გერონტი (პაპიტაშვილი)
ეპისკოპოსი გერონტი (ერისკაცობაში — გრიგოლ მიხეილის ძე პაპიტაშვილი; დ. სოფ. კირბალი, ახლანდ. გორის მუნიციპალიტეტი — გ. 13 [ძვ. სტ. 1] ივლისი, 1871, ქუთაისი) — ქართველი საეკლესიო მოღვაწე, გორის ეპისკოპოსი, ქართლისა და კახეთის ეპარქიის ვიკარიუსი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა ტფილისის გუბერნიის გორის მაზრის სოფელ კირბალში, მღვდლის ოჯახში. განათლება მიიღო თბილისის სასულიერო სასწავლებელში. 1823 წლის 8 იანვრიდან იყო გორის სამაზრო სასულიერო სასწავლებლის მასწავლებელი. 1830 წლის 21 თებერვალს მიიღო სადიაკვნო ხელდასხმა, ხოლო 23 თებერვალს — სამღვდლო. 1830 წლის 20 მარტიდან იყო გორის სასწავლებლის ინსპექტორი. 1836 წლის 3 ოქტომბერს აიყვანეს დეკანოზის ხარისხში. 1852 წლის 30 აგვისტოს ბერად აღიკვეცა, აყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში და დაინიშნა ხირსის სტეფანწმინდის მონასტრის წინამძღვრად. 1855 წლის 17 მარტს გადაიყვანეს დავითგარეჯის უდაბნოში. 1857 წლის 6 ოქტომბერს დაინიშნა აფხაზეთის, 1859 წლის 16 ნოემბერს — სამეგრელოს, ხოლო 1862 წლის 19 მაისს — გორის ეპისკოპოსად. 1869 წლის 30 მაისს განწესდა გელათის მონასტრის სავანეში. გარდაიცვალა 1871 წლის 1 ივლისს, დაკრძალეს იქვე.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Русский биографический словарь: В 25 т. / под наблюдением А. А. Половцова. 1896—1918.