს, სიმეტრიულად თითო თაღოვანი ნიშაა მოწყობილი. საკურთხევლის სარკმლის გარდა, თითო მსგავსი სარკმელი სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილში და დასავლეთ ნაწილშიცაა. სამივე სარკმელი თითქმის ერთ დონეზე განლაგებული, ეკლესიის დარბაზი მოკლეა და გეგმით კვადრატს უახლოვდება (დარბაზის სიგრძე ორმოცდაათიოდე სანტიმეტრით სწარბობს მის სიგანეს).
გრძივი კედლები და კამარა წყვილი პილასტრითაა და მათზე გადაყვანილი, ნახევარწრიული საბჯენი თაღით, დაახლოებით ორ თანაბარ ნაწილად იყოფა. თაღის ქუსლებთან მოთეთრო ქვის, ტლანქად დამუშავებული. თაროსებრი იმპოსტებია. ასეთივე იმპოსტებია სატრიუმფო თაღისა და დასავლეთ კედლის მიმდებარედ. შეკიდულა საბჯენი თაღების ქუსლებთანაც.
დამახასიათებელია კამარის წყობა. კამარის ორივე მონაკვეთი შეკრული კამარის მსგავსადაა ნაწყობი — ორივე შედგება ოთხი სამკუთხა ნაწილისაგან, რომელთა წვეროები თავს კამარის ცენტრში ეკვრის. კამარის მსგავსად, არც კონქი ჩვეულებისამებრ ნაწყობი მისი ზედა ნაწილი კვერცხისებრი ფორმისაა, გამოყვანილია წრისებრად განლაგებული აგურების წყობით და რამდენიმე შემაღლებულია სატრიუმფო თაღის მიმართ. შიგნით ეკლესია შეთეთრებული ყოფილა.
შენობის ფასადებიდან მხოლოდ აღმოსავლეთ და სამხრეთ ფასადებია მორთული. აღმოსავლეთ ფასადზე ფრონტონის არეში, აგურის წყობის შეღრმავებით, გამოსახული იუო საფეხუროვან პოსტამენტზე დაყრდნობილი ჯვარი. რემონტის დროს, მის ნაცვლად ახალი ჯვარი გამოუსახავთ, ოღონდ გაცილებით დაბლა - სარკლის თავზე.
სამხრეთ ფასადზე შესასვლელი საფეხურით შეღრმავებულ, სწორკუთხა არეშია ჩასმული, რომელსაც საფეხუროვანი ფრიზი აგვირგვინებს. სამივე საფეხური აგურის თითო რიგითაა გამოყვანილი.
ეკლესიის ლავვარდანი და კედლების ზედა ნაწილი განახლებულია. თავდაპირველი ლავგარდანი მნიშვნელოვანი დანაკარგების გარეშე იყო შემორჩენილი. იგი შედგებოდა ჩვეულებრივად დაწყობილი და კუთხით წინწამოწეული აგურებით გამოყვანილი ოთხი რიგის მონაცველობით.
მთელი რიგი სახასიათო ნიშნებით, ეკლესია ახლოს დგას საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგიწმინდის ძველ ნაწილში, კოშკებს შორის მდგარ ღვთისმშობლის ეკლესიასთან. გამორიცხული არ არის, რომ ეს ეკლესიაც მღვდლის — ივანე კევლიშვილის მიერ იყოს აგებული.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-III, თბ., 2019. — გვ. 90-91.